ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017589
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| რეეს- ტრის N | ტესტირების ცენტ-რის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №6
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის” დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი”.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი” (შემდგომ – რეგლამენტი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული, გზისთვის ვარგისი, დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი ტესტირების ფირნიშის ფორმასა და მისი დამზადების წესს.
2. ავტოსატრანპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში (შემდგომ – ფირნიში) წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და იგი სავალდებულოა გამოსაყენებლად ყველა იმ პირისათვის, რომლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას.
მუხლი 2🔗. რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფირნიშის ბლანკი – ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, დანართი №1-ის მიხედვით დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ბ) ფირნიში – ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად სრულად შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიშის ბლანკის A და B ნაწილები, რომლებიც გაიცემა ტესტირების ცენტრის მიერ მხოლოდ გზისთვის ვარგის ავტოსატრანპორტო საშუალებაზე, ამ კატეგორიის ავტოსატრანპორტო საშუალებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ტესტირების პერიოდულობის შესაბამისი ვადით;
გ) ავტოსატრანპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში - ტესტირება) – ტერმინი განიმარტება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) გზისთვის ვარგისი ავტოსატრანსპორტო საშუალება - იდენტიფიცირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტესტირების შედეგების მიხედვით აკმაყოფილებს მის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ე) ტესტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტერმინი განიმარტება ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ფირნიშების ბლანკების ფორმა
1. ფირნიშის ბლანკი (დანართი №1) შედგება ორი ნაწილისაგან: ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი ნაწილისაგან A (ზომით 100 მმ სიგრძისა და 60 მმ სიგანის) და ავტოსატრანსპრორტო საშუალების ტესტირების ბარათზე დასაკვრელი ნაწილისაგან B (ზომით 100 მმ სიგრძისა და 20 მმ სიგანის), იგი იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, დამცავი საშუალებებით, სპეციალურ მასალაზე, რომელიც უნდა გამორიცხავდეს მასზე დატანილ რეკვიზიტებში ცვლილების შეტანას ფირნიშის დაზიანების გარეშე და ფირნიშის თვითნებურ აძრობას მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. ფირნიშების ბლანკები იბეჭდება:
ა) ყვითელ ფონზე - M1 და N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
ბ) მწვანე ფონზე - M2, M3, N2, N3, O3, O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის;
3. ფირნიშის ბლანკის A ნაწილზე დატანილი უნდა იყოს:
ა) საქარე მინაზე მისაკრობ წინა მხარეზე:
ა.ა) გაეროს მიერ საქართველოსათვის მინიჭებული განმასხვავებელი ნიშანი – მთავარი ჰორიზონტალური ღერძის მქონე თეთრი ფერის ელიფსის ცენტრში ჩასმული შავი ფერის ლათინური ასომთავრულით შესრულებული ”GE”;
ა.ბ) ფირნიშის შვიდციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
ა.გ) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი ნარინჯისფერი ციფრები ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 5).
ა.დ) ფირნიშის ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (ნარინჯისფერი რომაული ციფრები I, II, III ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 1);
ა.ე) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის (ნარინჯისფერი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით ფირნიშის ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 2);
ბ) ფირნიშის ბლანკის A ნაწილის უკანა მხარეზე (დანართი №1) რეკვიზიტების ჩასაწერი ფანჯრების მარცხნივ, შემდეგი შესაბამისი წარწერები:
ბ.ა) ”მარკა, ტიპი ან/და მოდელი”;
ბ.ბ) ”სანომრე ნიშანი”;
ბ.გ) ”ტესტირების ცენტრი”;
ბ.დ) ”ტესტირების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)”.
4. ფირნიშის ბლანკის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:
ა) გაეროს მიერ საქართველოსათვის მინიჭებული განმასხვავებელი ნიშანი - მთავარი ჰორიზონტალური ღერძის მქონე თეთრი ფერის ელიფსის ცენტრში ჩასმული შავი ფერის ლათინური ასომთავრულით შესრულებული ”GE”;
ბ) ფირნიშის შვიდციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
გ) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი ნარინჯისფერი ციფრები ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 6).
დ) ფირნიშის მოქმედების ამოწურვის თვის (დანართი №1, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი №1, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ფანჯრები.
მუხლი 4🔗. ფირნიშების ბლანკების დამზადების წესი
1. ფირნიშების ბლანკები მზადდება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმით და წესით, ცენტრალიზებულად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობების მიხედვით და განსაზღვრული რაოდენობით.
2. ფირნიშების ბლანკების დამზადებასა და მათი ტესტირების ცენტრებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ სააგენტო) ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. ტესტირების ცენტრი, როგორც წესი, ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე არანაკლებ ორი თვით ადრე წარადგენს სააგენტოში მოთხოვნას ფირნიშის ბლანკების მომავალი წლისთვის საჭირო რაოდენობაზე (თვეების მიხედვით). მოთხოვნას უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ტესტირების ცენტრების განაცხადების საფუძველზე სააგენტო ადგენს დასამზადებელი ფირნიშების ბლანკების ჯამურ რაოდენობას.
5. ფირნიშების ბლანკები მზადდება სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში ”მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და ამ წესის მიხედვით.
6. ფირნიშების ბლანკები მზადდება არანაკლებ სამი დამცავი ნიშნით, ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:
ა) ფირნიშის ბლანკზე, შესაბამის გრაფებში, სპეციალური საწერი საშუალებით შემდეგი დამატებითი რეკვიზიტების დატანის შესაძლებლობა:
ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი ან/და მოდელი;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი;
ა.გ) ტესტირების ცენტრის დასახელება;
ა.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ა.ე) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვე და დეკადა.
ბ) შესაბამის ფანჯარაში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის ჩაკვრა;
გ) შესაბამის ფანჯარაში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრის ჩაკვრა;
გ1) შესაბამის ფანჯრებში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ციფრების ჩაკვრა.
დ) ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის წინასწარ გაწმენდილ ქვედა მარცხენა კუთხეში, ხოლო O3,O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის – ტესტირების ბარათების უკანა მხარეს;
ე) ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების ბარათის ზედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.
7. პოლიგრაფიული საწარმოდან ფირნიშების ბლანკების გამოტანის უფლება აქვს სააგენტოს პასუხისმგებელ პირს, სააგენტოს დირექტორის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე.
8. მონაცემები სააგენტოს მიერ ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემული, დაბრუნებული და ჩამოწერილი ფირნიშების ბლანკების შესახებ ფიქსირდება რეესტრში, რომლის ფორმა მოცემულია დანართში №2.
9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია წინა თვის განმავლობაში მის მიერ გამოყენებული ფირნიშების ბლანკების მოძრაობის შესახებ წერილობითი ან ელექტრონული სახით.
10. ტესტირების ცენტრის აკრედიტაციის გაუქმების გამო დარჩენილი, გაუხარჯავი ფირნიშების ბლანკები ექვემდებარება აღრიცხვას და სააგენტოსთვის დაბრუნებას.
11. ფირნიშის ბლანკი/ბლანკები გამოსაყენებლად უვარგისად ითვლება და მისი/მათი ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედების ვადის გასვლის გამო.
12. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშის ბლანკის/ბლანკების ნაშთის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით, მისი/მათი ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს ჩამოწერის აქტში.
13. ჩამოწერის აქტებს ადგენენ ტესტირების ცენტრები და გამოსაყენებლად უვარგის ფირნიშების ბლანკებთან ერთად წარუდგენენ მათ სააგენტოს, რის საფუძველზეც სააგენტო ადგენს ჩამოწერის კრებსით აქტს.
14. გამოსაყენებლად უვარგისი ფირნიშების ბლანკების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
სააგენტოს მიერ ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემული
ფირნიშების ბლანკების რეესტრი
რეეს-
ტრის
N
ტესტირების ცენტ-რის დასახელება
აკრედიტაციის რეგისტრაციის კო-დი
გადაცემული ფირნიშების ბლანკების ნომრები და მათი გადაცემის თარიღი
დაბრუნებული ფირნიშების ბლანკების ნომრები და დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი ფირნიშების ბლანკების
ნომრები და ჩამოწერის თარიღი
M1,N1
კატეგ
-
ორიის-
თვის
თა-
რი-
ღი
M2,
M3,
N2, N3,
03, 04
კატეგ-
ორიის-
თვის
თა-
რი-
ღი
M1,-N1 კატე-
გორიის-
თვის
თარიღი
M2, M3,
N2, N3,
03, 04 კატე-
გორიის-
თვის
თარიღი
M1,N1
კატე-
გორიის-
თვის
თარიღი
M2, M3,
N2, N3,
03, 04 კატე-
გორიის-
თვის
თარიღი