საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 85-ე მუხლს:
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:
„31. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის გაგზავნილ შეტყობინებაში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სავალდებულო წესით აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი და პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს შესაბამისი ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება.
32. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება არ შეიცავს ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს, მარეგისტრირებელი ორგანო უარს აცხადებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციაზე.“;
ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
„10. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შემდგომ შესაბამისი ქონება დაიტვირთა გირავნობით/იპოთეკით კომერციული ბანკის სასარგებლოდ და საგადასახადო ორგანო მითითებული ქონების რეალიზაციის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში არ მოახდენს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, მეორე რიგის მოგირავნე/იპოთეკარი (კომერციული ბანკი) უფლებამოსილია, დაიკავოს პირველი რიგის იპოთეკარის ადგილი, ხოლო საგადასახადო ორგანო – მეორე რიგის იპოთეკარის ადგილი. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საგადასახადო ორგანო არის მეორე და შემდგომი რიგის მოგირავნე/იპოთეკარი ან/და მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება ან ქონების რეალიზაცია შეუძლებელია საგადასახადო ორგანოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი.
№5126–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5126. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.002.936.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №5126, 29.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.002.936 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21898/