ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017610
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2014 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მეორე ნაწილის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
ა) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ცერცველას (Vicia faba L. Var. minor) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №1, №1ა);
ბ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მუხუდოს (Cicer arietinum L) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №2, №2ა);
გ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ოსპის (Lens culinaris Medic) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №3, №3ა);
დ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე სოიას (Glycine max (L.) Merrill) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №4, №4ა);
ე) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ლობიოს (Phaseolus vulgaris L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №5, №5ა);
ვ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე თუთის (Morus alba L) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №6, №6ა);
ზ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ხახვის (Allium cepa L.) და ჭლაკვის (Allium ascolonicum L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №7, №7ა);
თ) ტექნიკური რეგლამენტი - განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე კომბოსტოს (Brassica oleracea L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები (დანართი №8, №8ა).
მუხლი 2🔗
ძალადაკარულად გამოცხადდეს „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის №2-47 ბრძანება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი