განჩინება შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/19203-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2013 წლი ს 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის
მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გამოარკვია:
2013 წლის 27 დეკემბერს შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის სახელზე 2013 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ფორდ ტრანზიტ BUS" სახელმწიფო სანომრე ნიშნით NBA 251. თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ორგანიზაციის საკუთრებაში და ბალანსზე რიცხული როგორც აღნიშნული, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. ამასთან,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტომანქანის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს საკუთრებაში და ბალანსზე არავითარი მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 195,98 ლარს. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დებიტორული დავალიანება 0,11 ლარის ოდენობით. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია მისი ყოფილი დირექტორი მაია ტიტვინიძე, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 800 ლარს. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკსა” და სს „თიბისი ბანკში”. ორგანიზაციას სალაროში თანხა არ ერიცხება.
შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით,თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის,თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ს არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის (ს/კ 226112355) განცხადება არ იქნ ე ს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი