საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.01.2014
ძალაში შესვლა 17.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 310040000.10.003.017665
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №45
2014 წლის 10 იანვარი
ქ.თბილისი
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 17 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა
1. ბათუმის საზღვაო ნავსადგური;
2. სუფსის საზღვაო ნავსადგური;
3. ფოთის საზღვაო ნავსადგური;
4.ყულევის საზღვაო ნავსადგური;