თბილისის საქალაქო სასამართლო - განჩინება ინდივიდუალური მეწარმის "აკაკი ბასლანძის" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 16233 3
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2013 წლის დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე „აკაკი ბასლანძე” (ს/კ 62001002431)
წარმომადგენელი: გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდივიდუალური მეწარმის „აკაკი ბასლანძის”გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა ი/მ „აკაკი ბასლანძის” წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და ითხოვა ი/მ „აკაკი ბასლანძის”მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განცხადების ავტორის განმარტ ებით, ინდივიდუალურ მეწარმეს ერიცხება მზარდი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეადგენს 719 630,91ლარს, მათ შორის, ძირითადი დავალიანების ოდენობა შეადგენს 134 349,41 ლარს, ხოლო საურავის სახით დარიცხული თანხაა 585 281,5 ლარი. კრედიტორის სახით მოვალე ასახელებს სსიპ– შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფილი მოთხოვნით, რომლის ოდენობაცაა 719 630,91 ლარი. განმცხადებლის განმარტებით ი/მ „აკაკი ბასლანძეს” რამდენიმე წელია შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა. მოვალე არის აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელიც არის დასაქმებული, არ აქვს შემოსავალი, არ გააჩნია უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხები. მოვალის აქტივის განმსაზღვრელი ერთადერთი ნივთია ავტომანქანა „მერსედეს ბენც ე-320” (1997 წლის გამოშვება, სახელმწიფო ნომერი HYH 272, საიდენტიფიკაციო ნომერი WDBJ55F1VA332123) რომლის ღირებულებაც მხოლოდ 7000 ლარია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ი/მ „აკაკი ბასლანძეს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფ და საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის ი/მ „აკაკი ბასლანძის”მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმ ათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტან და სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 20 ნოემბერს. 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაში ი/მ „აკაკი ბასლანძის”კრედიტორ ებს გადახდისუუნარობისშესახებგანცხადებ ით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ საწარმოს კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია ი/მ „აკაკი ბასლანძის”(ს/კ 62001002431) გაკოტრებულად გამოცხდებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებისა.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ „აკაკი ბასლანძე” (ს/კ 62001002431) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს ი/მ „აკაკი ბასლანძეს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე