საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2014
ძალაში შესვლა 01.07.2014
ძალის დაკარგვა 01.10.2024
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016068
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.10.2024
დოკუმენტის ტექსტი
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№17
2014 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 83 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი'.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესი
მუხლი 1🔗.
შეტყობინების მიზანი
1.
წესის მიზანია, საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება საავიაციო მოვლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების, შეგროვების, შენახვის, დაცვის, შეფასებისა და გავრცელების გზით.
2.
საავიაციო მოვლენის შეტყობინების მიზანია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია და არა ვინმეს ბრალეულობისა და/ან პასუხისმგებლობის დადგენა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) საავიაციო მოვლენა - საავიაციო შემთხვევა, სერიოზული ინციდენტი ან ინციდენტი, აგრეთვე, საჰაერო ხომალდის და/ან მისი სისტემის გაუმართაობა, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული სისტემების და ტექნიკური საშუალებების მტყუნება ან სხვა სახის უჩვეულო ვითარება, რომელმაც ზემოქმედება მოახდინა ან რომელსაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე;
ბ) დეიდენტიფიკაცია - მიღებული შეტყობინებიდან მიმწოდებლის პირადი მონაცემების და იმ ინფორმაციის ამოღება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ცნობილი გახდეს ინფორმაციის მიმწოდებლის ან მესამე მხარის ვინაობა;
გ) არადამსჯელობითი გარემო - სამუშაო გარემო, როდესაც სამუშაოს შემსრულებელი ან სხვა პირი არ დაისჯება იმ ქმედების ან გადაწყვეტილებისათვის, რომელიც შეესაბამება მათ გამოცდილებასა და ცოდნას, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონდა განზრახვას ან გაუფრთხილებლობას.
მუხლი 3🔗.
რეგულირების სფერო
1.
წესი ვრცელდება იმ საავიაციო მოვლენებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე გამოეწვია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, მასზე მყოფ პირ(ებ)ზე ან სხვა ნებისმიერ პირზე, ან საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.
2.
ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ (შემდგომ - სააგენტო).
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საავიაციო მოვლენათა მაგალითების ჩამონათვალი მოცემულია ამ წესის №1 დანართში.
მუხლი 4🔗.
შეტყობინების ვალდებულება
1.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პასუხისმგებელნი არიან საავიაციო მოვლენის შეტყობინებაზე.
2.
საავიაციო მოვლენის შეტყობინებაზე ვალდებული პირები არიან:
ა)
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლებამოსილი პირი ან სხ-ის მეთაური;
ბ)
პირი, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ან მისი მოწყობილობისა თუ შემადგენელი ცალკეული ნაწილის დამზადებას, ტექმომსახურებას ან მოდიფიცირებას;
გ)
პირი, რომელიც ხელს აწერს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი რომელიმე აღჭურვილობის ან რაიმე ნაწილის ტექმომსახურების შემოწმების სერტიფიკატს ან ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატს;
დ)
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე;
ე)
საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების ოფიცერი;
ვ)
საფრენოსნო მონაცემთა დამუშავების ოპერატორი;
ზ)
საავიაციო მეტეოროლოგი;
თ)
სააერნაოსნო ინფორმაციის ოფიცერი;
ი)
პირი, რომელიც დაკავშირებულია სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა მონტაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან;
კ)
პირი, რომელიც ასრულებს საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის, საწვავით მომსახურებას, ტექმომსახურებას, ამზადებს კრებითი ჩატვირთვის უწყისს, ახორციელებს ბარგის/ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას და ბუქსირებას;
ლ)
პირი, რომელიც ახორციელებს აეროდრომის ტექნიკურ მომსახურებას და სააეროდრომო შუქტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს;
მ)
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი.
მუხლი 5🔗.
სავალდებულო შეტყობინების წარდგენის წესი
1.
სავალდებულო შეტყობინება საავიაციო მოვლენის შესახებ სააგენტოს წარედგინება ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმით.
2.
საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.
მუხლი 6🔗.
ნებაყოფლობითი შეტყობინება
1.
ნებისმიერ პირს უფლება აქვს, შეატყობინოს სააგენტოს საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მომსწრეც ის აღმოჩნდა.
2.
ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით ან ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
ინფორმაციის დამუშავება ავიასაწარმოში
1.
ყველა საავიაციო მოვლენა უნდა შეფასდეს ან/და მოკვლეულ იქნეს ავიასაწარმოს მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში. შეფასების ან/და მოკვლევის ანგარიშში უნდა აისახოს საავიაციო მოვლენით წარმოქმნილი რისკები და ვითარების სიმძიმე, ასევე საავიაციო მოვლენის გამომწვევი მიზეზები.
2.
საავიაციო მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ფრენის უსაფრთხოებაზე, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაანალიზებული საწარმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ.
3.
ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება, წერილობითი ფორმით შენახვა და მათი შესრულების მონიტორინგი.
4.
საავიაციო მოვლენის შეფასების ან/და მოკვლევის ანგარიში უნდა წარედგინოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
5.
საავიაციო მოვლენის შეფასების ან/და მოკვლევის ანგარიში და მოკვლევის მასალები ავიასაწარმოში უნდა ინახებოდეს 7 წლის განმავლობაში.
მუხლი 8🔗.
ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება სააგენტოში
1.
სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენების შესახებ სავალდებულო და ნებაყოფლობითი ფორმით მიღებული შეტყობინებების შეგროვებას.
2.
საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინების მიღებისას სააგენტო:
ა)
აანალიზებს და ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას;
ბ)
საჭიროებისამებრ ახორციელებს შესაბამის შემოწმებას/ინსპექტირებას ავიასაწარმო(ებ)ში, რათა დადგინდეს გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები შეტყობინების სახით შემოსულ საავიაციო მოვლენაზე;
გ)
საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს მითითებებს;
დ)
ახორციელებს სააგენტოს მითითებების შესრულების ზედამხედველობას.
მუხლი 9🔗.
საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზა
1.
საავიაციო მოვლენათა ანალიზის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო აწარმოებს მონაცემთა ბაზას, სადაც განათავსებს დეიდენტიფიცირებულ მონაცემებს ყველა საავიაციო მოვლენის შესახებ.
2.
სააგენტოს მონაცემთა ბაზა, ინფორმაციის გაცვლის გამარტივების მიზნით, თავსებადი უნდა იყოს ICAO-სა (ADREP) და ევროგაერთიანების საავიაციო მოვლენათა შეტყობინების (ECCAIRS) შესაბამის მონაცემთა ბაზებთან.
3.
სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენების მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას საქართველოში საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის დანერგვაზე პასუხისმგებელი პირისთვის.
მუხლი 10🔗.
ინფორმაციის გაცვლა
1.
სააგენტო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი ინფორმაციის გაცვლის, რისკების მიზეზების და ასევე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მიმართულებების შესახებ ზოგადი სურათის მისაღებად.
2.
სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციას აწვდის იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას, რომლის საჰაერო სივრცეშიც მოხდა საავიაციო მოვლენა ან/და საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ქვეყანას ან/და საჰაერო ხომალდის დამამზადებელ ან/და ექსპლუატანტის სერტიფიკატის გამცემ ქვეყანას.
მუხლი 11🔗.
ინფორმაციის გავრცელება
1.
სააგენტო უფლებამოსილია, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ყოველწლიურად გამოაქვეყნოს საავიაციო უსაფრთხოების შესახებ ანგარიში, სადაც ასახული იქნება საავიაციო მოვლენათა ანალიზის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია.
2.
ავიასაწარმოები, რომელთაც ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან სააგენტოს წარუდგინონ უსაფრთხოების ანგარიში ყოველწლიურად.
3.
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების მიერ სააგენტოში წარსადგენი უსაფრთხოების ანგარიშის მინიმალური შინაარსი დადგენილია ამ წესის №3 დანართით.
4.
სააგენტო უფლებამოსილია, ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემთა შესწავლის საფუძველზე მიღებული შედეგები, შესაბამის დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებენ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის.
მუხლი 12🔗.
ინფორმაციის დაცვა
1.
სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ ამ წესით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
2.
სააგენტო ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად.
3.
საავიაციო მოვლენის კლასიფიკაციის მიუხედავად, დაუშვებელია კონკრეტული პირების პირადი მონაცემების მონაცემთა ბაზაში შეტანა.
4.
სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალობა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 13🔗.
პასუხისმგებლობა
1.
ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევების მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
2.
პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ საავიაციო მოვლენისათვის, რომლის მონაწილეც ის იყო, თუ საავიაციო მოვლენის შესახებ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა მისივე შეტყობინების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი ჰქონდა განზრახვას ან გაუფრთხილებლობას.
3.
ავიასაწარმო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინებას, არ იქნებიან დასჯილნი ავიასაწარმოს მიერ შეტყობინების განხორციელების გამო.
4.
ავიასაწარმომ, რომელსაც ევალება უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, უნდა შეიმუშაოს შიდა პროცედურა, რომელიც აღწერს, თუ როგორ მოხდება ამ მუხლის მე-3 ქვეპუნტით გათვალისწინებული არადამსჯელობითი გარემოს პრინციპების დანერგვა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.