თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება-შპს წალკის სამკურნალო - დიაგნოსტიკური ცენტრი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17428-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/17428-13

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2014 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს„წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი” (ს/ნ 243121368)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს„წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

 

თბილისისსაქალაქოსასამართლოსსამოქალაქოსაქმეთაკოლეგიას 2013 წლის 28 ნოემბერსგანცხადებითმიმართაშპს ”წალკისსამკურნალო-დიაგნოსტიკურიცენტრის” (ს/ნ 243121368)  დირექტორის - შპს ”რეაბილიტაციის” დირექტორმაგიორგიზღუდაძემდაითხოვაშპს ”წალკისსამკურნალო-დიაგნოსტიკურიცენტრის”  მიმართგაკოტრებისსაქმისწარმოებისდაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი” (ს/ნ 243121368) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს არ ერიცხება ასევე კრედიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ ჰ ყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები. განმცხადებლის განმარტებით, ორგანიზაციის დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ  სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 4792.98 ( ოთხი ათას ოთხმოცდათორმეტი მთელი ოთხმოცდათვრამეტი) ლარს. შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრს”  სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა სხვა დებიტორი არ ჰყავს. არა უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი გიორგი ამურველაშვილი (პ/ნ 22001012055), რომლის მიმართ ორგანიზაციის სახელფასო დავალიანება შეადგენს 6 300 ( ექვსი ათას სამასი) ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 დეკემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფ და საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის” მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმ ათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტან და სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 დეკემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 03 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაში შპს ” წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის” კრედიტორ ებს განცხადებ ით   სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია საწარმოს გაკოტრებულად  გამოცხდებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 . შპს„წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი” (ს/კ243121368) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”წალკის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ  კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                                                      ბესიკ სისვაძე