თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს ”კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14229-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 14229 3

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2013 წლის დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური” (ს/კ 204523079)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) _ დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრებისსაქმისწარმოებისგახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის”  გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია :

 

თბილისისსაქალაქოსასამართლოსსამოქალაქოსაქმეთაკოლეგიას 2013წლის2 ოქტომბერს განცხადებითმიმართა შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” დირექტორის _ შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ დაითხოვა შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის”  მიმართგაკოტრებისსაქმისწარმოებისდაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს” ჰყავს შვიდი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელთა მოთხოვნათა ჯამი შეადგენს 123 480,43 ლარს. მოვალე საწარმოს აქტივი განისაზღვრება სალდირებული ზედმეტობის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანებით, რომელიც შეადგენს 1184,12 ლარს და შემდეგი მოძრავი ნივთებით: ფერადი ასლგადამღები მანქანა, ფერადი საბეჭდი აპარატი, დამბროშურებელი მანქანა, ლინგაფონის სისტემა, 4 ცალი მაგიდა, ორკარიანი კარადა და მოვალის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „გაზ 31029” ( სახელმწიფო ნომერი ”ვოვ-926”, ძარის ნომერი 4020045402).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფ და საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს ”კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმ ათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტან და სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 10 ოქტომბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაში შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” კრედიტორ ებს განცხადებ ით   სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” გაკოტრებულად  გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 . შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახური” (ს/კ 204523079) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია-ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ  კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე:                                                                      ბესიკ სისვაძე