ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება-შპს "მალთაყვა 2007" გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1563
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

     საქმე №2/1563

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2014 წლის 6 იანვარი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

განმცხადებელი : შპს ,,მალთაყვა 2007’

წარმომადგენელი : შპს ,,რეაბილიტაცია’’ – გიორგი ზღუდაძე;

მოთხოვნა : გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

   ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

   ა:

  

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

   განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო) შეადგენს 15582,47 ლარს. ვინაიდან მოვალეს ქონება არ გააჩნია და იგი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს ,,მალთაყვა 2007’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

        2013წლის26 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მალთაყვა 2007’’-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან   მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 29 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორ ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

    ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

     გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მალთაყვა 2007’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 

 

   

1.   შპს ,,მალთაყვა 2007’’ (ს/ნ 215142897) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მალთაყვა 2007’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11),განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

   მოსამართლე                                          გენადი მაკარიძე