ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
მიღების თარიღი 13.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017668
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| N | თანამდებობა |
| 1. | საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი |
| 2. | ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე |
| 3. | წამყვანი სპეციალისტი |
| 4. | საორგანიზაციო სამსახურის უფროსი |
| 5. | მრჩეველი (I კატეგორია) |
| 6. | მრჩეველი (II კატეგორია) |
| 7. | ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახურის უფროსი |
| 8. | მრჩეველი (I კატეგორია) |
| 9. | მრჩეველი (II კატეგორია) |
| 10. | მრჩეველი (III კატეგორია) |
| 11. | ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი |
| 12. | მრჩევლი (I კატეგორია) |
| 13. | მრჩეველი (II კატეგორია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №48
2014 წლის 13 იანვარი
ქ.თბილისი
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე
„ეკონომიკური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი N1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ეკონომიკური საბჭოს აპარატის თანდართული საშტატო განრიგი (დანართი N2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეკონომიკური საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) ახორციელებს ეკონომიკური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას.
აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
აპარატის ტექნიკურ-მატერიალური, იურიდიული, ფინანსური და სხვა სახის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით აპარატი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს.
აპარატის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. აპარატის ხელძღვანელობა და სტრუქტურა
აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი (შემდგომში – საბჭოს მდივანი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს მდივნის წინაშე.
აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს მდივნის მოადგილე.
აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო სამსახური;
ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
დ) საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური.
საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს საბჭოს სხდომებისა და აპარატის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ურთიერთობების კოორდინაციას, საბჭოს მიერ მიღებულ დავალებათა შესრულების კონტროლს.
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური შეისწავლის და აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და პერსპექტივებს; საბჭოსათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებას; ეკონომიკური საფრთხეების გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების შესახებ შეიმუშავებს გასატარებელ ღონისძიებათა გეგმას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენას.
ეკონომიკური განვითარების სამსახური კოორდინაციას უწევს ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებას; შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებას; ახორციელებს ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის მომზადებას და ეკონომიკური გარემოს ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც წარუდგენს საბჭოს განსახილველად.
საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო ეკონომიკურ ამოცანებს და მათზე რეაგირების სტრატეგიას; შეიმუშავებს და ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი ეკონომიკური რეპუტაციის ფორმირებას საერთაშორისო ასპარეზზე; წარმოადგენს საბჭოს უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
იურიდიული სამსახური კოორდინაციას უწევს ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფოს ერთიანი სამართლებრივი პოლიტიკის ფორმირებას და შემდგომში მისი განხორციელების პროცესს; შეიმუშავებს და მონაწილეობს ნორმატიული თუ სხვა სახის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
მუხლი 3🔗. აპარატის უფლებამოსილება
აპარატის უფლებამოსილებებია:
ა) საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სამართლებრივი და ანალიტიკური მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინაცია და მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი;
ბ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და ორგანიზება;
გ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, საშინაო და საგარეო ვაჭრობის ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებისა და პროგნოზირების უზრუნველყოფა;
დ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) ეკონომიკურ სფეროში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;
ი) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადება, ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
კ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების უზრუნველყოფა;
ლ) საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის;
მ) სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა;
ნ) ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორისი თანამშრომლობის ორგანიზება.
მუხლი 4🔗. აპარატის საქმიანობის წესი
აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი.
საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე;
გ) კოორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას;
დ) აპარატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
ე) უფლებამოსილია ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ვ) ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5🔗. აპარატის გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა
აპარატის გაუქმება ან მის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი N2
ეკონომიკური საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი
N
თანამდებობა
რაოდენობა
1.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი
1
2.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე
1
3.
წამყვანი სპეციალისტი
1
4.
საორგანიზაციო სამსახურის უფროსი
1
5.
მრჩეველი (I კატეგორია)
1
6.
მრჩეველი (II კატეგორია)
2
7.
ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახურის უფროსი
1
8.
მრჩეველი (I კატეგორია)
1
9.
მრჩეველი (II კატეგორია)
4
10.
მრჩეველი (III კატეგორია)
1
11.
ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი
1
12.
მრჩევლი (I კატეგორია)
8
13.
მრჩეველი (II კატეგორია)
7
14.
საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი
1
15.
მრჩეველი (I კატეგორია)
3
16.
მრჩეველი (II კატეგორია)
2
17.
იურიდიული სამსახურის უფროსი
1
18.
მრჩეველი (I კატეგორია)
1
19.
მრჩეველი (II კატეგორია)
2
20.
მრჩეველი (III კატეგორია)
1
სულ:
41