⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 688 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2014 მიღება
01.01.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №09 2014 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე თვეში განისაზღვროს ქალაქ თბილისში არა უმეტეს 7.7 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − არაუმეტეს 5 ლარის ოდენობით, საიდანაც: ა) დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით; ბ) დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს: ბ.ა) ქალაქ თბილისში მოხმარებული წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისათვის – 3.15 ლარის ოდენობით (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.67 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.48 ლარი), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში - 2.50 ლარის ოდენობით (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.00 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.50 ლარი); ბ.ბ) ნარჩენის გატანისათვის – ქალაქ თბილისში 2.5, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 0.45 ლარის ოდენობით; ბ.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0.05 ლარის ოდენობით. 3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსი, რომელშიც ასახული იქნება ორგანიზებულად განსახლების ობიექტი (უძრავი ქონება), ხოლო იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტი მესაკუთრისაგან გადაცემული აქვთ სარგებლობის უფლებით, დამატებით, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი და/ან გადამხდელის მოწმობა; გ) ამ ბრძანების მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ (დეზინფექცია–დერატიზაციისათვის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამოწმებული ხარჯთაღრიცხვა); დ) ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან იმ ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს; ე) ამ ბრძანების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ობიექტების (ობიექტის) ნუსხა რომელთა მომსახურებასაც ისინი ახორციელებენ; ვ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომელიც აისახება ხელშეკრულებაში. 4. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ. 6. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. 7. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 დეკემბერი. 8. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ძალაშია 2015 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ძალაშია 2014 წლის 1 მარტამდე. 9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანება. 10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე