მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.01.2014
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 14 იანვარი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი დანართი № 1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროშუ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.  სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახური.“ მუხლი 2🔗. სამსახურის კომპეტენცია 1  სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება; ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შემოსული განცხადებებისა და მომართვების განხილვას; დ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; ე) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წინადადების და ინიციატივის მომზადებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წარსადგენად; ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას; კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.