„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96, გვ. 16) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომელთაც ასრულებს გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული
1. დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებს ანდერძს;
ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
გ) ამოწმებს დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან;
დ) გადასცემს პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს;
ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
თ) ადასტურებს მოქალაქის იდენტურობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან.
2. საქართველოს კანონმდებლობით გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – გამგეობის (მერიის) რწმუნებულს შეიძლება დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ამ კანონის 41-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 29 ივნისი
№5132–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5132. სარეგისტრაციო კოდი — 170.000.000.05.001.002.942.
- სად არის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5132, 29.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 170.000.000.05.001.002.942 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21952/