ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.01.2014
ძალის დაკარგვა 14.08.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი | ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 08.08.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.12.2012
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2014 წლის 14 იანვარი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 21.01.2103 წ. 190020020.35.158.016114).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარეჯონი ხეცურიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) ცნობა ტეროტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 80%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 500 ლარისა.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 500 (ხუთასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
5. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარების გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები (0-დან 57 000 ქულამდე);
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები (57 000-დან 100 000-მდე) რომელთაც ზემოაღნიშნული სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2013-2014 წწ. პერიოდში;
2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან;
დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ვ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
6. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.
დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები.
2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება
1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს (მათ შორის: 57 000-დან 100 000-მდე ქულა ვისაც მინიჭებული აქვს 2013-2014 წლებში) და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 700(შვიდასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან;
ზ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წრმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. სტუდენტებს ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2014 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე)
ა) ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
ბ) სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახემწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
გ) სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე) ოჯახებიდან რომლებიც სწავლობენ სახელმწიფ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
დ) სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
ე) სტუდენტები ოჯახიდან სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
2. ზემოთ ჩამოთვლილ სამი ან მეტი კატეგორიის მქონე წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდათი) ლარის ოდენობით (2014 წლის 01 თებერვლიდან 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
3. დასახმარებელი კონტიგენტი განისაზღვრება ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი სიების თანახმად და დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
4. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს:
ა) სპორტის სხვადასხვა სახეობაში დიდებში და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონებს და პრიზიორებს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს ნაკრების წევრებად - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ). სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონებს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულებს -100 (ასი ) ლარის ოდენობით.
გ). სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორებსა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორებს -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. სპორტსმენების 2013-14 წლებში მიღწეული წარმატებებისათვის ყოველთვიური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიების თანახმად და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
7. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სპოტსმენებს:
ა) სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.
ბ) სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ) სპორტსმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს ჩემპიონები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ კატეგორიებს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი და მეორე ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) 0-დან 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ გააჩნიათ იურიდიული მარჩენალი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაგებლე მოქალაქეებს 50 ლარის ოდენობით.
2. პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად,
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
6. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი 100) სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენლი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
თ) თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
6. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 10🔗.
2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სოციალური და ქ. ბოლნისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (წყალი,დენი, ბუნებრივი აირი)
2. ანაზღაურდება ქ. ბოლნისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ-სთ, ბუნებრივი აირი თვეში გათბობის სეზონზე 200 მ3, ზაფხულის სეზონზე 50 მ3.)
3. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეები (კოდი 300);
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახები ( კოდი 500; 501; 600;);
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100);
დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200);
ე) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები.
ვ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახები.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;
ბ) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.
გ)დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს:
ა)სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” ,,ბ“ „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ -70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
ბ)დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ი ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
კ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ლ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
7. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
8. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად:
ა)იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონარული და ამბულატორიული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%- ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარისა.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის 300 (სამასი) ლარის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
5. სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთიათასი) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 13🔗.
ერთჯერადი სოციალური(ფულადი) და სამედიცინო დახმარება
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის რომელთა ოჯახები დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს და ვერ ხვდებიან აღნიშნული წესის სხვა კატეგორიებში 500 (ხუთას) ლარამდე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) და სამედიცინო დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე და დახმარება გაიცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეება და მიგრაციის სამსახურის დასკვნის და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი:
გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ან ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან:
დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია:
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ან (მკურნალობის შემთხვევაში) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომენზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება.
1).ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზა.
2). მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა). განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ). განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი:
გ). ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100):
დ). ბავშვის დაბადების მოწმობა:
ე). ამგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
მუხლი 15🔗.
გარდამავალი დებულებები
გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის, ასევე ხანძრის შედეგად და სხვა უბედური შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების დროს ნატურალური თუ ფულადი ფორმით, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, შესაბამისი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლების ადგილზე გასვლით მდგომარეობის შესწავლის დასკვნის საფუძველზე.