საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 14.01.2014
ძალის დაკარგვა 28.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017669
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 687 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2014 მიღება
28.12.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
მინდია ჯანელიძე
ირინე იმერლიშვილი
ზურაბ გამეზარდაშვილი
გიორგი  თაბუაშვილი
ალექსანდრე ბარამიძე
ირაკლი გეგეჭკორი
თამარ ბერუჩაშვილი
ვახტანგ გომელაური
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 2014 წლის 14 იანვარი ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრა­ტე­გიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვ­რის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობა­ზე“ საქარ­თვე­ლოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 1​1 პუნქ­ტის გათვალისწინებითა და „საქარ­თველოს მთავრო­ბის სტრუქტურის, უფ­­­ლე­ბამოსილებისა და საქ­მიანობის წესის  შესა­ხებ“ საქართველოს კანო­ნის მე‑6 მუხლის შესა­ბა­მი­სად, შეიქ­მ­ნას საქართვე­ლოს სახელმწიფო საზ­ღვ­­­რის მართვის სტრა­ტეგიის შემმუ­შა­ვე­ბელი უწყებათაშორისი საბჭო (შემ­­დგომში – საბჭო) შემ­­დეგი შემად­გენ­ლო­ბით: მინდია ჯანელიძე  – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზი­სე­ბის მართვის საბჭოს მდივანი, საბჭოს თავ­მჯ­დო­მარე ირინე იმერლიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბ­ჭოს მდივანი ზურაბ გამეზარდაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფ­როსი გიორგი  თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირვე­ლი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირვე­ლი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 3🔗 დაევალოს საბჭოს საქართველოს სახელმწიფო საზ­ღვ­­რის მართვის სტრატეგიის 2014 წლის 1 მარტამდე შემუშავება და საქ­ა­რ­თვე­ლოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუ­შავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანია შეი­მუშავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­ს­ტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შე­თანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე­ბითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფე­როში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით საქართველოს მთავ­რობისთვის წარსადგენად წინადადებების მოამზადება; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორ­ცი­ე­ლების ხელშეწყობა; გ) საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და შე­­­სა­­ბამისი წინადადებების მომზადება; დ) სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში განხორ­ციე­ლე­ბუ­ლი, მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო (ორმხრივი თუ მრავალ­მხრივი) დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანა­ლი­ზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების შე­მუ­შა­ვება. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლება-მოვალეობანი 1. საბჭო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს, მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო საზღვ­რის რეფორმის სფეროში მონაწილე უწყებათა ანგარიშები და მათი ანა­ლიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეი­მუ­შავოს რეკომენდაციები და წინადადებები; ბ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლი­ლე­ბე­ბის შეტანის შესახებ; გ) მოიწვიოს ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სის­ტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესამუშავებლად; დ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკო­მენდაციები შესაბამის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყო­ფის მიზნით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთი­ერ­­თო­ბა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებსა და საერ­თა­­შორისო ორგანიზაციებთან. 2. საბჭო ვალდებულია, 2014 წლის 1 მარტამდე შეიმუშავოს და სა­ქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო საზ­ღვ­რის მართვის სტრატეგია.  მუხლი 4🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე, იწვევს რიგგარეშე სხდომებს. 4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს თავმჯდომარის გა­დაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძ­ლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ას­­რულებს მისი მოადგილე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირ­ჩევს საბჭო.  6. საბჭოს მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებს და უგზავნის საოქმო ჩანაწერს საბჭოს წევრებს; ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს.  7. საბჭოს ყველა წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესა­ტან საკითხთა ნუსხა. გამონაკლის შემთხვევებში, საკითხის აქტუა­ლუ­რობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.  8. საბჭოს თითოეულ წევრს გააჩნია თანაბარი უფლებები.  9. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 10 დღეში ერთხელ.  10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს ერთ-ერ­­თი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.  11. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალ­დებუ­ლოა. საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუ­შვე­ბე­ლია.  12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, წინასწარ წერილობითი ფორმით აცნობოს საბ­ჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საბჭოს წევრი უფლებამოსილია, წერი­ლო­ბით დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღის წესრიგში შეტანილ თი­თოეულ საკითხთან მიმართებაში.  13. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მე­ტი. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამს­წრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთ­ხვე­ვა­ში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.  14. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბ­­ჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანს ირჩევს საბჭო. მუხლი 5🔗. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს გაუქმება, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.