ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017674
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი |
| 2 | რადიო-სატელევიზიო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი |
| 3 | სუსტი დენის ქსელების გაყვანა |
| 4 | ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები |
| 5 | შიდა სანტექნიკური სამუშაოები |
| 6 | ლითონკონსტრუქციების მონტაჟი |
| 7 | ბურღვითი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | სამუშაოთა დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55
2014 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი’’.
მუხლი 2🔗
ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი
1. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს ცხრილი №1-ის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.
2. ცხრილი №1-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო ცხრილი №1-ის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტში მოცემულ სამუშაოებზე პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით.
ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე
ცხრილი №1
№
სამუშაოთა დასახელება
ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში პირდაპირი დანახარჯებიდან
ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა %-ში მუშახელის ძირითადი ხელფასიდან
1
დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი
68
2
რადიო-სატელევიზიო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მოწყობილობების მონტაჟი
72
3
სუსტი დენის ქსელების გაყვანა
65
4
ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები
75
5
შიდა სანტექნიკური სამუშაოები
12
6
ლითონკონსტრუქციების მონტაჟი
8
7
ბურღვითი, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები
14,5
3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს:
ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;
ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ ცხრილი №1-ის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მოწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.