⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2016)
გაუქმებულია:

ტექნიკური რეგლამენტის - „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 01.06.2016
გამომცემი ორგანო 16 16 16 16 14 14 14 14   12 12 12 12
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017670
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,188 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2014 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
01.06.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
I II
დეპოში სახანძრო ავტომობილების რაოდენობა, ცალი 12 10 8 6
სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი, ჰა 2,2 1,95 1,75 1,6
ნაგებობების დასახელება ფართობი მ​2
12 10 8 6 6 4 2
2. სარეზერვო ავტომობილების დახურული ფარეხ სადგომი* 576 480 384 288
გ) ავტოგასამართი სადგური ავტომობილის მისასვლელი მოედნით ფართობი განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და საპროექტო დავალების მიხედვით
4. კავშირგაბმულობის კვანძი: ა) სადისპეტჩერო ბ) სააპარატო გ) ოთახი პერსონალისათვის 20 18 18 15 15 15 15 12 10 10 10 10
6. აირკვამლდამცავი სამსახურის საგუშაგო: სათავსი აირწინაღების შესანახად და შესამოწმებლად 35 30 25 20
დ) ინსპექტორების ოთახი     ე) ოთახი მორიგე ცვლის მოსასვენებლად 4მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით 4,5 მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
1. სახანძრო ტექიკისა და ტექმომსახურების სათავსი: ა) სახანძრო ტექნიკის სათავსები 860 720 580 440
ბ) ტექმომსახურების საგუშაგო სათვალიერებელი ორმოთი 90 90 90 90
გ) სახელოსნო 30 30 30 25
დ) ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობი 20 20 15 15
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №50 2014 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - ,,ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების’’ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები’’. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი   დანართი ტექნიკური რეგლამენტი - ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები ეს ტექნიკური რეგლამნეტი ეფუძნება საქართველოს კანონს „სახანძარო უსაფრთხოების შესახებ“ და ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს.  ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს. აიმ  ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის მოყვანილი ამ ტექნიკურ რეგლამენტში, უნდა შესრულდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული სხვა ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით.  მუხლი 1🔗. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ტერმინები  1. სახანძრო დეპო – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და სახანძრო ტექნიკის განსათავსებლად და მოსავლელად განკუთვნილი შენობა-ნაგებობათა კომპლექსი.  მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი  1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების შემადგენლობაში შედის სახანძრო დეპო, საწყობები, საწარმოო, დამხმარე, საზოგადოებრივი და სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა ნუსხას ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ შემუშავებული საპროექტო დავალება, ამ ტექნიკური რეგლამნეტის დებულებების გათვალისწინებით.  2. სახანძრო დეპოები მათი დანიშნულების, ავტომობილების რაოდენობის, სათავსების შემადგენლობისა და ფართობის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:  ა) I ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6, 8, 10, 12 ავტომობილებისათვის;  ბ) II ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის;  გ) III ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6,8,10, 12 ავტომობილისათვის; დ) IV ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის; ე) V ტიპის – დასახლებული პუნქტების (გარდა ქალაქებისა) დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4 ავტომობილისათვის. 3. ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპოს ტიპს განსაზღვრავს მათი მფლობელის ან მართვაზე უფლებამოსილი პირები. 4. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗. მიწის ნაკვეთების მოწყობისა და სახანძრო დეპოების შენობების განთავსების მოთხოვნები 1. სახანძრო დეპოები უნდა იყოს განთავსებული მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც გააჩნიათ გასასვლელები მაგისტრალურ ქუჩებზე ან საერთო საქალაქო დანიშნულების გზებზე. 2. მანძილი სახანძრო დეპოს ნაკვეთის საზღვრებიდან საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი, ხოლო სკოლების, საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებების მიწის ნაკვეთის საზღვრებამდე – არანაკლებ 30 მეტრი. 3. სახანძრო დეპო უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მანძილი წითელი ზოლიდან სახანძრო ავტომობილების გასავლელის ფრონტამდე იყოს არანაკლებ 15 მეტრი, II, IV, V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის აღნიშნული მანძილი შეიძლება შემცირდეს 10 მეტრამდე. 4. მიწის ნაკვეთების ფართობი სახანძრო დეპოს ტიპის მიხედვით განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად. 5. სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე განლაგებული შენობებისა და ნაგებობების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად, ამასთანავე, დასაშვებია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა. 6. სახანძრო დეპოს ტერიტორია უნდა იყოს დაყოფილი საწარმოო, სასწავლო-სპორტულ და საცხოვრებელ ზონებად. 7. საწარმოო ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობა, სათადარიგო ტექნიკის დახურული გარაჟი და საწყობები. 8. სახანძრო დეპოს სასწავლო-სპორტული ზონაში უნდა განთავსდეს: სასწავლო სახანძრო კოშკი, ასმეტრიანი სიგრძის ზოლი წინააღმდეგობებით, მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი მოედნით სახანძრო ავტომობილების დასაყენებლად, სპორტული ნაგებობები (დანართი 2). 9. საცხოვრებელ ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელი ნაწილი ან საცხოვრებელი სახლი (სამსხურებრივი ბინები ან საერთო საცხოვრებელი), მოედნები დასვენებისათვის და საბავშვო თამაშებისათვის. სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელ ნაწილში შესასვლელი უნდა იყოს დაშორებული არანაკლები 15 მეტრის მანძილზე სახანძრო ტექნიკის სათავსიდან. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლი შეიძლება განთავსდეს სახანძრო დეპოს ტერიტორიის გარეთ. 10. საპროექტო დავალების შესაბამისად I და III ტიპის სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ობიექტები, რომლებიც რეკომენდებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 დანართში. 11. სახანძრო დეპოს ტერიტორიის გამწვანების ფართობი უნდა შეადგენდეს ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 15%-ს. 12. სახანძრო დეპოს ტერიტორიას უნდა ჰქონდეს: ა) ორი შესასვლელი (გასავლელი), ჭიშკრის სიგანე შესასვლელში უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრი; ბ) არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის შემოღობვა; გ) მყარი საფარი არსებულ გზებსა და მოედნებზე. 13. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის წინ მდებარე ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე უნდა იყოს მოწყობილი შუქნიშანი და აკუსტიკური სიგნალის მქონე შუქის მაჩვენებელი, რომლებიც სახანძრო ავტომობილების გარაჟიდან განგაშზე გასვლისას შესაძლებელს გახდიან ტრანსპორტისა და ქვეითების მოძრაობის შეჩერებას. შუქნიშნის ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ქვედანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძიდან.  მუხლი 4🔗. სახანძრო დეპოს შენობის მოცულობით-გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა  1. სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობი მიიღება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად, ხოლო ცენტრალური სახანძრო დეპოებისა – დანართი 4-ის შესაბამისად.  2. სახანძრო დეპოები უნდა იყოს არანაკლებ II ხარისხის ცეცხლმედეგობისა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის დასაშვებია III, IIIა, V ხარისხის ცეცხლმედეგობის ერთსართულიანი შენობების დაპროექტება. ამასთანავე, V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში ხის კედლების, ტიხრების, ჭერის ზედაპირი სათავსების შიდა მხრიდან უნდა იყოს მობათქაშებული.  3. სახანძრო დეპოს ცენტრალური შესასვლელი უნდა იყოს შენობის მთავარი ფასადის მხრიდან.  4. განგაშის სიგნალზე სახანძრო ტექნიკის სათავსებთან პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დაუშვებელია ზღურბლების, საფეხურების, აგრეთვე კონსტრუქციების გამოწეული ნაწილების და დანადგარების მოწყობა იატაკის დონიდან 2,2 მეტრზე დაბლა.  5. განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დერეფნების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,4 მეტრი. თუ მორიგე ცვლა განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ყველა კარი უნდა იღებოდეს სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩამოსასრიალებელი ბოძების განთავსების ადგილისაკენ მოძრაობის მიმართულებით.  6. სამრეცხაოს და სახანძრო ტექნიკის სათავსების სიმაღლე განისაზღვრება საპროექტო დავალებით, სახანძრო ტექნიკის ტიპის მიხედვით.  7. სახანძრო დეპოში მიმდინარე საწარმოო პროცესები სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით განეკუთვნება I ჯგუფს.  8. სახანძრო დეპოში კავშირგაბმულობის (კვანძი) სათავსი უნდა მდებარეობდეს გარაჟის გამოსასვლელიდან მარჯვნივ, ხოლო ტექნიკური მომსახურების საგუშაგო-მარცხნივ.  9. სახანძრო ტექნიკის სათავსში ავტომობილებს შორის, აგრეთვე ავტომობილებსა და შენობის კონსტრუქციებს შორის გასავლელების სიგანე მიიღება ამ ნორმების დანართი 5-ის შესაბამისად. სახანძრო ტექნიკის, ტექნიკური მომსახურების და სამრეცხაოს სათავსების სიღრმე უნდა შეადგენდეს I-IV ტიპის სახანძრო დეპოებისათვის 15-18 მეტრს, V ტიპისათვის – 12-15 მეტრს, ხოლო დიდი გაბარიტების მქონე ავტოტექნიკის განთავსებისა – საპროექტო დავალების მიხედვით.  10. სახანძრო ტექნიკის სათავსის ჭიშკრის სიგანე უნდა იყოს შეიარაღებაში არსებული სახანძრო ავტომობილების სიგანეზე 1 მეტრით მეტი. თითოეულ ჭიშკარს უნდა ჰქონდეს ხელის და ავტომატური საკეტები, აგრეთვე ფიქსატორები, რომლებიც გამორიცხავს მათ თავისით დაკეტვას. ჭიშკრის ზედა ნაწილი უნდა იყოს შემინული ჭიშკრის მთელი ფართის არანაკლებ 30%. პირველ (კავშირგაბმულობის კვანძიდან) ჭიშკარზე უნდა იყოს არანაკლებ 0,7x2 მ ზომის კუტიკარი.  11. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის გაბარიტები უნდა იყოს აღნიშნული 0,1 მეტრი სიგანის თეთრი ზოლებით, აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საბჯენები ავტომობილების უკანა თვლებისათვის. სახანძრო ტექნიკის სათავსი უნდა იყოს აღჭურვილი ამინდის პირობების ტაბლოთი. თითოეული ჭიშკართან წინა კედელზე უნდა იყოს უკანა ხედვის სარკე ზომით არანაკლებ 1x0,4 მეტრი.  12. სახანძრო დეპოს შენობის გასასვლელის წინ, გზის საფარის გეგმარებითი ნიშნული უნდა იყოს სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის ნიშნულზე 0,15 მეტრით დაბლა. სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის დონე უნდა იყოს მომიჯნავე სათავსების იატაკის დონეზე დაბლა არანაკლებ 0,05 მეტრით. სახანძრო ტექნიკის სათავსში იატაკს უნდა ჰქონდეს ქანობი ჭიშკრის წინ გათვალისწინებული ტრაპებისა და ღარების მიმართულებით, კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით.  13. სახანძრო ტექნიკის სათავსში საჭიროა აირსარინების გათვალისწინება ავტომობილის მომუშავე ძრავიდან გამონაბოლქვი აირების მოსაცილებლად. აირსარინი სისტემა უნდა იყოს მუდმივად შეერთებული ავტომობილების გამოსაბოლქვ სისტემასთან და თვით გაითიშოს მისი მოძრაობის დასაწყისში.  14. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს სამრეცხაო უნდა იყოს ცალკე ბოქსში. 15. II,IV,V ტიპის სახანძრო დეპოები დასაშვებია ტექნიკური მომსახურების საგუშაგოების შეთავსება სახანძრო ტექნიკის სათავსთან. 16. სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში უნდა მოეწყოს სათვალიერებელი ორმოები შემდეგი გაანგარიშებით – ერთი ორმო 3 ავტომობლიზე. სათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი (ერთი საფეხურებით, მეორე კავებით) და ზემოდან იხურებოდეს არანაკლებ 12 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის წნელის მოსასხსნელი გისოსით. ორმოს პერიმეტრზე უნდა მოეწყოს არანკლებ 80 მილიმეტრი სიმაღლის დამცავი რებორდა, ორმოს იატაკი და კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით, მის ძირზე უნდა დაეგოს ხის გისოსი, კედლებში უნდა იყოს გათვალისწინებული ნიშნები ინსტრუმენტებისათვის და ლამპარებისათვის. ნიშნები ლამპრებისათვის უნდა იყოს დაცული მექანიკური დაზიანებისაგან. 17. კავშირგაბმულობის კვანძს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება და უნდა იყოს განთავსებული სახანძრო ტექნიკის სათავსთან მომიჯნავედ, მათ გამყოფ ტიხარში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,5 მ ზომის ფანჯარა იატაკიდან 0,6 მეტრ სიმაღლეზე, საგზურების გადასაცემად დაუშვებელია კავშირგაბმულობის კვანძიდან უშუალოდ სახანძრო ტექნიკის სათავსში გასვლა. 18. კავშირგაბმულობის კვანძის სააკუმულატორო უნდა განთავსდეს მომიჯნავე ცალკე სათავსში, შესასვლელი უნდა ჰქონდეს ტამბურიდან. 19. სახანძრო სახელოების შენახვისა და ტექნიკური მომსახურების სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება. 20. აირწინაღებისა და აპარატების სამრეცხაოს და საშრობის კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით. 21. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსი უნდა იყოს განთავსებული პირველ ან მეორე სართულზე, სახანძრო ტექნიკისა და დასასვენებელ სათავსებს შორის უნდა იყოს ტამბური ან დერეფანი. 22. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსის მეორე სართულზე განთავსებისას, სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩასასვლელად, სართულთა შორის გადახურვაში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,2 მეტრი ზომის ღიობები 200 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის ბოძებით (1 ბოძი მორიგე ცვლის 7 კაცზე). ღიობების ზემოდან უნდა მოეწყოს კაბინები შიგნით გასახსნელი ორსაგდულიანი კარებით, რომლებიც უნდა აღიჭურვოს მაბლოკირებელი მოწყობილობებით კარების თავისით გაღების თავიდან ასაცილებლად. 23. სასწავლო კლასი და მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი უნდა განთავსდეს მორიგე ცვლის სათავსების გვერდით. 24. რეგიონალური სპეციალიზებული რაზმებისთვის და ნაწილებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, სათავსების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება საპროექტო დავალებით. მუხლი 5🔗. საინჟინრო მოწყობილობა 1. სახანძრო დეპოს შენობას, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად უნდა ჰქონდეს კანალიზაცია, ცივი და ცხელი წყალმომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, ავტომატური და სუსტდენიანი მოწყობილობები (რადიოფიკაცია, საათიფიკაცია, ტელეფონიზაცია). 2. ავტომანქანების სამრეცხაო კანალიზაციის სისტემა გარე ქსელებთან უნდა იყოს მიერთებული სილანავთობდამჭერის მეშვეობით. 3. სახანძრო ტექნიკის სათავსში ჰაერის საანგარიშო ტ ემპერატურა უნდა იყოს +16​0C. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში, როგორც წესი, უნდა იყოს გათვალისწინებული წყლით გათბობის სისტემა. სახანძრო ტექნიკის სათავსების ჭიშკარი უნდა იყოს მოწყობილი ხელით ჩასართველი ჰაერთბური ფარდებით. 4. სახანძრო ტექნიკის სათავსში უნდა იყოს გათვალისწინებული შიგა სახანძრო ონკანი. 5. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში ჰაერმიმოცვლა უნდა იყოს მიღებული პრინციპით „ზევიდან-ზევით“ მომდენ-გამწოვი ვენტილაცია უნდა იყოს გაანგარიშებული ავტომობილების 50%-ის ერთდროული გასვლის პირობიდან გამომდინარე. 6. I-IV ტიპის სახანძრო დეპოების ელექტრომომარაგება უნდა იყოს I კატეგორიის საიმედობის. 7. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს შენობები უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო-სადარაჯო სიგნალიზაციით და ადმინისტრაციულ-მმართველობითი კავშირგაბმულობით. 8. კავშირგაბმულობის კვანძის, სახანძრო ტექნიკის, მორიგე ცვლის სათავსები და მათი დამაკავშირებელი დერეფნები უნდა იყოს მოწყობილი ავარიული განათებით აკუმულატორთა ბატარეებიდან და დამოუკდებელი სტაციონარული კვების წყაროდან. 9. სახანძრო დეპოს შენობა უნდა იყოს მოწყობილი სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელით და სპეცხაზებით “01”, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და მორიგე ცვლის სათავსები – განგაშის სიგნალიზაციის დანადგარებით. 10. სანიტარიული კვანძები უნდა იყოს გათვალისწინებული სახანძრო დეპოს ყველა სართულზე. დანართი 1 (რეკომენდებული) სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი სახანძრო დეპოს ტიპი I II III IV V დეპოში სახანძრო ავტომობილების რაოდენობა, ცალი 12 10 8 6 6 4 2 12 10 8 6 6 4 2 4 2 სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი, ჰა 2,2 1,95 1,75 1,6 1,2 1 0,8 1,7 1,6 1,5 1,3 1,2 1 0,8 0,85 0,55 დანართი 2 (სავალდებულო) სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე მდებარე სათავსების შემადგენლობა და ფართობები ნაგებობების დასახელება ფართობი მ2 სახანძრო დეპოს ტიპი I II III IV V ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი 12 10 8 6 6 4 2 12 10 8 6 6 4 2 4 2 1. სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი: ა)სპორტული დარბაზი დამხმარე სათავსებით ბ) მოედანი 100-მეტრიანი ზოლისათვის დაბრკოლებებით გ)50მ3 მოცულობის მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი ავტომობილების დასაყენებელი მოედნით დ) მოედანი სასწავლო კოშკით ე) კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები* 580 580 320 320 550 550 550 550 210 210 210 210 540 540 540 540 612 612 360 360 - - - 550 550 550 210 150 75 540 250 250 360 360 96 - - - - 550 550 550 550 210 210 210 210 540 540 540 540 612 612 612 360 - - - 550 550 550 210 150 75 540 250 250 360 360 96 - - 550 550 75 75 250 250 192 96 2. სარეზერვო ავტომობილების დახურული ფარეხ სადგომი* 576 480 384 288 288 192 96 576 480 384 288 288 192 96 192 96 3. საწყობები: ა) სახანძრო მოწყობილობებისა და სამეურნეო ინვენტარის ბ) ცეცხლმაქრი საშუალებების (ფხვნილი, ქაფწარმოქმნელი და სხვ.) 60 60 60 50 240 200 200 160 50 40 20 120 80 40 60 60 60 50 240 200 200 160 50 40 20 120 80 40 20 20 80 40 გ) ავტოგასამართი სადგური ავტომობილის მისასვლელი მოედნით ფართობი განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და საპროექტო დავალების მიხედვით 4. კავშირგაბმულობის კვანძი: ა) სადისპეტჩერო ბ) სააპარატო გ) ოთახი პერსონალისათვის 20 18 18 15 15 15 15 12 10 10 10 10 15 15 12 12 12 10 10 8 8 30 25 25 20 15 15 15 12 10 10 10 10 15 15 12 12 12 10 10 8 8 15 12 12 10 8 8 5. სახელოების უბანი ა) სათავსი სახელოების მომსახურებისა და შენახვისათვის ბ) სპეცტანსაცმლის გასარეცხი და გასაშრობი სათავსი 45 45 35 30 30 30 25 25 25 20 10 20 18 16 45 40 35 30 30 30 25 25 25 20 10 20 18 16 12 10 18 16 6. აირკვამლდამცავი სამსახურის საგუშაგო: სათავსი აირწინაღების შესანახად და შესამოწმებლად 35 30 25 20 50 30 20 35 30 25 20 50 30 20 30 20 7. სამსახურებრივი სათავსები: ა) უფროსის კაბინეტი ბ)უფროსის მოადგილის კაბინეტი გ) კანცელარია (მიმღები) 16 16 16 16 14 14 14 14 12 12 12 12 14 14 14 12 12 12 10 10 10 16 16 16 16 14 14 14 14 12 12 12 12 14 14 14 12 12 12 10 10 10 14 14 12 12 10 10 დ) ინსპექტორების ოთახი ე) ოთახი მორიგე ცვლის მოსასვენებლად 4მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით 4,5 მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით *- სარეკომენდაციო სათავსები დანართი 3 (სავალდებულო) სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობები ნაგებობების დასახელება ფართობი მ​2 სახანძრო დეპოს ტიპი I II III IV V ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი 12 10 8 6 6 4 2 12 10 8 6 6 4 2 4 2 1. სახანძრო ტექიკისა და ტექმომსახურების სათავსი: ა) სახანძრო ტექნიკის სათავსები 860 720 580 440 370 210 70 860 720 580 440 370 210 70 175 70 ბ) ტექმომსახურების საგუშაგო სათვალიერებელი ორმოთი 90 90 90 90 90 90 70 90 90 90 90 90 90 70 70 70 გ) სახელოსნო 30 30 30 25 25 20 20 30 30 30 25 25 20 20 20 20 დ) ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობი 20 20 15 15 10 10 10 20 20 15 15 10 10 10 10 10 ე) სამრეცხაო პოსტი 90 90 90 90 90 90 90 90 90 90 90 90 90 90 - - ვ) მოძრაობის უსაფრთხოების კაბინეტი 20 20 18 15 15 15 15 20 20 15 15 15 15 15 - - ზ) მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 12 თ) სასწავლო კლასი 2.5 მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით ი) მოსახლეობის ინტსრუქტაჟის ოთახი 40 40 40 40 30 30 30 40 40 40 40 30 30 30 30 30 2. დამხმარე სათავსები: ა) სპეცტანსაცმლის შესანახი და აღსადგენი პუნქტი: გასახდელი 4 მ​2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით 10 10 8 8  8 8 8 10 10 8 8 8 8 8 8 8 თერმოკამერა საშხაპე და ტუალეტი თანახმად მოქედი ტექნიკური რეგლამენტებისა ფსიქოლოგიური განტვირთვის კაბინეტი 30 30 30 30 30 30 - 30 30 30 30 30 30 - - - ბ) სასადილო ოთახი 1,4 მ​2თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის 75%-იანი დასწრების გათვალისწინებით გ) სამზარეულო 20 16 14 12 10 10 10 20 16 14 12 10 10 10 10 10 დ) მატერიალური საწყობი კომენდანტის ოთახით 55 45 40 30 25 18 12 55 45 40 30 25 18 12 18 12 ე) სააქტო დარბაზი 1,6 მ​2თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით ვ) დარბაზის დამხმარე ოთახი 12 12 12 12 12 - - 12 12 12 12 12 - - - - ზ) სპორტული დარბაზი 280 160 80 45 40 40 40 280 160 80 45 40 40 40 - - 3. სამსახურებრივი ბინები (რაოდენობა) სათავსების ფართი და სიმაღლე უნდა მიიღონ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების თანახმად ა) ერთოთახიანი 4 4 4 4 3 3 2 1 - - - - - - 1 1 ბ) ოროთახიანი 5 5 3 3 3 2 1 - - - - - - - - 1 1 გ) სამოთახიანი 1 1 1 1 1 1 1 - - - - - - - - - 4. პირადი შემადგენლობის საერთო საცხოვრებელი (ოთახების რაოდენობა) 60 50 40 30 20 - - - - - - - - - - - შენიშვნა: 1. ცენტრალურ სახანძრო დეპოებში დასაშვებია განლაგდეს:  ა) ძალებისა და საშუალებების მართვის ცენტრი;  ბ) ხანჯარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფი;  გ) სასწავლო ცენტრი;  დ) აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა;  ე) სახელოების საგუშაგო;  საკონფერენციო დარბაზი კინოსაპროექციოთი და ფოიეთი.  2. ზემოაღნიშნული სათავსების ფართი მიღებული უნდა იქნეს დანართი 5-ის თანახმად.  3. სახანძრო დეპოში დასაშვებია ქაფწარმომქმნელის შესანახი 2 მ​3-მდე ტევადობის ერთი ჭურჭლის განთავსება გათბობის მქონე ცალკე სათავსში.  4. სახანძრო დეპოს შენობაში სპორტული დარბაზი არ გაითვალისწინება, თუ იგი არსებობს სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსის შემადგენლობაში. დანართი 4 (სავალდებულო) ცენტრალური სახანძრო დეპოების სათავსების შემადგენლობა და ფართობები სათავსების დასახელება მომსახურე სახანძრო დეპოების რაოდენობა 10 და მეტი 9-5 4 და ნაკლები 1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის სათავსები 4 მ2თითოეულ თანამშრომელზე, ოთახები 4-6 და 3-5 ადამიანზე 2. სახელოების საგუშაგო: ა) სახანძრო სახელოების ტექმომსახურების სათავსი ბ) სახელოების გასაცემი და შესანახი საწყობი გ)დამხმარე მასალების შესანახი სათავსი დ) სპეცტანსაცმლის საშრობი სათავსი 220 60 12 15 200 50 10 12 150 35 6 10 3.აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა: ა) სააპარატო ბ) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების საშემკეთებლო სახელოსნო გ) ჟანგბადისა და ჰაერშემვსები სადგური დ) ჟანგბადის ბალონების სათავსი ე) რეგენერაციული ვაზნის დასამუხტი და შესანახი სათავსი ვ) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების გასარეცხი და საშრობი სათავსი 50 30 20 12 16 18 45 25 20 10 16 18 35 15 12 8 12 15 4. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების მართვის ცენტრი 1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება (კვანძი): ა) საოპერაციო დარბაზი ბ) სამანქანო დარბაზი გ) სააპარატო და კროსის დარბაზი დ) სააკუმულატორო მჟავას შესანახი სათავსით ე) სააგრეგატო (ასს) ვ) სადისპეტჩერო ზ) პერსონალის სათავსი თ) უფროსის კაბინეტი ი) კავშირის საშუალებების საშემკეთებელო ოთახი კ) საკუჭნაო 75 40 30 20 20 - 12 12 15 8 75 40 30 20 20 - 12 12 15 8 შენიშვნა შენიშვნა 20 15 20 20 8 10 12 6 2) რადიოკავშირის ცენტრალური პუნქტი: ა) სააპარატო 15 15 შენიშვნა ბ) სადისპეტჩერო 18 18 10 3) ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახური: ა) ოპერატიულ-საინფორმაციო ცენტრი 18 18 14 ბ) სამუშაო ოთახი 12 12 - გ) პერსონალის ოთახი 12 12 8 დ) გასახდელი 8 8 6 5. საკონფერენციო დარბაზი ფოიეთი და კინოსაპროექციოთი მიიღება ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად, ადგილების რაოდენობა განისაზღვრება საპროექტო დავალებით შენიშვნა: ქალაქში 4 და ნაკლები ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის განლაგებისას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება (კვანძი) შეთავსებულია ერთ-ერთი ქვედანაყოფის კაშირგაბმულობის კვანძთან. დანართი 5  (რეკომენდებული) გასასვლელების სიგანე სახანძრო ტექნიკის სათავსში სახანძრო ტექნიკის სათავსში ავტომობილებისა და კონსტრუქციებს შორის მანძილი, მეტრებში ავტომობილებს შორის, არანაკლები 2,0 მარჯვენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე, არანაკლები 2,0 მარცხენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე, არანაკლები 1,5 ავტომობილიდან კოლონის წიბომდე, არანაკლები 1,0 ავტომობილიდან უკანა ან წინა კედლამდე: ა) 1-2 ავტომობილზე ბ) 4 და მეტ ავტომობილზე 2,0 3,0 დანართი 6 (რეკომენდებული) I და III ტიპის სახანძრო დეპოებთან განთავსებული შენობა-ნაგებობები შენობა-ნაგებობების დასახელება ფართობი მ​2 I ტიპი III ტიპი ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სასწავლო ცენტრი 5000 2500 ხანძრის ჩაქრობის საყრდენი პუნქტი 15000 5000 ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სახანძრო-ტექნიკური გამოცდილების პროპაგანდის ცენტრი 2000 1000 საგამომცდელო პოლიგონი 20000 10000 საგამომცემლო ლაბორატორია 400 200 აირკვამლდამცავი სამსახურის სავარჯიშო კომპლექსი (კვამლსაკანი, თბოკვამლსაკანი) 700 200 მეხანძრეების ფსიქოლოგიური მომზადების უბანი 1000 600 სპორტული ბირთვი სახანძრო ესტაფეტისათვის (180X80მ) 1440 1440 დახურული სპორტული კომპლექსი სახანძრო-გამოყენებითი სპორტისა და ფიზმომზადებისათვის 5000 2000 შენიშვნა:  1. საგამომცდელო პოლიგონის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ქალაქგარეთ და უნდა შეთანხმდეს დადგენილი წესით.  2. შენობა-ნაგებობები უნდა განლაგდეს სამრეწველო და კომუნალურ-სასაწყობო ზონებში. დასაშვებია სასწავლო და სახანძრო-ტექნიკური ცენტრის განლაგება ქალაქის სელიტებურ ზონაში. დანართი 7 სავალდებულო სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისათვის დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფართობი, 1000 ჰა მოსახლეობა, ათასი ადამიანი 5-მდე 5-ზე მეტი 20-მდე 20-ზე მეტი 50-მდე 50-ზე მეტი 100-მდე 100-ზე მეტი 250-მდე 250-ზე მეტი 500-მდე 500 -ზემეტი 800-მდე 800 –ზე მეტი 1000-მდე 1000 –ზე მეტი 1500-მდე 2-მდე 1/(1*2) 1/(1*6) 2/(2*6) 2/(1*8+1*6) 2-ზე მეტი 4-მდე 3/(1*8+2*6) 4/(2*8+2*6) 4-ზე მეტი 6-მდე 5/(2*8+3*6) 6/(2*8+4*6) 6-ზე მეტი 8-მდე 6/(2*8+3*6+1*4) 8/(3*8+5*6) 9/(3*8+6*6) 8-ზე მეტი 10-მდე 9/(3*8+6*6) 10/(1*12+3*8+6*8) 10-ზე მეტი 12-მდე 11/(3*8+8*6) 12/(1*12+4*8+7*6) 13/(1*12+6*8+6*6) 12-ზე მეტი 14-მდე 13/(1*12+5*8+7*6) 14/(2*12+4*8+8*6) 14-ზე მეტი 16-მდე 15/(2*12+6*8+9*6) 16/(2*12+6*8+8*6) 18/(2*12+6*8+10*6) 16-ზე მეტი 18-მდე 17/(2*12+6*8+9*6) 18/(2*12+6*8+10*6) 20/(4*12+6*8+10*6) 18-ზე მეტი 20-მდე 20/(4*12+6*8+10*6) 21/(4*12+7*8+10*6) 23/(4*12+7*8+12*6) 20-ზე მეტი 25-მდე 21/(4*12+7*8+10*6) 23/(4*12+7*8+12*6) 25/(4*12+7*8+14*6) 25-ზე მეტი 30-მდე 23/(4*12+7*8+12*6) 27/(4*12+7*8+16*6) 30/(6*12+10*8+14*6) 30-ზე მეტი 35-მდე 30/(6*12+10*8+14*6) 35/(6*12+10*8+19*6)