საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1004
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 22/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1004

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რათა ხელი მოაწეროს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ,,საქართველოს მონაწილეობა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების საერთაშორისო კვლევებში“(გრანტის No. TF094610).

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის № 868 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ნ. გილაური