ტექნიკური რეგლამენტი - წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017692
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
matsne.gov.ge 142 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2014 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტი - წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №73 2014 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტი - წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების შესახებ მუხლი 1🔗 1. წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტე­ბის, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ადამიანის ჯანმრთე­ლობის უსაფრთხოების ჰიგიენური შეფასების საერთო კრიტერიუმებისა და მოთხოვნების დადგენის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „წყალმომარაგების სისტემაში გამოყე­ნე­ბუ­ლი მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასება”. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალმომარაგების სისტემაში გამოყე­ნე­ბული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №16/ნ ბრძანება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი