„შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2135
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016411
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2014
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2135 2013 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი  „შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხ­ლის მე-8 პუნ­ქ­ტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქაერონავიგაციის” (ს/კ 208144051) სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.”. 2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონო­მი­კი­სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სა­ჯა­რო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვ­ნულ­მა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                           ი. ღარიბაშვილი