სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2149
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2014
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2149 2013 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს: ა)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველოს  (დედოფლისწყარო) 4 (ოთხი) სექტორზე (იორი, პანტიშარა, ბურუმკახი, მლაშე წყალი) და 2 სექტორზე (ჩამთა, ჭაჭუნა) ელექტრომომარაგებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; ბ) ქ. ასპინძაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა; გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან; დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულები ს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება . პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი