საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის N289 დადგენილებით შექმნილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2179
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2013 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის N289 დადგენილებით შექმნილი ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2179
2013 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი ,,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე
,,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი ,,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ 2013 წლის 19 დეკემბრის №3 ოქმის გათვალისწინებით:
1. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი
პროექტების დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს ამ პროექტების სავარაუდო ღირებულებების შესაბამისად. პროექტების დაფინანსების საბოლოო მოცულობა განისაზღვროს 2014 წელს რეალურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით.
2.
განხილული პროექტების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტების მიზანშეწონილობის, ბაზრის დეტალური კვლევის ჩატარების აუცილებლობის, გამოსაცხადებელი ტენდერების საფუძველზე ეკონომიის წარმოქმნის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2013 წელს გადაერიცხოთ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სავარაუდო ღირ
ებულებების არაუმეტეს 70%, კერძოდ:
ა)
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის დაგეგმილი შესყიდვებისთვის –
არაუმეტს 3 837 957 ლარისა.
ბ)
სსიპ –
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს:
ბ.ა)
ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობის (გურამიშვილის ქუჩა №
17) სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის
არაუმეტეს 3 129 113,65 ლარისა;
ბ.ბ)
ფასთა მოკვლევის საფუძველზე აგრარული ფაკულტეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ლაბორატორიული დანადგარებისა და სასწავლო და საოფისე ინვენტარის შესყიდვებისთვის – არაუმეტს 2 790 621 ლარისა
;
გ)
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისათვის –
არაუმეტეს 94 220 ლარი.
3
. დაევალოს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ განკარგულებითა და ,,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ 2013 წლის 19 დეკემბრის №3
ოქმით განსაზღვრული წესისა და რეკომენდაციების საფუძველზე,
დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების პირობების განსაზღვის მიზნით,
ხელშეკრულებების გაფორმება შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან –
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან:
ა)
სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
ბ)
სსიპ – საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი;
გ)
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
4. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი სახის ცვლილება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიება (ტენდერის გამოცხადება, ბაზრის კვლევის შედეგები, ფასთა მოკვლევის შედეგები, ნებისმიერი სახის ტრანზაქციები თუ ქმედებები) შეთანხმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
5
. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ
სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ამ განკარგულებისა და ,,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ 2013 წლის 19 დეკემბრის №3 ოქმის
საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობათა შესრულებაზე მონიტორინგი.
6
. რეკომენდაცია მიეცეს სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომ აგრარული ფაკულტეტისათვის საჭირო ლაბორატორიული დანადგარების, სასწავლო და საოფისე ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებამდე ჩაატაროს დეტალური ბაზრის/ფასთა კვლევა.
7
. რეკომენდაცია მიეცეს სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის პროცედურები განახორციელოს შესასყიდი ობიექტების ცალკეული სახეობების (სპეციფიკაციების) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.
8
. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობაში (ქ. თბილისი, გურამიშვილის ქუჩა №
17) სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად სათანადო პირობების შექმნის მიზნით,
ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლივად დაგეგმვა და განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი
ი
. ღარიბაშვილი