ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2014
matsne.gov.ge 1,749 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2014 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
სათავსი (ოთახი) ფართობი, არანაკლებ
შემომსვლელთაპირადინივთებისდროებითშესანახიოთახი 6 მ​2
ადმინისტრაციისოთახი/რეგისტრატურით 16 მ​2
ოთახიპერსონალისათვის, (სოცმუშაკებისთვის) 10 მ​2
ექიმისკაბინეტი 16 მ​2
ოთახიჯგუფურივერბალურითერაპიებისათვის 25 მ​2
ოთახიდასაქმებითითერაპიისათვის 25 მ​2
ოთახიხელოვნებითითერაპიისათვის 25 მ​2
ოთახიპერსონალისათვის 25 მ​2
ოთახიექთნისათვის 16 მ​2
დასასვენებელიოთახი 16 მ​2
სამზარეულო 12 მ​2
სასადილოდარბაზი 1,2 მ​2 /ადგილზე
პირსაბანი 2 მ​2 ერთნიჟარაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №68 2014 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის  28-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,     1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტები.    2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ფსიქო-სოციალური რეაბი­ლი­ტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის №112/ნ ბრძანება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტები 1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტები შემუშავებულია “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ზოგად მოთხოვნებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრისათვის, რომელთა დაცვა სავალდებულოა აღნიშნული ტიპის ყველა დაწესებულებისათვის მიუხედავად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. 2. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომხმარებელი (პაციენტი) არის პირი, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა (შიზოფრენია, შიზოტიპიური ან ბოდვითი აშლილობა, შიზოაფექტური აშლილობა, გუნებ - განწყობის (აფექტური) აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება და დემენცია). 3. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში, ასევე მრავალპროფილური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებებში და გრძელვადიან ფსიქიატრიული მომსახურეობის დაწესებულებებში (თავშესაფრებში), ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში. 4. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (ფსრც) არის ამბულატორიული ტიპის დაწესებულება, სადაც ხდება პაციენტების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ღონისძიებათა გატარებას, რომელთა შედეგად პაციენტმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრების ოპტიმალური დონის მიღწევა. 5. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სანიტარიული რეჟიმი, არქიტექტურულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტა, დაწესებულების შიდა გარემო და სამუშაო პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, პირთა სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების აღდგენა/შესწავლას. მუხლი 2🔗. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურების ზოგადი  აღწერილობა 1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურება ხორციელდება შემთხვევის მართვისა და მულტიდისციპლინარული გუნდით (მდგ) მუშაობის მეთოდის მეშვეობით. 2.მეთოდი იძლევა საშუალებას, მომსახურება მაქსიმალურად მიესადაგოს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს. 3. მეთოდი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სპეციალისტთა გუნდის მიერ მომხმარებლის საჭიროების შეფასება; ბ) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შედგენას; გ) მომსახურების განხორციელება, დ) მონიტორირება; ე) მომსახურების შედეგების შეფასება. 4. მომხმარებლის საჭიროების შეფასება და ინდივიდუალური გეგმის შედგენა გულისხმობს მულტიდისციპლანური გუნდის (მდგ) მიერ ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემების გამოყოფას და მათი გადაჭრის რეალური გზების დასახვას. 5. მონიტორირება გულისხმობს საკონტროლო ღონისძიებების განხორციელებას, გადაიჭრა თუ არა დაგეგმილი ამოცანები. 6. შეფასება გულისხმობს პაციენტის მდგომარეობის თვისობრივ შეფასებას _ რამდენად გაუმჯობესდა გარემოში ადაპტაციის, სტრესისადმი ტოლერანტობის, შრომისუნარიანობის, ინტერპერსონალური პრობლემების გადაჭრის უნარი და სხვა. 7. თითოეულ ბენეფიციარს მასთან მომუშავე ჯგუფიდან ენიშნება შემთხვევის წამყვანი, რომელიც დაგეგმილი პრობლემების საკითხებში ანგარიშვალდებულია მულტიდისციპლინარული გუნდის წინაშე. მუხლი 3🔗. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურების სახეები 1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურების სახეებია: ა) ხელოვნებითი თერაპია; ბ) დასაქმებითი (ოკუპაციური, ერგო) თერაპია; გ)ღია ჯგუფური (ვერბალური) თერაპია; დ) სოციალურად დამოუკიდებელ უნარ-ჩვევათა პროგრამა; ე) ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპიული მოდელი (IPთ); ვ) კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია (ჩBთ); ზ) თვითდახმარების ჯგუფებში ჩართვა. 2. ხელოვნებითი თერაპია: ა) მიზნად ისახავს ქრონიკული ფსიქიკური დაავადების მქონე სოციალურად უნარშეზღუდულ პირთა კრეატიული, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას; ბ) გრძელდება საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში თითოეულ ჯგუფში, არაუმეტეს 12 პაციენტის შემადგენლობით და ტარდება კვირაში 2-ჯერ. 3. დასაქმებითი (ოკუპაციური, ერგო) თერაპია არის სხავადასხვა საქმიანობაზე დამყარებული არავერბალური თერაპია, რომლის ზოგადი მიზანია გააუმჯობესოს პაციენტის ქმედითუნარიანობა, ნატიფი მოტორიკა, შრომითი უნარ-ჩვევები და კოგნიტური (ყურადღება, მეხსიერება) ფუნქციები; 4. პაციენტმა, რომელიც ერგოთერაპიის კურს გაივლის, უნდა შეძლოს, დაისახოს მიზანი, აიღოს ვალდებულება თავის თავზე და დამოუკიდებლად, სხებისგან დაუხმარებლად მიაღწიოს ამ მიზანს. 5. ერგოთერაპიის პროცესი სტრუქტურირებულია, რაც გულისხმობს პაციენტთან მიმართებაში ეტაპობრივი ღონისძიებების განხორციელებას: ა) პირველი ეტაპი _ პაციენტის გაცნობა, რომელიც გრძელდება ორი კვირა და გულიხმობს მკურნალ ექიმთან და მდგ-ს სხვა წევრებთან ერთად პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გარკვევას; ბ) მეორე ეტაპი _ პაციენტის შრომითი უნარ-ჩვევების ზოგადი შეფასება, რომელიც გრძელდება ერთი თვე და გულისხმობს პაციენტების შრომითი უნარ-ჩვევების – სამუშაოსადმი დამოკიდებულება, შესაძლებლობების ცოდნის შეფასებას; გ) მესამე ეტაპი _ პაციენტთან ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა, რომელიც გულისხმობს პაციენტის უნარებიდან განმომდინარე სამუშაოს დაგეგმვას და განხორციელებას და გრძელდება ხუთი თვის განმავლობაში, რომლის დასაწყისში თერაპევტი ეხმარება პაციენტს დავალების შესრულებაში, ხოლო ამ ეტაპის საბოლოო ფაზაზე პაციენტი დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას; დ) მეოთხე ეტაპი – მიღწეული შედეგების შეფასება და მდგ-ს წინაშე მოხსენება პაციენტის შრომითი პროცესის დროს მიღებული ცოდნისა და შესწავლილი უნარჩვევების შეფასების თაობაზე. 6. ღია ჯგუფური (ვერბალური) თერაპია: ა) თერაპიის ჯგუფის თვალსაზრისით არასტრუქტურირებულია და მისი თერაპიული მიზანია პაციენტებმა ისწავლონ საკუთარი პრობლემების გაცნობიერება და გადაჭრა, თავის მოვლის, საკუთარი დაავადების კონტროლისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; ბ) გრძელდება საშუალოდ ექვსი თვის განმავლობაში, არაუმეტეს 12 პაციენტის შემადგენლობით (თითოეული ჯგუფი) და ტარდება კვირაში 2-ჯერ. 7. სოციალურად დამოუკიდებელ უნარ-ჩვევათა პროგრამა, აუცილებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (შILშ) და მოიცავს შემდეგ მოდულებს: ა) სიმპტომების კონტროლის მოდული: ა.ა) გამიზნულია, რათა ქრონიკული ფსიქიკური აშლი­ლო­ბის მქონე ადამიანებმა ისწავლონ რეციდივის თავის არიდება, მუდმივი სიმპტომების მართვა და ნარკოტი­კე­ბი­სა­გან თა­ვის არიდება. ა.ბ) შეიცავს ოთხ თანმიმდევრულ უნარ-ჩვევათა პროგრამას; ა.გ) გრძელდება საშუალოდ ექვსი თვე, არაუმეტეს 12 პაციენტის შემადგენლობით (თითოეული ჯგუფი) და ტარდება კვირაში 2-ჯერ. ბ) მკურნალობის მართვის მოდული: ბ.ა) გამიზნულია, რათა ქრონიკული ფსიქიკური აშლი­ლო­ბის მქონე ადამიანებმა ისწავლონ მედიკამენტების სწორი მიღება, პრეპარატების გვერდითი ეფექტების გამოცნობა; ბ.ბ) შეიცავს ოთხ თანმიმდევრულ უნარ-ჩვევათა პროგრამას (მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე). ბ.გ) გრძელდება საშუალოდ ექვსი თვე, არაუმეტეს 12 პაციენტის შემადგენლობით (თითოეული ჯგუფი) და ტარდება კვირაში 2-ჯერ. 8. ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპიული მოდელი (იპთ): ა) მოიცავს საფეხურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების კოგნიტიური, დამოუკიდებელი სოციალური ჩვევების და პრობლემის გადაწყვეტის უნარის შესწავლას; ბ) გრძელდება საშუალოდ ექვსი თვე, თითოეული ჯგუფი შედგება 6 - 10 პაციენტისაგან და ტარდება კვირაში 2-ჯერ 9. კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია (კბთ) ა) ეფუძნება კოგნიტიურ მოდელს, რომელიც აღწერს ავადმყოფური დარღვევების წარმოშობასა და მის შემანარჩუნებელ ფაქტორებს; ბ) წარიმართება შემთხვევის ფორმულირებაზე დაყრნობით; გ) წარმოადგენს სტრუქტურირებულ პროცესს; დ) ემყარება პაციენტთან გაზიარებულ პრობლემებსა და მიზნებს; ე) არის განმანათლებლური და პაციენტს აძლევს საშუალებას გაიგოს თერაპიული პროცესის არსი; ვ) ხანგრძლივობა განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე საჭიროების მიხედვით; ზ) ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე 6 - 10 პაციენტისაგან შემდგარ ჯგუფებში. 10. თვითდახმარების ჯგუფები: ა) წარმოადგენს პაციენტთა სოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მეთოდს; ბ) აერთიანებს რემისიის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს; გ) თემატურია მისი წევრების ინტერესების გათვალისწინებით და მუშაობს თანმიმდევრული პროგრამით; 11. ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს ფსიქიატრიის დარგის მუშაკი. მუხლი 4🔗. მოთხოვნები ფართისადმი, სადაც ტარდება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია 1. სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის აუცილებელი ფართი უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი, ჰქონდეს მინიმალური პირობები (სინათლე, გათბობა, წყლითა და ტუალეტით სარგებლობის საშუალება). 2. ფართობიერთ პაციენტზე არ უნდა იყოს 5 მ​2-ზე ნაკლები. 3. ოთახი ჯგუფური თერაპიებისათვის აღჭურვილი უნდა იყოს სავარძლებით, დაფით, საჭირო მასალებით, ინვენტარით. 4. ოთახი დასაქმებითი თერაპიისათვის აღჭურვილი უნდა იყოს ხელსაქმისათვის აუცილებელი მაგიდებით, სკამებით, ინვენტარით (ხელსაწყოებით), მასალებით, (ხის მასალა, ქსოვილები ძაფები). 5. ოთახი ხელოვნებითი თერაპიისათვის აღჭურვილი უნდა იყოს შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო მასალით (საღებავები, თიხა). 6. ოთახი ექიმისათვის აღჭურვილი უნდა იყოს მაგიდით, სკამებით. 7. ოთახი ექთნისათვის აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელი მასალებით, ინვენტარით. 8. ოთახებს უნდა ჰქონდეთ ბუნებრივი განათება. 9. დაწესებულება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი ელექტრომომარაგებით სტაბილური მიკროკლიმატის დასაცავი საშუალებებით (გათბობა, ვენტილაცია), თანდართული ცხრილის შესაბამისად. მუხლი 5🔗. კვების ბლოკი 1. თუ რეაბილიტაციის ცენტრი არ იმყოფება ფსიქიატრიული მრავალპროფილური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილებების, ასევე გრძელვადიან ფსიქიატრიული მომსახურეობის დაწესებულებების (თავშესაფრის) ან დისპანსერის ტერიტორიაზე და არ იყენებს დაწესებულების საერთო კვების ბლოკს, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი კვების ბლოკი. 2. კვების ბლოკი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისაგან: სამზარეულო და სასადილო დარბაზი (ოთახი), რომელთა ფართობების გაანგარიშება უნდა მოხდეს თანდართული ცხრილის შესაბამისად. 3. სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვა, ინვენტარი, ჭურჭელი უნდა უზრუნველყოფდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას. 4. სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის (ოთახის) კედლების მოპირკეთება უნდა მოხდეს სპეციალური ფილებით ან სველი წესით დალაგებისა და დეზინფექციისადმი გამძლე მასალით არანაკლებ 1,7 მ სიმაღლემდე. 5. ჭერის მობათქაშება, შეთეთრება ან მოპირკეთება ხდება სხვა მასალით. 6. იატაკი იგება გამძლე მასალისაგან, რომელიც გამორიცხავს მასზე მოცურებას.  7. კვების ბლოკში უნდა იყოს დაცული სისუფთავე. 8. სამზარეულო ექვემდებარება დალაგებას სველი წესით, სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ყოველდღიურად და საჭიროებისამებრ. 9. ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია, აუცილებლობის შემთხვევაში _ დეზინსექცია და დერატიზაცია დადგენილი წესით. 10. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენება მათი თანმხლები ინსტრუქციების მკაცრი დაცვით. 11. სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ინახება მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დამამზადებლის მიერ მოწოდებულ ტარაში. 12. კვების ბლოკი უზრუნვლყოფილი უნდა იყოს სათანადო დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭლით. 13. ჭურჭელი უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში ან თაროებზე იატაკიდან არანაკლებ 0,5 მ სიმაღლეზე; დანების, ჩანგლებისა და კოვზების ნაკრებები კი _ სპეციალურ უჯრებში ან კასეტისმაგვარ ყუთებში სახელურებით ზემოთ. 14. დაუშვებელია ჭურჭლის შენახვა ლანგრებზე დაყრილი სახით. 15. კვების ბლოკი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სათანადო ტევადობის მაცივრ(ებ)ით (ცენტრის სიმძლავრის გათვალისწინებით). 16. კვების ბლოკში გამოსაყენებლად შემოსული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს. 17. ინფექციური დაავადებებისა და მასიური კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია კუსტარულ პირობებში დამზადებული სურსათის შემოტანა. 18. სურსათის შენახვა უნდა განხოციელდეს მწარმოებლის მიერ მითითებული წესების დაცვით, სათანადო ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით. 19. მალფუჭებადი სურსათის შენახვა-გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს შესაბამისი მოთხოვნები. 20. შეფუთვის თითოეული ერთეულის იარლიყი, რომელზეც დატანილია პროდუქციის შენახვის ვადები, უნდა იქნეს შენარჩუნებული პროდუქციის სრულ მოხმარებამდე. 21. მასობრივი არაინფექციური (მოწამვლების) და ინფექციური დაავადებების წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით თავშესაფრის კვების ბლოკში არ შეიძლება: ა) ხორცის ჩამონაჭრისგან, დიაფრაგმისგან, სისხლიანი ნაწილისგან, ასევე საქონლის თავის რბილობისგან რულეტების დამზადება და გამოყენება; ბ) არაპასტერიზებული რძისგან ხაჭოს დამზადება; გ) არაპასტერიზებული რძის ხაჭოსგან ბლინების მომზადება; დ) ახალი ან პასტერიზებული რძის გამოყენება წინასწარი ადუღების გარეშე; ე) რძემჟავა სასმელების (კეფირის, მაწვნის და ა.შ.) გადასხმა საქარხნო ტარიდან კვების ბლოკის ჭურჭელში _ ისინი გადააქვთ ჭიქებში უშუალოდ ბოთლებიდან, პაკეტებიდან ან ჩამოარიგებენ საქარხნო ტარაში; ვ) ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სოკოს კონსერვების მომზადება ჰერმეტულ ჭურჭელში; ზ) შებოლილი და გამხმარი თევზის დამზადება-გამოყენება; თ) გამხმარი სოკოს მომზადება-გამოყენება. მუხლი 6🔗. მოთხოვნები ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფართის შიდა  მოპირკეთებისადმი სათავსების შიდა მოპირკეთებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალა. 1. სამუშაო ოთახების, ვესტიბულების, ექიმის კაბინეტისა და სხვა სათავსები შეღებილ უნდა იქნეს ზეთოვანი საღებავებით, ან ისეთი მასალით, რომელიც ადვილად ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას. 2. ექსპლუატაციის სველი რეჟიმის სათავსების კედლები იატაკიდან არანაკლებ 1,6 მ სიმაღლემდე დაფარული უნდა იქნეს კერამიკული ფილებით ან სხვა მსგავსი დანიშნულების მასალით. 3. სველი რეჟიმის სათავსების ჭერები შეღებილ უნდა იქნეს ზეთის საღებავებით, ან გამოყენებული იქნეს ისეთი მასალა, რომელიც ადვილად ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას. მუხლი 7🔗. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი 1. ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასატარებს მულტიდისციპლინარულიგუნდი, რომელშიც შედიან ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ექთნები, სოციალური მუშაკები ხელოვნებითი (არტთერაპევტები) და ერგოთერაპევტები. 2. ხელოვნებითი (არტთერაპევტი) თერაპევტი: ა)არ არის საბაზისო საექიმო სპეციალობა; ბ) ახორციელებს დამხმარე საქმიანობას და მისი ჩატარების უფლება უნდა მიეცეს უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე სპეციალისტს, რომელიც გაივლის შესაბამის ტრენინგს; 3. დასაქმებითი, ოკუპაციური (ერგოთერაპია) თერაპევტი: ა) არ არის საბაზისო საექიმო სპეციალობა;F ბ) ახორციელებს დამხმარე საქმიანობას და მისი ჩატარების უფლება უნდა მიეცეს შესაბამისი დიპლომის მქონე სპეციალისტს ან ფსიქოლოგს, რომელიც გაივლის შესაბამის ტრენინგს. 4. სოციალური მუშაკი: ა) არ არის საბაზისო საექიმო სპეციალობა; ბ) ახორციელებს დამხმარე საქმიანობას და მისი ჩატარების უფლება უნდა მიეცეს შესაბამისი დიპლომის მქონე სპეციალისტს ან ფსიქოლოგს, რომელიც გაივლის შესაბამის ტრენინგს. 5. კომუნალური ფსიქიატრიის ექთანი: ა) არ არის საბაზისო საექიმო სპეციალობა; ბ) ახორციელებს დამხმარე საქმიანობას და მისი ჩატარების უფლება უნდა მიეცეს შესაბამისი დიპლომის მქონე სპეციალისტს ან ფსიქოლოგს, რომელიც გაივლის შესაბამის ტრენინგს. 5. კომუნალური ფსიქიატრიის ექთანი: ა) არ არის საბაზისო საექიმო სპეციალობა; ბ) ახორციელებს დამხმარე საქმიანობას და მისი ჩატარების უფლება უნდა მიეცეს შესაბამისი დიპლომის მქონე სპეციალისტს ექთანს, რომელიც გაივლის შესაბამის ტრენინგს. 6. კოგნიტურ ბიჰევიორულ და არასტრუქტურირებულ ვერბალურ ფსიქოთერაპიას ატარებს შესაბამისი სერთიფიკატის მქონე ექიმი ან ფსიქოლოგი.  ცხრილი ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ფართობის ნორმები სათავსი (ოთახი) ფართობი, არანაკლებ შემომსვლელთაპირადინივთებისდროებითშესანახიოთახი 6 მ​2 ადმინისტრაციისოთახი/რეგისტრატურით 16 მ​2 ოთახიპერსონალისათვის, (სოცმუშაკებისთვის) 10 მ​2 ექიმისკაბინეტი 16 მ​2 ოთახიჯგუფურივერბალურითერაპიებისათვის 25 მ​2 ოთახიდასაქმებითითერაპიისათვის 25 მ​2 ოთახიხელოვნებითითერაპიისათვის 25 მ​2 ოთახიპერსონალისათვის 25 მ​2 ოთახიექთნისათვის 16 მ​2 დასასვენებელიოთახი 16 მ​2 სამზარეულო 12 მ​2 სასადილოდარბაზი 1,2 მ​2 /ადგილზე პირსაბანი 2 მ​2 ერთნიჟარაზე საშხაპე 4 მ​2 ერთკაბინაზე ტუალეტი 3 მ​2 ერთუნიტაზზე დასალაგებელი და სადეზინფექციო საშუალებების საწყობი 6 მ​2