ტექნიკური რეგლამენტის - „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმები“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2014
ძალაში შესვლა 01.01.2014
ძალის დაკარგვა 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017702
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის - „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმები“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №83
2014 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმები“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ტექნიკური რეგლამენტი - „სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ნორმები“;
ბ) „სამედიცინო დაწესებულებათა რადიოლოგიური განყოფილებების რადიაციული დოზიმეტრული კონტროლის ორგანიზაცია და ჩატარება” – მეთოდური მითითებები;
გ) „რადიოლოგიური გამოკვლევების დროს პაციენტის დასხივების ეფექტური ეკვივალენტური დოზების დადგენა და მათი საკონტროლო დონეები” – მეთოდური მითითებები.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №41/ნ ბრძანება ,,სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ.“
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი