ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.038.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,353 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №6 2014 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმები, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმები, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმებს, მათი შევსების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები  და ოქმის რეკვიზიტები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (დანართი №1) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას თუ  იგი ჩადენილია სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის პირადი ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა სახელები, გვარები და მისამართები (მათი არსებობის შემთხვევაში); დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები და ოქმის რეკვიზიტები 1. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს (დანართი №2) ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი და მამის სახელი; მონაცემები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და მოტივი; ინფორმაცია დაკავებულის პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ინფორმაცია დაკავების, პირადი გასინჯვის ან/და ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. 3. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შევსება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ადმინისტრაციული სამართალდარღვვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და დაუყოვნებლივ ეგზავნება უფლებამოსილ სასამართლოს განსახილველად. 2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება უფლებამოსილ სასამართლოს განსახილველად. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის დამცავი ნიშნები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმები შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) დამცავი საკონტროლო ნიშანი, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „MCGI“; გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე; დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით; ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „შიდა ინსპექტირების სამმართველო“. 2. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).       დანართი №1                                     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № ------- ------------------ 20----- წ.    ---------- საათი -------წუთი                -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის შემდგენელი ინსპექტორის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი) 1. დამრღვევი: ა) --------------------------------------------------------           ბ) ---------------------------------------------                   სახელი, გვარი, პირადი №                                          დაბადების თარიღი                                                          გ) ----------------------------------------------------------       დ) ---------------------------------------------                       სამუშაო ადგილი                                                    მოქალაქეობა                                                              ე) ----------------------------------------------------------                                 მისამართი 2. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------- მუხლის ----------- ნაწილის ---------- ქვეპუნქტი                   4.------------------------------------------------------------------------                                                    -------------------------- მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი                                  ხელმოწერა                                                                      სამართალდამრღვევი:-------------------------------------------                                                              ხელმოწერა --------------------------------------------------------------------------------------------------                   (შენიშვნა) ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ოქმის შემდგენელი: ––––––––––––––––––––––––––––                                                             ხელმოწერა ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის  მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს  შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;  გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის  მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №                                                                                                                                                                                     დანართი №2  ადმინისტრაციული დაკავების ოქმი № ------- ------------------20 ----------  წ.                                               ---------- საათი ------- წუთი             --------------------------------------------------------------------------------------------------               (ოქმის შემდგენელი ინსპექტორის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი, გვარი)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 246-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა____________________________________________                                                     (სახელი, მამის სახელი, გვარი) 1.  ინფორმაცია დაკავებული (სამართალდამრღვევი) პირის  შესახებ ა) დაბადების ადგილი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე: ___________________________ ბ)  მოქალაქეობა: _________________________________________________________________ გ)  პირადი N / პირადობის მოწმობის ნომერი და სერია:____________________________________ დ) განათლება / სპეციალობა: ________________________________________________________  ე) მშობლიური ენა / ენა, რომელსაც იგი ფლობს:________________________________________ ვ)  ოჯახური მდგომარეობა:________________________________________________________ ზ)  არის / არ არის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული/ნასამართლევი: ___________ ________________________________________________________________ თ) სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ____________________________________ ______________________________________________________________________ ი)  რეგისტრაციის ადგილის მისამართი:  ____________________________________ კ)  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ______________________________ ______________________________________________________________________ ლ) საკონტაქტო ტელეფონის (ბინის / სამსახურის / მობილური) ნომრები: ________________ 2. ინფორმაცია დაკავებისა და სამართალდარღვევის შესახებ ა) სამართალდარღვევის  შინაარსი ( ასკ-ის  მუხლის მითითებით):  ____________________ _________________________________________________________________________ ბ) დაკავების ადგილი და ვითარება: ______________________________________________ (ადგილი, სადაც მოხდა დაკავება; წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მიეთითოს აღნიშნულის შესახებ) __________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ დაკავებულის ხელმოწერა: გ) დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში: ______________________ _________________________________________________________________________                                                 (ხომ არ ჰქონდა რაიმე დაზიანება, კერძოდ სად, რა სახის და ა. შ.) დ) ფაქტობრივი დამკავებელი პირი: _________________________________________________                                                                              (თანამდებობა, სახელი, გვარი) _______________________________________________________________________________ (იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი დაკავება მოახდინა რამდენიმე ინსპექტორმა,  მიეთითოს ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ) ე)  ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო: 20 --------   წლის  ---------  --------------------------                                   ------- საათი და ------- წუთი 3. დაკავების საფუძველი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ა) ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად; ბ)  დასადგენია ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პიროვნება; გ) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; დ) საქმის დროული და სწორი განხილვა; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა. 4. დაკავებულის უფლებები დაკავებულს დამკავებელი პირის მიერ ფაქტობრივი დაკავების მომენტში, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგები ფორმით განემარტა: ა) სამართალდარღვევის არსი და საფუძველი; ბ) დამცველის ყოლის უფლება; გ)  უფლება მისცეს ახსნა-განმარტება; დ) უფლება ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მან არ იცის სამართალწარმოების   ენა; ე) გაასაჩივროს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა ზემდგომ ორგანოებში. 5. ინფორმაცია პირადი ან/და ნივთების გასინჯვისა  და ჩამორთმევის შესახებ (ივსება გასინჯვის ჩატარების შემთხვევაში) ა) დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა. დაკავებულს განემარტა, რომ იგი უფლებამოსილია მოიწვიოს მისივე სქესის ორი დამსწრე (გონივრულ ვადაში). დაკავებულის ხელმოწერა:  --------------------------------------------------------------------------------       ------------------------     (დამსწრის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი)              ხელმოწერა    -----------------------------------------------------------------------------         ------------------------     (დამსწრის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი)                ხელმოწერა  ბ) დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე ჩაუტარდა ნივთების გასინჯვა. დაკავებულს განემარტა, რომ იგი უფლებამოსილია მოიწვიოს მისივე სქესის ორი დამსწრე (გონივრულ ვადაში).   -----------------------------------------------------------------------------------      ------------------------                                    (დამსწრის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი)             ხელმოწერა   -----------------------------------------------------------------------------------     ------------------------                                    (დამსწრის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი)          ხელმოწერა  გ)  გასინჯვის შედეგად ჩამორთმეულ იქნა:___________________________________________                                                                                          (საგნის ან დოკუმენტის დასახელება; _______________________________________________________________________________ აღწერა, რა ადგილიდან და რა ვითარებაში იქნა ამოღებული თითოეული მათგანი; _______________________________________________________________________________ უნდა მიეთითოს, რომელი მათგანი იქნა წარმოდგენილი ნებაყოფლობით და რომელი იქნა იძულებით ჩამორთმეული; _______________________________________________________________________________ თითოეული ჩამორთმეული საგანი და დოკუმენტი ოქმში უნდა აღინიშნოს რაოდენობის, წონის, ღირებულების _______________________________________________________________________________ ( თუ ეს შესაძლებელია) ინდივიდუალური და გვარობითი  ნიშნების მითითებით) _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ დ) ჩამორთმეული ნივთები, საგნები და დოკუმენტები აღწერის შემდეგ შეიფუთა და დაილუქა______ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ (კერძოდ, რით შეიფუთა; რა წესით დაილუქა; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეფუთულ ნივთზე არის ლუქი, _______________________________________________________________________________     რომელზეც აღნიშნულია  თარიღი და შესრულებულია ხელმოწერა) ე)  სამართალდამრღვევის და/ან  დამსწრეების შენიშვნები და განცხადებები:_____________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ (შენიშვნის თუ განცხადების შინაარსი  გასინჯვის ჩამტარებელი პირის, გადაწყვეტილების და/ან მოქმედების შესახებ) _______________________________________________________________________________ 6. პირები, რომელთაც დაკავებულის თხოვნის საფუძველზე  ეცნობათ დაკავებულის ადგილსამყოფელი ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის შესაბამისად უნდა ეცნობოს ნათესავს: _______________________________________________ ადმინისტრაციას (სამუშაო ადგილის მიხედვით): _________________________________________________________ დაკავებულის ხელმოწერა: დაკავების ოქმს გავეცანი, უფლებები განმემარტა დაკავების მომენტში და აღნიშნული ოქმის ასლი მივიღე, რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით: დაკავებული:       -------------------------------------                  /-------------------------------------/                                          (ხელმოწერა)                                            (სახელი, გვარი) დაკავების ოქმი შევადგინე; უფლებები განვუმარტე და აღნიშნული ოქმის ასლი გადავეცი:                   -------------------------------------                  /-------------------------------------/                                (ხელმოწერა)                                            (სახელი, გვარი) შენიშვნა: _____________________________________________________________                        (თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მიეთითოს აღნიშნულის შესახებ)  თარჯიმანი:___________________________________________________                                                            (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი) დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №