საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2232
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
1. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის პირველი იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო
| თანამდებობების დასახელება | რიცხოვნობა | თანამდებობრივი სარგო | თანამდებობრივ სარგოთა ჯამი |
| მინისტრი | 1 | 3,540 | 3,540 |
| მინისტრის პირველი მოადგილე | 1 | 2,950 | 2,950 |
| მინისტრის მოადგილე | 3 | 2,720 | 8,160 |
| დეპარტამენტის უფროსი | 10 | 2,100 | 21,000 |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 9 | 1,780 | 16,020 |
| სამმართველოს უფროსი | 29 | 1,660 | 48,140 |
| მინისტრის მრჩეველი | 1 | 1,180 | 1,180 |
| მთავარი სპეციალისტი | 122 | 1,180 | 143,960 |
| მინისტრის თანაშემწე | 1 | 950 | 950 |
| მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 3 | 950 | 2,850 |
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 | 950 | 950 |
| უფროსი სპეციალისტი | 26 | 950 | 24,700 |
| სპეციალისტი | 11 | 830 | 9,130 |
| სულ | 218 |
| 283,530 |