„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აპოლო გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 სექტემბრის №944 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს (ს/კ 202430468) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 10.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.01.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აპოლო გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 სექტემბრის №944 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს (ს/კ 202430468) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №17
2014 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აპოლო გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 სექტემბრის №944 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს (ს/კ 202430468) მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 06 სექტემბრის (№1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აპოლო გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 სექტემბრის №944 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, ქ. თბილისში, ბოტანიკური ქუჩის №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.02.001.013) ვიზიტორთა ცენტრის აშენება და მისი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ გადაცემა შემდეგი გრა ფიკის მიხედვით:
ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აპოლო გ.ს.“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 სექტემბრის №944 განკარგულების შესაბამისად დადებული ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის მიღება;
ბ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 4 თვის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება;
გ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში მშე ნებლობის დასრულება, ვიზიტორთა ცენტრის სრული აღჭურვა (სასადილოს, საგამოფენო სტელაჟებისა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობა) და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუტაციაში მიღება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალ დებულების შესრულების შემდგომ ვიზიტორთა ცენტრის (შენობა-ნაგებობა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ გადაცემა.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პი რველი პუნქტის შესაბამისად, შპს „აპოლო გ.ს.“ გათავისუფლდეს საქა რ თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს შორის 2010 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყი დობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ .დ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული /დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი