კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 10.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2014
matsne.gov.ge 374 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:12.0pt; } span.Heading2Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 56.9pt 56.9pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №25 2014 წლის 10 იანვარი  ქ. თბილისი კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ 1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) მიერ 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ სექტემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვიურად (30 კალენდარულ დღეში) ანაზღაურდეს: ა) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში: ა.ა) 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით; ა.ბ) 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 3.54 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით; ბ) ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობისას, საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით; გ) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული ასანაზღაურებელი ოდენობები არაგამჭოლია და ყოველი მომხმარებლის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება მოხდება 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება. პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი