⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2015)
გაუქმებულია:

ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2014
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 873 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2014 მიღება
03.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2014 წლის 16 იანვარი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის  შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის 2013  წლის 12  დეკემბრის №23  დადგენილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის N05 დადგენილება. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა დახმარება 1.  დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრამვის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს,  თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ დიაგნოსტიკური გამოკვლევებს,  სტაციონარში მედიკამენტურ  მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. ა) თუ დიაგნოსტიკური გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯი არ აღემატება 700 ლარს დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების  50%-ის ოდენობით; ბ)  700-ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება 560 ლარით; გ) თუ მკურნალობის  ხარჯი აღემატება 2000 ლარს - დახმარება განისაზღვრება 700 ლარით. 2. დახმარების გაცემა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდეს მოქალაქის პირად ანგარიშზე. 3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების  შესახებ. ვ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან. მუხლი 3🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება 1. მატერიალური დახმარება გაეწევათ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ პირებს, რომლებსაც გონებრივი ან  ფიზიკური ნაკლის გამო (ესაჭიროებათ ეტლი) არ შეუძლიათ  სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით. 3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:        ა) განცხადება;        ბ) პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;        გ) სამედიცინო დიაგნოზი და ინვალიდობის მოწმობის ასლი;        დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება 1. 0-18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცეს  ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად: ა) სამ შვილზე - 80 ლარი; ბ) ოთხ შვილზე - 100 ლარი; გ) ხუთ შვილზე - 150 ლარი; დ) ექვს და მეტ შვილზე - 180 ლარი. 2. ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. 3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:        ა) განცხადება;  ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;  გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.        დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. მუხლი 5🔗. ომის ვეტერანთა სარიტუალო  დახმარება 1. ერთჯერადი  დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:        ა) განცხადება;  ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;  გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;  დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 6🔗. ხანდაზმულთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის)  300 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:        ა) განცხადება;        ბ) პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 7🔗. ობოლ ბავშვთა დახმარება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან მამით ობოლ ბავშვებზე  სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან. მუხლი 8🔗. ხანძრისა და სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება 1. დახმარება გაიცემა . ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებული ოჯახებზე  100-დან 2000 ლარამდე. 2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:        ა) განცხადება;        ბ) შესაბამისი კომისიის აქტი;        გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ;        დ) ცნობა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან;        ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 9🔗. სამამულო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება 1. სამამულო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების მიზნით: ა) თითოეულ ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით; ბ) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი; გ) თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად. მუხლი 10🔗. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა,  აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარება 1. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა,  აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად. მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება 1. ონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური); 2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დიკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს გამგებელს. გამგებლის მიერ იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. 3. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. მუხლი 12🔗. წესში ცვლილებების  შეტანა  წინამდებარე წესში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.