სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1866/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის–

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1866/ო

 

2013 წლის31დეკემბერი

 

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

      1. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ (ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) ქ. თბილისის ფილიალებს (ფაქტობრივი მისამართები: ა) გრ. ლორთქიფანიძის ქ. №11; ბ)გორგასლის ქ. №34; გ) ვაჟა-ფშაველას გამზ №93, 4 კვ, 2ა კორ; დ)დიღმის მასივი, 3კვ, 9კორ; ე)მუხიანის დასახლება, გობრონიძის ქ. №27; ვ)დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს №15; ზ)გურამიშვილის ქ. №15ა; თ)ცინცაძის ქ. №28; ი)უზნაძის ქ. №43; კ)ვარკეთილის დასახლება, 3 მასივი, 10 კვ, „ზ“ კორ; ლ)ვარაზისხევის და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია; მ)ლოტკინის დასახლება, წერონისის ქ. №164) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
      2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნას სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

4.      ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის შ. ბრაჭულის განცხადება №130674,29.11.2013წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №13, 20.12.2013წ;

ზეპირი მოსმენის ოქმი №15, 31.12.2013წ.

 

 

სააგენტოს უფროსი                                                                                 გია თვალავაძე