„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2014 წლის 16 იანვარი ქ. ბათუმი
|
ა) დებულების პირველი მუხლის მე–5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23.“.
ბ) დებულების პირველი მუხლის მე–6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურის შემადგენლობაში არის ქონების მართვის განყოფილება, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება და სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება.“.
გ) დებულების მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის წარმოება;“
„9. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის და სასურსათო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია, საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა და სხვა;“.
დ) დებულების მე–3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–17 პუნქტი:
„17. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, აგრარული სფეროსა და ბუნებრივი რესურსების საკითხების განხილვას და სათანადო გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.“.
ე) დებულების IV თავის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. ქონების მართვის განყოფილება.".
ვ) დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებაში არსებულ საკითხებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რიგი დარღვევების აღმოჩენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა.“.
ზ) დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების თაობაზე;“.
თ) დებულების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული განცხადებები, საჩივრები, რეკომენდაციები, განიხილოს ისინი და მოამზადოს არგუმენტირებული პასუხების პროექტები კანონით დადგენილ ვადებში.“.
ი) დებულების მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,განყოფილება შედგება ორი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტი.~.
კ) დებულების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. განყოფილების უფლებამოსილება
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, აღრიცხვის, პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხების ორგანიზებას და მართვას.".
ლ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
,,თავი VII . სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება.
1. სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება.
2. მუნიციპალიტეტის აგროსამრეწველო და სასურსათო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია, საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა.
3. ეროვნულ ტრადიციებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
4. მიწის კონსოლიდაციის და რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზების ხელშეწყობა.
5. სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
6. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა.
7. მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.
8. აგროსაინჟინრო, ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა;
9. გარკვეული მიზნობრივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
10. სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა.
11. აგროსასურსათო სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
12. განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება.
13. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებაში არსებულ საკითხებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რიგი დარღვევების აღმოჩენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა.
14. კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
განყოფილება შედგება ორი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტი.
1. განყოფილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
2. დროულად შეასრულოს სამსახურის უფროსიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან მიღებული დავალებები, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი;
3. დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს განყოფილების უფლებამოსილების საკითხებზე წინადადებები და გადაწყვეტილებათა პროექტები
მუხლი 21. განყოფილების უფროსი
1. უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. განყოფილებაში შემოსულ საკითხებს და დავალებებს ანაწილებს სპეციალისტებს შორის.
3. სამსახურის უფროსს და მუნიციპლიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს.
4. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.".
|