ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2014
ძალის დაკარგვა 11.06.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 11,928 სიტყვა · ~60 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2014 მიღება
11.06.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (39)
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია
ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული პროექტის წინა და საპროექტო დოკუმენტების ერთიანი სისტემა, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა სამართლებრივი, ტერიტორიულ–სივრცითი და ფუნქციური განვითარების საფუძველს.
მუხლი 4
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა–ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებას (მიწათსარგებლიბის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობას, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით–ტერიტორიულ პირობებს, სატრასპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.
მუხლი 4
განაშენიანების რეგულირების გეგმა
ქალაქთმშენებლობის დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ–გეგმარებითი და სივრცით–მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითრების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და  სატრასპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.
მუხლი 4
განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი)
მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა–ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი.
მუხლი 4
განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)
მიწის–ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა–ნაგებობა; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი.
მუხლი 4
განაშენიანების დაბალი, საშუალო, მაღალი ინტენსივობა
ამ წესებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლით განპირობებული, ტერიტორიების განაშენიანების ინტენსივობა.
მუხლი 4
განაშენიანების სივრცით
გეგმარებითი წყობა–ტერიტორიებისა და განაშენიანებული გარემოს ჩამოყალიბებული ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ურთიერთმიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა.
მუხლი 4
უფლებრივი ზონირება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით–ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა.
მუხლი 4
უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა
უფლებრივი ზონირების რუკის სახეობა, რომელიც ადგენს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ განსაზღვრული ქვეზონების შესაძლო სახეობებს და მათი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრებს.
მუხლი 4
ფუნქციური ზონირება
ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიის იდენტიფიცირებას მათი გამოყენების დომინირებული სახეობის მიხედვით.
მუხლი 4
ზონირება გეგმარების შემზღუდავი პირობების საფუძველზე
ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიების იდენტიფიცირებას იმ ფაქტორების მოქმედებათა არეალის მიხედვით, რომლებიც ზღუდავენ უძრავი ობიექტების ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობებს.
მუხლი 4
ტერიტორიულ
სტრუქტურული ზონირება – ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების იდენტიფიცირებას ტერიტორიულ–სტრუქტურული ნიშნით (ქალაქის ცენტრალური ზონა, შუალედური ზონა, პერიფერიული ზონა, გეგმარებითი კარკასი).
მუხლი 4
რეგლამენტები
მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ობიექტების გამოყენებისა  და განაშენიანების, ამ წესით დადგენილი სამართლებრივი და ნორმატიული პარამეტრები.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთი
ელემენტარული საკადასტრო ერთეული დადგენილი შესაბამისი კანონმდებლობით, ოფიციალურად დადგენილი საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი) სარგებლობის, განკარგვისა და განვითარებისათვის.
მუხლი 4
სამშენებლო მიწის ნაკვეთი
საკადასტრო ერთეული – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასასოფლო–სამეურნეო ან/და საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების, კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების, მათ  შორის საკომლო მეურნეობის, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლი სამუშაოების (შენობა–ნაგებობების) გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის ფართობი
ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექტის ფართობი.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის საზღვარი
მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი
სახელმწიფო ნორმატივებისა და წესების შესაბამისად განსაზღვრული მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ნაწილის ფართობი.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთის გამწვანებული  ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ფართობთან მეათედის სიზუსტით.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი
მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა–ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა
მიწის ნაკვეთის არსებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონა
სამშენებლო მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 3 მეტრით და ნაკლები მანძილით.
მუხლი 4
სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციითა და/ან ქალაქთმშენებლობითი პირობებით დადგენილი მიჯნის ზონის ნაწილი, რომელზედაც მოქმედებს ამ წესებით განსაზღვრული სპეციალური პირობები.
მუხლი 4
ზონის ტერიტორიის გამოყენების სახეობა
გამოყენების სახეობა, რომელიც განისაზღვრება ზონის ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთებისა და ინფრასტრუქტურის სახეობით; ზონის ფუნქცია ერთგვაროვანია, თუკი მასზე განთავსებული ნაკვეთების ან ინფრასტრუქტურის მინიმუმ 75% გამოყენებულია იდენტური ფუნქციით (დომინირებული სახეობა); ზონის ფუნქცია შერეულია, თუკი მის ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთების 25%–ზე მეტი გამოყენებულია განსხვავებული ფუნქციით.
მუხლი 4
უძრავი ობიექტების გამოყენების სახე
საქმიანობის, სარგებლობის სახე, რომლის განხორციელებისთვისაც განკუთვნილია, გამოყოფილია, დაკავებულია, გამოყენებულია მიწის ნაკვეთი და/ან უძრავი ობიექტები.
მუხლი 4
უძრავი ობიექტების ამ წესებთან შეუსაბამო გამოყენება
უძრავი ქონების გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის დაშვებულ გამოყენებათა ჩამონათვალში.
მუხლი 4
უძრავი ობიექტების გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობა
გამოყენების დაშვებული სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით უძრავი ობიექტებისათვის, როგორც შესაბამისი და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.
მუხლი 4
უძრავი ობიექტების გამოყენების ძირითადი დაშვებული სახეობა
გამოყენების დაშვებული სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით უძრავი ობიექტისათვის, როგორც შესაბამისი და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.
მუხლი 4
შენობის საანგარიშო ზედაპირი
გრუნტის ზედაპირიდან სახურავის საანგარიშო კიდემდე შენობის ყველა ზედაპირი, რომელიც გრუნტის ზედაპირის ჰორიზონტალური პროექციის მიმართ ქმნის 70-დან 90 გრადუსამდე კუთხეს.
მუხლი 4
სახურავის საანგარიშო კიდე
ქანობიანი სახურავის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირისა და შენობის გადახურვის სიბრტყეების გადაკვეთის წარმოსახვითი ხაზი. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირის დამამთავრებელი ხაზი.
მუხლი 4
შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე
შენობის ფასადის სიმაღლე, რომელიც ტოლია ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიმაღლისა.
მუხლი 4
ფრონტონი
შენობის ფასადის დამაგვირგვინებელი, სამკუთხა ფორმის სიბრტყე, რომელიც ზევიდან შემოსაზღვრულია ორფერდა სახურავით.
მუხლი 4
რთული რელიეფი (საშუალო ქანობი
100 და მეტი) –მიწის ზედაპირის ფორმების ისეთი ერთობლიობა, რომელიც მნიშნვნელოვნად მოქმედებს ქალაქის შამშენებლო და სამეურნეო ფუნქციურ-საყოფაცხოვრებო, ჰიგიენურ-სანიტარულ, არქიტექტურულ-მოცულობით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე და შესაბამისად განაპირობებს ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების და კეთილმოწყობის სპეციალური საშუალებების გამოყენებას.
მუხლი 4
ტერასული საცხოვრებელი შენობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გეგმარებითი დოკუმენტებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, რთული რელიების პირობებისათვის მიზანშეწონილი, რელიების ქანობზე მორგებული სპეციფიკური სივრცით–მოცულობითი და გეგმარებითი გადაწყვეტით გამორჩეული საცხოვრებელი სახლის ტიპი.
მუხლი 4
,,ჩარჩო გეგმა“
ფუნქციურად, გეგმარებითად ეკონომიკურად თვითკმარი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის  სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.
მუხლი 4
გაზონი
მოკლედ გაკრეჭილი, ბალახით გამწვანებული მიწის ფართობები ბაღებში, პარკებში, ბულვარებში, ეზოებში და სხვ.
მუხლი 4
ზამთრის ბაღი
მიწის ნიშნულის დონეზე განთავსებული დეკორატიული ბუნებრივი ლანდშაფტი, ბაღი, გადახურული გამჭვირვალე კონსტრუქციით და უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით.
მუხლი 4
პასაჟი
საზოგადოებრივი დანიშნულების გამჭვირვალე კონსტრუქციით გადახურული, გამჭოლი ქუჩა, გალერეა.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2014 წლის 16 იანვარი ქ.ზუგდიდი ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქ. ზუგდიდის  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანახმად  დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი  თანახმად  დანართი №2-ისა. მუხლი 3🔗 დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია დანართი N1 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საგანი, მიზნები და ამოცანები 1. ზუგდიდის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების (შემდგომში განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ზუგდიდის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პირობებს: ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს; გ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებულ შემთვევებსა და მათი რეგულირების პირობებს; დ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა–ნაგებობათა განთავსების, მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრის პირობებს; მუხლი 2🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტი და წინაპირობები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქთგანვითარების პრიორიტეტია არსებული განაშენიანებული ტერიტორიების გამოყენების რაციონალიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა. 2. გაუშენებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება, მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთგანვითარების პოტენციალის ამოწურვის და/ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ამ წესებით დადგენილი ყველა სახით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. 4. განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის, სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის, ან გაუმჯობესების პირობებში. 5. გაუნაშენიანებელი ტერიტორიების განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის პირობით. 6. საერთო საქალაქო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მიერ განსაზრვრული წესით საიჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები, საკომუნიკაციო გადასახადის სახით, შეიძლება გაიღონ უძრავი ობიექტის მესაკუთრეებმა. მუხლი 3🔗. განაშენიანების წესების ადგილი ქალაქთმშენებლობის რეგულირების სისტემაში. 1. საქართველოს კანონმდებლობა, სახელმწიფო ნორმატივები და წესები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გეგმა, აგრეთვე სხვა მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია ქმნის წინამდებარე წესებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ობიექტების განვითარების სამართლებრივი რეგულირების საფუძველს. 2. განაშენიანების წესები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტი, ავსებს და აზუსტებს ქალაქთმშენებლობის სფეროში: საქართველოს კანონმდებლობას, სახელმწიფო ნორმატივებსა და წესებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების სისტემას. 3. განაშენინების წესები ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ქალაქთმშენებლობითი ზონებისთვის, სამართლებრივად განსაზღვრავს (უფლებრივი ზონირება) ამ ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგლემენტებს. მუხლი 4🔗. წესებში გამოყენებული ტერმინებისა და ძირითადი ცნებების განმარტება. 1. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია–ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული პროექტის წინა და საპროექტო დოკუმენტების ერთიანი სისტემა, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა სამართლებრივი, ტერიტორიულ–სივრცითი და ფუნქციური განვითარების საფუძველს. 2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმამიწათსარგებლობის გენერალური გეგმა–ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებას (მიწათსარგებლიბის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობას, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით–ტერიტორიულ პირობებს, სატრასპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. 3. განაშენიანების რეგულირების გეგმა–ქალაქთმშენებლობის დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ–გეგმარებითი და სივრცით–მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითრების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და  სატრასპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. 4. განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი)–მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა–ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი. 5. განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)–მიწის–ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა–ნაგებობა; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი. 6. განაშენიანების დაბალი, საშუალო, მაღალი ინტენსივობა–ამ წესებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაჩვენებლით განპირობებული, ტერიტორიების განაშენიანების ინტენსივობა. 7. განაშენიანების სივრცით–გეგმარებითი წყობა–ტერიტორიებისა და განაშენიანებული გარემოს ჩამოყალიბებული ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ურთიერთმიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა. 8. უფლებრივი ზონირება–საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით–ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა. 9. უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა–უფლებრივი ზონირების რუკის სახეობა, რომელიც ადგენს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით“ განსაზღვრული ქვეზონების შესაძლო სახეობებს და მათი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრებს. 10. ფუნქციური ზონირება–ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიის იდენტიფიცირებას მათი გამოყენების დომინირებული სახეობის მიხედვით. 11. ზონირება გეგმარების შემზღუდავი პირობების საფუძველზე–ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიების იდენტიფიცირებას იმ ფაქტორების მოქმედებათა არეალის მიხედვით, რომლებიც ზღუდავენ უძრავი ობიექტების ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობებს. 12. ტერიტორიულ–სტრუქტურული ზონირება – ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების იდენტიფიცირებას ტერიტორიულ–სტრუქტურული ნიშნით (ქალაქის ცენტრალური ზონა, შუალედური ზონა, პერიფერიული ზონა, გეგმარებითი კარკასი). 13. რეგლამენტები–მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ობიექტების გამოყენებისა  და განაშენიანების, ამ წესით დადგენილი სამართლებრივი და ნორმატიული პარამეტრები. 14. მიწის ნაკვეთი–ელემენტარული საკადასტრო ერთეული დადგენილი შესაბამისი კანონმდებლობით, ოფიციალურად დადგენილი საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი) სარგებლობის, განკარგვისა და განვითარებისათვის. 15. სამშენებლო მიწის ნაკვეთი–საკადასტრო ერთეული – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასასოფლო–სამეურნეო ან/და საქართველოს მოქალაქეების, კომლების, ოჯახების, კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების, მათ  შორის საკომლო მეურნეობის, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლი სამუშაოების (შენობა–ნაგებობების) გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია. 16. მიწის ნაკვეთის ფართობი – ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექტის ფართობი. 17. მიწის ნაკვეთის საზღვარი–მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი. 18. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი–სახელმწიფო ნორმატივებისა და წესების შესაბამისად განსაზღვრული მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ნაწილის ფართობი. 19. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი– მიწის ნაკვეთის გამწვანებული  ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 20. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი– მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 21. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი–მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა–ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 22. მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა–მიწის ნაკვეთის არსებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა; 23. მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონა–სამშენებლო მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 3 მეტრით და ნაკლები მანძილით. 24. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო–ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციითა და/ან ქალაქთმშენებლობითი პირობებით დადგენილი მიჯნის ზონის ნაწილი, რომელზედაც მოქმედებს ამ წესებით განსაზღვრული სპეციალური პირობები. 25. ზონის ტერიტორიის გამოყენების სახეობა–გამოყენების სახეობა, რომელიც განისაზღვრება ზონის ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთებისა და ინფრასტრუქტურის სახეობით; ზონის ფუნქცია ერთგვაროვანია, თუკი მასზე განთავსებული ნაკვეთების ან ინფრასტრუქტურის მინიმუმ 75% გამოყენებულია იდენტური ფუნქციით (დომინირებული სახეობა); ზონის ფუნქცია შერეულია, თუკი მის ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთების 25%–ზე მეტი გამოყენებულია განსხვავებული ფუნქციით. 26. უძრავი ობიექტების გამოყენების სახე–საქმიანობის, სარგებლობის სახე, რომლის განხორციელებისთვისაც განკუთვნილია, გამოყოფილია, დაკავებულია, გამოყენებულია მიწის ნაკვეთი და/ან უძრავი ობიექტები. 27. უძრავი ობიექტების ამ წესებთან შეუსაბამო გამოყენება–უძრავი ქონების გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის დაშვებულ გამოყენებათა ჩამონათვალში. 28. უძრავი ობიექტების გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობა–გამოყენების დაშვებული სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით უძრავი ობიექტებისათვის, როგორც შესაბამისი და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. 29. უძრავი ობიექტების გამოყენების ძირითადი დაშვებული სახეობა–გამოყენების დაშვებული სახეობები, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით უძრავი ობიექტისათვის, როგორც შესაბამისი და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. 30. შეუსაბამო ობიექტი - მიწინ ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, რომელიც არ შეესაბამება მოცემული ზონის,  ამ წესებით დადგენილ, რეგლამენტებს და ამასთან პერსპექტივაში მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა შესაძლებელია. 31. იძულებითი შეუსაბამო ობიექტი - მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, რომელიც არ შეესაბამება მოცემული ზონის,  ამ წესებით დადგენილ, რეგლამენტებს და ამასთან, ისტორიულ-კულტურული, ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული, საინჟინრო, აგრეთვე ტერიტორიის ფიზიკური მახასიათებლების თავისებურებებიდან გამომდინარე, მისი შეუსაბამობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. 32. სპეციალური( ზონალური)  შეთანხმება - შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ობიექტში ცვლილებების შეტანამდე, ამ ობიექტის ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ წესების შესაბამისად მოითხოვს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. 33. ინფრასტრუქტურა - საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, მოწყობილობის, ნაგებობათა და საკომუნიკაციო ობიექტების კომპლექსი. 34. საზოგადოებრივი სივრცე - განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები. 35. ქალაქის გეგმარებითი კარკასი- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ, საშუალედო და პერიფერიულ ზონებში, ქალაქის მატერიალური გარემოს ათვისების მაღალი ხარისხის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების კონცენტრაციის,  ტერიტორიების გამოყენების ინტენსივობის, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი ანსამბლებისა და მოცულობითი აქცენტების, საზოგადოებრივი ცენტრების-აქტიური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს არსებობის ნიშნით გამოყოფილი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ყალიბდება საერთო საქალაქო მნიშვნელობის უწყვეტი და რეგულირებადი, აგრეთვე რაიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო ან/და ფეხმავალი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ და რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ნაკვეთების პირველ რიგს, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი დეტალური გეგმარების პროექტებით. 36. ქუჩა - განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებული გადაადგილებისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილისაგან, მხოლოდ ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან ან ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილისაგან (ტროტუარისაგან) ერთობლივად. 37. გამწვანებული ტერიტორია - მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობის არანაკლებ 80%-სა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ქვეითთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოეწყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (მაგ. ბულვარი, პარკი, ბაღი, სკვერი, გაზონი). 38. წყლის დამცავი ტერიტორია- ზღვის, ტბის, წყალსაცავის და მდინარის წყლის ზედაპირები, აგრეთვე მათი არსებობისათვის აუცილებელი სანაპირო ზოლების, ჭალების და მიწისქვესა წყალშემკრები და სხვა საინჟინრო ნაგებობათა და სისტემათა ტერიტორიები. 39. შენობა  - მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებითი, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული, არქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით განუყოფელი, ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის; 40. დროებითი შენობა-ნაგებობა - ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები. 41. დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა - შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) მიზნებით ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა. 42. სრული  სართული- სართული, რომლის სიმაღლე იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე არის 2,4 მეტრი ან მეტი. 43. არასრული სართული-სართული, რომლის სიმაღლე, იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე 1,8 მეტრიდან 2.4 მეტრამდეა. 44. ტექნიკური სართული- სართული, რომლის მაქსიმალური სიმაღლე, იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე 1.8 მეტრია. 45. მანსარდის სართული-სართული სხვენის სივრცეში, რომლის ფასადი მთლიანად ან ნაწილობრივ შედგენილია დახრილი ან/და ტეხილი სახურავის ზედაპირებით. ამასთანავე სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს მანსარდის იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. მანსარდის სართული ითვლება სრულ სართულამდე, როდესაც მისი იატაკის ზედაპირის ფართობის ¾-ის საშუალო სიმაღლე მანსარდის ჭერის კონსტრუქციის ქვედა ნიშნულამდე არის 2,4 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტი. 46. მიწისზედა სართული- სართული, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმარლე 1,8 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტია. 47. მიწისქვეშა სართული-სართული, რომლის ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) არ აღემატება. 48. მიწისპირა სართული- სართული, რომლის იატაკის გეგმარებითი ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით),ხოლო მისი ჭერის კონსტრუქციის ზედა ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება. 49. აივანი- შენობის ფასადის სიბრტყიდან კონსოლურად გამოწეული სართულის ნაწილი შემოკავებული მოაჯირით. 50. ტერასა- მიწაზე ან შენობის მოცულობაში მოწყობილი, გადაუხურავი, სამი მხრიდან გახსნილი, საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ბაქანი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე რომ შესაძლებელია მისი გამოყენება საზაფხულო სამყოფად. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი. 51. ვერანდა - როგორც წესი, სააგარაკო და სამკურნალო ტიპის შენობებზე მიშენებული 2-3 მხრიდან შემინული, გადახურული საზაფხულო‘’- ცივი’’ სათავსი. 52. ერკერი - შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული გადახურული, კედლებით და შემინული ღიობებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციისა და შიდა სივრცის ნაწილს. 53. ლოჯია - შენობის მოცულობაში შეჭრილი გადახურული, სამი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ფასადის მხრიდან გახსნილი და მოაჯირით შემოკავებული საზაფხულო სამყოფი. 54. საზიარო კედელი - სამეზობლო საზღვარზე არსებული კედელი, რომლის ნაწილი შეიძლება მომიჯნავე ნაკვეთებზე განთავსებული შენობ(ებ)ის ერთ-ერთ კედელს წარმოადგენდეს. ასევე საზიაროა სამეზობლო საზღვარზე არსებული ან ასაშენებელი საყრდენი კედელიც. 55. შენობის საანგარიშო ზედაპირი – გრუნტის ზედაპირიდან სახურავის საანგარიშო კიდემდე შენობის ყველა ზედაპირი, რომელიც გრუნტის ზედაპირის ჰორიზონტალური პროექციის მიმართ ქმნის 70-დან 90 გრადუსამდე კუთხეს. 56. სახურავის საანგარიშო კიდე – ქანობიანი სახურავის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირისა და შენობის გადახურვის სიბრტყეების გადაკვეთის წარმოსახვითი ხაზი. ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირის დამამთავრებელი ხაზი. 57. შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე – შენობის ფასადის სიმაღლე, რომელიც ტოლია ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიმაღლისა. 58. ფრონტონი–შენობის ფასადის დამაგვირგვინებელი, სამკუთხა ფორმის სიბრტყე, რომელიც ზევიდან შემოსაზღვრულია ორფერდა სახურავით. 59. რთული რელიეფი (საშუალო ქანობი –100 და მეტი) –მიწის ზედაპირის ფორმების ისეთი ერთობლიობა, რომელიც მნიშნვნელოვნად მოქმედებს ქალაქის შამშენებლო და სამეურნეო ფუნქციურ-საყოფაცხოვრებო, ჰიგიენურ-სანიტარულ, არქიტექტურულ-მოცულობით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე და შესაბამისად განაპირობებს ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების და კეთილმოწყობის სპეციალური საშუალებების გამოყენებას. 60. ტერასული საცხოვრებელი შენობა–ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გეგმარებითი დოკუმენტებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, რთული რელიების პირობებისათვის მიზანშეწონილი, რელიების ქანობზე მორგებული სპეციფიკური სივრცით–მოცულობითი და გეგმარებითი გადაწყვეტით გამორჩეული საცხოვრებელი სახლის ტიპი. 61. ,,ჩარჩო გეგმა“ – ფუნქციურად, გეგმარებითად ეკონომიკურად თვითკმარი დიდი ქალაქთმშენებლობითი ერთეულის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის  სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი არასამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. 62. გაზონი – მოკლედ გაკრეჭილი, ბალახით გამწვანებული მიწის ფართობები ბაღებში, პარკებში, ბულვარებში, ეზოებში და სხვ. 63. ზამთრის ბაღი – მიწის ნიშნულის დონეზე განთავსებული დეკორატიული ბუნებრივი ლანდშაფტი, ბაღი, გადახურული გამჭვირვალე კონსტრუქციით და უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურით. 64. პასაჟი – საზოგადოებრივი დანიშნულების გამჭვირვალე კონსტრუქციით გადახურული, გამჭოლი ქუჩა, გალერეა. თავი II ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვა,ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენანების რეგულირების გეგმა მუხლი 5🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემა და ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება ამ წესებისა და მიწასარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპებზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: 1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; 2. განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია ზუგდიდის ტერიტორიის ნაწილებისათვის  მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა. მუხლი 6🔗. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემადგენლობა 1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საფუძველია, კანონმდებლობა, მათ შორის ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მოწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება. 2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს: ა) ტექსტურ ნაწილს; ბ) ზონირების ნაწილს–ზონირების ზოგად რუკას; გ) საინჟინრო ნაწილს; დ) თემატურ ნაწილს. 3. ტექსტური ნაწილი მოიცავს: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერას; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებით ბარათს; გ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას; დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას; 4. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის ზოგად უფლებრივ ზონირებას, რომელიც მოიცავს: ა) მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგად სარეკომენდაციო მონაცემებს; ბ) ტერიტორიის განთავსებას არსებულ ქალაქთმშენებლობით კონტექსტში, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზებს. 5. საინჟინრო ნაწილი დაგეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს; ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელების რუკას; ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკას; გ) საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელის რუკას; დ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკას; ე) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი გზების და ქუჩების ქსელის რუკას. 6. თემატური ნაწილი გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს (მაგალითად) ტურიზმის განვითარების სისტემას, დაცული ტერიტორიების სისტემას, კულტურული მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების სისტემას ,მომსახურების ცენტრების სისტემას და სხვა თემატურ საკითხებს. 7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით მოწათსარგებლობის გენერალური გეგმის ცალკეული ტერიტორიების დაზუსტება ან კორექტირება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთებისათვის სხვაგვარად შეუძლებელია გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტების დადგენა, აგრეთვე სხვა, ამ წესებით გათვალისწინებულ, შემთხვევებში. თავი III უფლებრივი ზონირების დოკუმენტები, მათი შემადგენლობა და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები მუხლი 7🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტები და მათი შემადგენლობა 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე უფლებრივი ზონირება ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების  საფუძველზე შედგენილი ზონირების  დოკუმენტებით. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტები; ა) მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტი - ზონირების ზოგადი რუკა; ბ) მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტი - ზონირების დეტალური რუკა. 3. მიწათსარგებლობის  ზოგადი  უფლებრივი  ზონირების დოკუმენტი მოიცავს: ა) ზოგად  ფუნქციურ  ზონებს; ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებს; გ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს. 4. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტი მოიცავს: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების, განაშენიანების ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტებს; გ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს ( ქვეზონებს) და მათდამი ამ თავით წაყენებულ მოთხოვნებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს. 5. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონების ტერიტორი(ებ)ის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტრული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად. 6. უფლებრივი ზონების დადგენისას, როდესაც ხდება ფუნქციური ზონების გადაფარვა კულტურული მემკვიდრეობის  და გარემოს დამცავი ზონებით, ასეთი ტერიტორიის საზღვრებში მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის განსაზღვრული რეგულირება. 7. ერთგვაროვანი ზონების გამოყოფა ხორციელდება იმ ფარგლებში, რომლებშიც ტერიტორიის არსებული გეგმარებითი მახასიათებლები და განაშენიანების პარამეტრები შეადგენენ ამ ზონის ტერიტორიის არა ნაკლებ 75%-ს თუ სხვა არ არის გათვალისწინებული მოქმედი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ან/და ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით. 8. ტერიტორიებზე, რომლებიც მოქცეულია გეგმარების შემზღუდავი პირობების (მაგ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეგულირების, გარემოსა და სანიტარიული დაცვის პირობებში) უპირატესად მოქმედებს ამ ზონებისათვის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები. მუხლი 8🔗. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები 1. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტების თითოეული ზონის ტერიტორია გამოყოფილ უნდა  იქნეს საზღვრებით. 2. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა  იქნეს: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადმინისტრაციული საზრვრები; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები; გ) ტერიტორიების ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები / მიჯნები; დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები; ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები; ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საწარმოო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები; ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები და მათი გეომეტრიული ღერძის ხაზები; თ) რკინიგზის, მილსადენებისა და სხვ საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან / და  გასხვისების ზოლის საზღვრები. მუხლი 9🔗. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტით განსაზღვრული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები 1. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული  ზონებისათვის რეგლამენტით დგინდება: ა) ზონების ტერიტორიებზე განსათავსებლად დასაშვები სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები; ბ) ზონების ტერიტორიებზე  განსათავსებლად დასაშვები ობიექტების  ჩამონათვალი. 2. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი  პარამეტრები უნდა მოიცავდეს: ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან / და მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლეს; გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს. 3. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები შესაძლებელია ასევე მოიცავდეს: ა) მაქსიმალურ მაჩვენებლებს განაშენიანების სართულიანობა/ სიმაღლისათვის ან/ და მოცულობისათვის; ბ) მიწის ნაკვეთის ფართობ(ებ)ის  მინიმალურ და მაქსიმალურ ზომებს; გ) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); დ) განაშენინაების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ე) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას; ვ) განაშენიანების სივრცით-დაგეგმარებითი წყობის პირობებს ( მაგ: შენობების ფასადების ერთი ხაზის გასწვრივ განთავსება, შენობების შეტყუპება, შენობების სიმაღლეების განსაზღვრა, შენობების გადახურვის ტიპის განსაზღვრა და სხვა) ; ზ) სხვა პარამეტრებს, რომელთა მნიშვნელობა და მაჩვენებლები დგინდება  განაშენიანების რეგულირების გეგმით და /ან  სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 10🔗. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი  კ-1 1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება. 2. მიწის ნაკვეთის განაშენიანბის კოეფიციენტი კ-1 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი. 3. იმ შემთხვევში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მიწისპირა სართული, მაშინ კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის შეფარდებით მიწის ნაკვეთის ფართობთან. 4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის: ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი; ბ) დროებითი სამშენებლო ობიექტები; გ) შენობათა გამჭვირვალე წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები,  ,,ზამთრის ბაღები“ და „პასაჟები“. ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად  შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტს. დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის სათბურები. 5. რთული რელიფიების მიწის ნაკვეთებზე ტერასული საცხოვრებელი შენობებისა და მათი კომპლექსების პროექტირება-მშენებლობის შემთხვევაში, არქიტექტურულ გეგმარებითი სპეციფიკიდან გამომდინარე, განაშენიანების კოეფიციენტის კ-1 გამოიყენება კ-1=0,7. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გამწვანების კ-3=0,1 კოეფიციენტის გამოყენების პირობიტ. 6. კ-1 კოეფიციენტი მრგვალდება მეათედის სიზუსტით. მუხლი 11🔗. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა -ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების, აგრეთვე სრულ სართულთან, ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობს. 2. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფციენტი  კ-2 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობის მიწის  ნაკვეთის საერთო ფარდობთან  შეფარდბის მაქსიმალური მაჩვენებელი. 3. შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა  სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობის, აგრეთვე სრულ სართულთან ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი  ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ფართობი, იანგარიშება შესაბამისი სართულის გარე კონტურის ზომებით, აივნებისა და ტერასების ფართობების გამოკლებით. 4. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის, მათ შორის ერკერის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი კ-2 კოეფიციენტის  საანგარიშო ფართობში შედის სრულიად; ბ) არასრული სართულის  იატაკის კონსტრუქციის იატაკის ფართობი კ-2  კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის; გ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს სრულ სართულს,  მაშინ ასეთი მანსარდა კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის1/2-ით; დ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა,  რომელიც წარმოადგენს არასრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შდის; ე) ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის (ზონებში სზ-1 და სზ-2) მანსარდის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის  ზედაპირის  ფართობი არ შედის კ-2-ის საანგარიშო ფართობში; ვ) კიბის უჯრედების იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის; ზ) აივნის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობი კ-2  კოეფიციენტის საანგარიშო  ფართობში  არ შედის; თ) ლოჯიის და ვერანდის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის  ზედაპირის ფართობი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის  ზედაპირის ფართობის ½ -ით; ი) სზ-1-ში კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე შენობა ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების  გარე  კონტურში მოქცეული ზედაპირის  ფართობი; კ) მიწისზედა ავტოფარეხი მიუხედავად მისი სიმაღლისა კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის. 5. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო  ფართობი მრგვალდება მეათედის სიზუსტით. მუხლი 12🔗. მიწის  ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 1. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა,  ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის. 2. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი. 3. კ-3 კოეფიციენტის დამრგვალება შესაძლებელია მეათედი სიზუსტით. მუხლი 13🔗. ფუნქციური ზონები 1. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად); 2. ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის  უფლებრივი ზონირების ზოგად რუკაში. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი ზოგადი ფუნქციური ზონები: ა) სარეკრეაციო ზონა - (რზ); ბ) სატრანსპორტო ზონა - (ტზ); გ) სამრეწველო ზონა - ( ს); დ) სანიტარული ზონა  - ( სანზ). 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები: ა) საცხოვრებელი ზონა 2 – (სზ-2); ბ) საცხოვრებელი ზონა 3 – (სზ-3); გ) საცხოვრებელი ზონა  5 – (სზ-5); დ) საცხოვრებელი ზონა 6 – ( სზ-6); ე) საცხოვრებელი ზონა 1 – (სზ-1); ვ) გარემოს დაცვის ზონა3 (გდზ-3); ზ) საზოგადოებრივ -საქმიანი ზონა 1 – ( სსზ-1); თ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 – (სსზ-2); ი) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3); კ) სამრეწველო ზონა 1 (სდზ-1); ლ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1); მ) სპეციალური ზონა 1 (სპეცზ-1); ნ) სპეციალური ზონა 2 (სპეცზ-2). 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა სხვა ზონები: ა) პერსპექტიული სარეკრეაციო ზონა (რზ); ბ) საცხოვრებელი ზონა რომლის განვითარებაც უნდა მოხდეს გრგს გათვალისწინებით. 6. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი კონკრეტული ფუნქციური ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი რეგლამენტების განსაზღვრისას გადამწყვეტია ის მოთხოვნები, რომლებიც აწესებს უფრო მკაცრ შეზღუდვებს. მუხლი 14🔗. დეტალური ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები 1. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას ( მაგ: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. მიწის ნაკვეთის განაშენიანებული მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,2 2.  სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. ზონისათვის განაშენიანების რეგულირების  გეგმის შესაბამისად დგინდება:   ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,3   ბ) მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) – 0,5   გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 1,0  3. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ–2)      ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი –1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები:      ბ) კოეფიციენტები:     ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–3) – 0,25     ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციეტი (კ–2) – 0,6 დან – 1,3 მდე     ბ.გ.) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,25   4. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ–3)    ა) დაბალი ინტენსივობით საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგნს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი – 1–ით  განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზინალური ნებართვით დაშვებული სახეობები:   ბ) კოეფიცინეტები:   ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,5:   ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–2) – 1,3 – 1,5:    ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,2:   5. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5):   ა) საშუალო ინტესივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი – 1–ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.   ბ) კოეფიციენტები:    ბ.ა)  მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,5.   ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–2) – 1,5–2,0  ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,1.   6. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ – 6):    ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი – 1–ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.   ბ) კოეფიციენტები:   ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,5   ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსოვობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–2) – 2,0 – 2,5   ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,1.  7. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ–1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით) მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვლის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს).  8. სანტრანსპორტო ზონა 2 (ტრ–2) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის, აეროსადგურები, საზღვაო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ სამყოფებს/სათავსებს კანონმდებლობის შესაბამისად.  9. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ–1):  ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა) ; ბ) კოეფიციენტები:   ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,7; ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–2)–3,5; ბ.გ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,1:  გ) შესაძლებელია აგრეთვე ამ წესების დანართი –1–ით განსაზრვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა არაუმეტეს 60%–ის. 10. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ–2):  ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასის სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციები;  ბ) კოეფიციენტები:  ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,7; ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–2) – 3,5 – 5; ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,1;  გ) შესაძლებლია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის ( 25%– მდე), აგრეთვე ამ წესების დანართი –1–ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა.  11. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ–3) : ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშულების ობიექტები;  გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი; დ) კოეფიციენტები: დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ–1) – 0,7; დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ–3) – 0,1. 12. სამრეწველო ზონა 1 (ს–1): ა) სამრეწველო ზონა , სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტი, რომლებიც არ მიმდინარობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს–1) – ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. 13. სანიტარული ზინა (სანზ’), როგორც წესი, წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების ზონას, რომელიც იცავს სხვა ზონას /ებს მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე გააჩნია გარემოს გამჯანსაღებელი ფუნქცია. 14. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ–1) წარმოადგენს  სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები. 15. სპეციალური ზონა 1 – (სპეცზ–1) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან საზღვრებს გარეთ, სადაც დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსები, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო საწარმოო დაწესებულების, აგრეთვე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთასება. 16. სპეციალური ზონა 2 – (სპეცზ–2) წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. მუხლი 15🔗. კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დამცავი ზონები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მიზნით გამოიყოფა კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი კონკრეტული ზონები, რომლებიც ასახვას ჰპოვებს უფლებრივი ზონირების დოკუმეტებში. 2. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები აისახება როგორც უფლებრივი ზონირების დოკუმენტი. 3. უფლებრივი ზონირების დოკუმეტების განხორციელების მიზნით დადგენილია ზონების შემდეგი ძირითადი სახეობები: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები; ბ) გარემოს დამცავი ზონები; 4. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები მოიცავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგ ზონებს: ა) ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო დაცვის ზონას (ისტ–1); ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა (ისტ–2); გ) ისტორიული ლანდშაფტის დამცავ ზონას (ისტ–3); დ) არქეოლოგიური დაცვის ზონას–(ისტ–4); ე) ძეგლის ინდივიდუალური (ფიზიკური) დაცვის ზონა (არეალი) – (ისტ–5); ვ) ძეგლის ვიზუალური დამცავი ზონა (არეალი) – (ისტ–6); 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარემოს დამცავი ზონებია: ა) გარემოს დამცავი ზონა 1 (გდზ–1): ა.ა) ბუნების ძეგლის დამცავი ტერიტორია; ა.ბ) ხორციელდება ბუნების ძეგლის და მისი ტერიტორიის დაცვა; ა.გ) სამშენებლო საქმიანობა ბუნების ძეგლის დამცავ ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ მისი დაცვით ან/და ვიზუალური აღქმის მიზნით. მუხლი 16🔗. კონსტრუქციებით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის (მათ შორის სხვენის არსებობის პირობრებში მანსარდის) დაშენება. 1. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, სახურავის მთელ პერიმეტრზე დამუშავებული პროექტის ფარგლებში ნებადართულია მსუბუქი, თვითმზიდი კონსტრუქციებით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის (მათ შორის სხვენის არსებობის პირობებში მანსარდის) დაშენება. 2. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელბზედაც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობა, უნებართვოთ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, ნებარდართულია ერთიანი პროექტის ფარგლებში ნაკლული ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის მიშენება იერსახის აღდგენის მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება „ პროექტის შემთანხმებელი  და მშენებლობის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/ და  პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესისას და დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 24 ნომბრის №660 ბრძანებულიებით რეგულირებად საკითხებზე. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ  არაუმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში მშენებლობის დაუმთავრებლობის შემთხევაში   მენაშენეს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ამ მუხლში მითითებული მშენებლობის კონსერვაცია დაუშვებელია. მუხლი 17🔗. არსებული ზონების ცვლილების პირობები არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში და შესაბამისად საჭიროებს იგივე პროცედურების გავლას, რაც მათი დამტკიცებისთვის არის საჭირო. მუხლი 18🔗. ქალაქთმშენებლობითი რეგლამენტების დადგენა ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში 1. ჩამოყალიბებული განაშენიანების პირობებში, როდესაც კოკნრეტული მიწის ნაკვეთებისთვის, ამ წესებით განსაზღვრული, რეგლამენტების დასადგენად არ არის აუცილებელი განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება, ქალაქთმშენებლობითი პირობები - რეგლამენტები შეიძლება დადგინდეს: ა) დაგეგმარებითი თვალსაზრისით მოწესრიგებული ტერიტოტიის (მა.: კვარტალის) კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ ასეთი კვარტალის ნაწილს; ბ) მიწის ნაკვეთების პარამეტრის 50 მეტრის გარშემო მდებარე ტერიტორიის კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგობარეობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ დაურეგულირებელი/მოუწესრიგებელი განაშენიანების ნაწილს. (მიწის  ნაკვეთების პარამეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიაში იგულისხმება ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეხებაშია ამ მიწის ნაკვეთ(ებ)ის პარამეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიასთან). 2. ქალაქთმშენებლობითი კვლევის არეალი განისაზღვრება ყველა ცალკეულ შემთხვევაში მშენებლობის  ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს მიერ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების კვლევა მოიცავს: ა) საკვლევი ტერიტორიის აეროფოტო გადაღაებას; ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას; გ) ინფორმაციას საკვლევი ტერიტორიის გამოყენების არსებულ  სახეობაზე; დ) საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით); ე) ინფორმაციას საკვლევი ტერიტორიის გეგმარებითი სტრუქტურის, განაშენიანების სართულიანობის (სიმაღლის) შესახებ; ვ)   საკვლევ ტერიტორიაზე განაშენიანების კოეფიციენტებს; ზ)  საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; თ)  საკვლევ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტებს; ი) საკვლევ ტერიტორიაზე  არსებული სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემებს, რომლებმაც შესაძლია გავლენა მოახდინონ  კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ის  სამშენებლო საქმიანობის მიზნით განვითარებაზე. კ) საკვლევი ტერიტორიის  განვითარების საპროექტო წინადადებას; 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმდებარე ტერიტორიის არსებული განაშენიანების კვლევის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ასეთი მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  შესახებ. მუხლი 19🔗. განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსიურობის კოეფიციენტის ამ წესებით განსაზღვრული მაჩვენებლის გადამეტება 1. განაშენიანების კოეფიცენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლები გადამეტებული შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმების  გადაწყვეტების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)  გადამეტება წონასწორდება ან კომპესირდება გარკვეული ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვასა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო  ინფრასტრუქტურის  მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ)  ამას არ  დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. 2.  ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც  სამშენებლო ნაგებობების სიმაღლის ან სართულიანობის მაჩვენებლის  განსაზღვრის  საფუძველს წარმოადგენს არსებული განაშენიანების შესაბამის პარამეტრებთან გათანაბრება, დასაშვებია ტერიტორიის განაშენიანების  ინტენსივობის ამ რეგლამენტით განსაზღვრული კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის  გადამეტების ამ  წესით განსაზღვრული  წესით  განხილვა (სპეციალური შეთანხმება). 3. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობების  მშენებლობა გამართლებულია  დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული,  აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან  დაკავშირებული  სხვა განსაკუთრებულ  მიზნებთან ( სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი  თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტის  ( ტერიტორიის  განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის  (კ-2)) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება,  შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროექტის,  მშენებლობის ნებართვის  გამცემის შესაბამისი სამსახურის  და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და  განაშენიანების საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სპეციალური ზონალური  შეთანხმებით, გადამეტება დასაშვებია იძულებით შეუსაბამო ობიექტისათვის. ასეთი ტერიტორიისათვის ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შეასაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით, სივრცით და ერთეტიკურ პარამეტრებს. 5. არსებული ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონისათვის, მიწის ნაკვეთზე შენობის განვითარების დროს, დასაშვებია ამ ნაკვეთის ფაქტობრივი გაანგირიშებით განსაზღვრული კოეფიციენტების (კ-1, კ-2) შენარჩუნება, თუ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ,,შეუსაბამო“ უძრავ ობიექტს. 6. სტრუქტურულად ჩამოყალიბებული განაშენიანობის ფარგლებში დასაშვებია 100 კვ.მ-მდე ტერიტორიის (გარდა საცხოვრებელი ფუნქციის მქონე შენობებისა) 100-ით განაშენიანება ყველა სახის სტრუქტურული და ფუნქციური ზონისათვის. 7. მიწის ნაკვეთების 100კვ.მ-ის ფარგლებში განაშენიანება დასაშვებია (ტერიტორიის მაქსიმალური ფართობი, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილი 10კვ.მ-ს მოშენება კონკრეტულ გეგმარებით ზონაში განსაზღვრულია შესაბამისი განაშენიანების კოეფიციენტის (კ1-ის) მიხედვით) ასე მაგალითად: სზ3-ში კ1_0,5, 100.0კვ.მ:0,5=200.0 კვ.მ) და წარმოადგენს იმ ზღვარს, რომლის ზემოთაც 100 კვ.მ და  მეტის მოშენება ნორმატიულად არის შესაძლებელი): ა)  სზ-2-ში - 250 კვ.მ -ის ჩათვლით ბ) სზ3 და სზ5-ში -200 კვ.მ-ის ჩათვლით გ) სზ6-ში 160 კვ.მ-ის ჩათვლით დ) სსზ-1-ში -140 კვ.მ-ის ჩათვლით ე) სსზ 2-ში -120 კვ.მ-ის ჩათვლით ამასთან, ასეთ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო საქმიანობა უნდა ითვალისწინებდეს ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს და არ ეწინააღმდეგობოდეს არსებული გაანგარიშების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს“. 8. საშუალო  ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (სს-1) მაღალი ინტენსივობის მრავალფუნქციური შენობებისათვის (საცხოვრებელი <25% ოფისები) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2=4,6 მინიჭება შესაძლებელია სპეციალური  ზონალური შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 20🔗. სპეციალური ზონალური შეთანხმება 1.  სპეციალური ზონალური შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსიურობის  (კ-2) კოეფიციენტების მაჩვენებლების გაზრდას, აგრეთვე გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებას, რომელნიც ამ წესების მოთხოვნებით სჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. 2.  იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელს სურვილი აქვს გაზარდოს განაშენიანების ან/და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი ან/და უძრავი ობიექტი გამოიყენოს ისეთი სახეობით, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას, მან მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე განცხადებაში უნდა დააფიქსიროს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღების მოთხოვნა; 3.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. 4.  სპეციალურ  (ზონალური) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის  ნებართვის ნებისმიერ სტადიაზე. 5. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით. 6. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე მოსაკრებელი განისაზღვრება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 21🔗. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას  „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია“ ( შემდგომში- კომისია); 2. კომისიის კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს: ა)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ზუგდიდის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა; ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცესების საჯაროობის მიზნით საზოგადოებრივი ინფორმირების სამუშაოებისა და განხილვების ორგანიზება თვითმმართველობის ორგანოს და სხვა შესაბამის სამსახურთან ერთად; გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; დ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად; ე) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) ზუგდიდის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურათა კოორდინაციის წინადადებების შემუშავება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარსადგენად; ზ)  შეუსაბამო უძრავი ობიექტების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხებზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა, დასაბუთებული წინადადებების მომზადება მათი მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ; 3. კომისიის ფუნქცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თავი IV ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსაკუთრებული შემთხვევები და მათი რეგულირება მუხლი 22🔗. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან  შეუსაბამობა 1. უფლებრივი ზონირების დოკუმენტების, როგორც ადგილობრივი სამართლებრივი აქტების, მიღების შემდგომ უფლებრივი ზონირებით მოცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომლებიც არ პასუხობენ ამ წესების მოთხოვნებს, იძენენ ,, შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების იურიდულ სტატუსს, რომელსაც ანიჭებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო. 2. შეუსაბამო უძრავი ობიექტების არსებობა და გამოყენება, როგორც წესი, არ იზღუდება მათი ამ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადით. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც უძრავი ობიექტის ამ წესებთან შეუსაბამობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე  ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტით იკრძალება ან იზღუდება ასეთი ობიქეტების გამოყენება და  ისაზღვრება მათი შესაბამისობაში მოჟვანის ვადა. 3. შეუსაბამო უძრავი ობიექტების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის შეცვლა, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესებისა და უფლებრივი ზონირების სავალდებულო რუკებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით. 4. დაშვებულია ,,შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების ისეთი ექსპლუატაცია (გამოყენება, განვითარება) და რემონტი, რომელიც არ ზრდის შეუსაბამობის არსებულ ხარისხს. 5. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება სხვა მიწის ნაკვეთებს, დაუშვებელია მისი გაფართოება, ხელახალი გამიჯვნა მეზობელი ნაკვეთის ტერიტორიის ხარჯზე, თუ ეს არის დაკავშირებული ნაკვეთის ამ რეგლამენტით განსაზრვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასთან. 6. შეუსაბამო სტატუსის მქონე უძრავი ობიეტების გამოყენებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ქმედება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ქმედების გარდა, საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. მუხლი 23🔗. განაშენიანების წესების მოთხოვნებთან იძულებით შეუსაბამობა 1.    უფლებრივი ზონირების დოკუმენტების, როგორც ადგილობრივი სამართლებრივი აქტების მიღების შემდგომ უფლებრივი ზონირებით მოცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომელთა ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა განპირობებულია ისეთი გარემოებებით (მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ქალაქთმშენებლობითი პირობები, სივრცით-გეგმარებითი და არქიტექტურული მახასიათებელები), რომლებიც გამორიცხავენ მათ შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას, იძენენ „იძულებით შეუსაბამო“ უძრავი ობიექტების სტატუსს. 2.  ასეთი ტერიტორიებისათვის, ამ წესებით განსაზღვრული პირობით, ხდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას, არ უნდა ლახავდეს სხვა მესაკუთრეთა ინტერესებს. და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცით და ესთეტიკურ პარამეტრებს. მუხლი 24🔗. შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანის სტიმულირების ღონისძიებები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც დეტალური გეგმარების დოკუმენტების გადაწყვეტების შესაბამისად ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება განსაზღვრულ ვადაში ცალკეულ შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანა, დედაქალაქის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ კანონმდებლობის საფუძველზე გამოიყენონ ასეთი ცვლილებების სტიმულირების ღონისძიებები, მათ შორის:   ა) დაადგინონ სპეციალური კოეფიციენტები მიწისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების გადასახადისათვის; ბ) გასცენ შეღავათიანი კრედიტრები;  გ) განახორციელონ პირდაპირი და ირიბი პროგრამული სუბსიდირება; დ) დააწესონ კანონმდებლობის შესაბამისად სხვა შეღავათები და მხარდაჭერის ღონისძიებები. 2.   შეუსაბამო უძრავ ობიექტებში ცვლილებების შეტანის სტიმულირების ღონისძიებების გატარებისას, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული დედაქალაქის ისტორიულ და დაბალ ქალაქთმშენებლობით ღირებულებების ზონებში მოქცეულ შეუსაბამო უძრავი ობიექტების ცვლილებების სტიმულირება. მუხლი 25🔗. შეუსაბამო მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა 1. ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისი ფართობით, ფორმითა და ხაზოვანი ზომებით არ შეესაბამება დეტალური გეგმარების დოკუმენტებით ან/და ზონირების რუკებით განსაზღვრულ პირობებს და არსებობს მათი შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ხელახლა გაიმიჯნოს და/ან შეინაცვლოს. 2. მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნის საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმა. 3. მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და კომპენსირებით: ა) საკუთრების უფლებების გადანაწილებით; ბ) ნაკვეთის საზღვრების მოწესრიგებითა და შენაცვლებით; 4. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან ხელახალ გამიჯვნას გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური აღნიშვნებით. 5. ასეთი ნაკვეთებისათვის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, მუშავდება მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნის პროექტი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის საზღვრებს. მუხლი 26🔗. საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესში, ტერიტორიისათვის შესაძლებელია დადგენილ იქნეს საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები. 2. საზოგადოებრივი სერვიტუტი დგინდება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ეფუძნება განაშენიანების რეგულირების გეგმების და ამ წესების მოთხოვნებს თუ ისინი განპირობებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით. 3. კერძო სერვიტუტები შესაძლებელია დადგენილ იქნეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების სხვა ობიექტის შეზღუდული სარგებლობის მიზნით, იმ შემთხვევაში,  როდესაც არ არსებობს სხვა შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) შენობა–ნაგებობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი და ექსპლოატაცია; ბ) საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი და ექსპლოატაცია; გ) ტერიტორიების საინჟინრო მომზადება და დაცვა; დ) მისასვლელის მოწყობა. 4. საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 27🔗. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უპირატესი უფლება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე 1. კერძო  საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს საშუალებას აძლევს, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე შეიძინოს გარკვეული მიწის ნაკვეთები და სხვა უძრავი ქონება.  2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ: ა) ტერიტორიები მოქცეულია არსებული წესით განხილული, შეთანხმებული და დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებით ,,დაფარული“ ტერიტორიის ფარგლებში და ამ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციით მათი გამოყენება ითვალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; ბ) ტერიტორიების დაგეგმარება და განაშენიანება უნდა განხორციელდეს მიზნობრივად, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური და საინჟინრო უსაფრთოების თვალსაზრისით; გ) ტერიტორიები მოქცეულია ოფიციალურად (შესაბამისი საკანონმდებლო და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციით) დადგენილი რეკონსტრუქციისა და ქალაქგანვითარების (პერსპექტიული განაშენიანების) რაიონში; დ) ტერიტორიები მოქცეულია ურბანილი მემკვიდრეობისა და ქალაქის ისტორილი ნაწილის ზონაში; ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაასაბუთებს, რომ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის მოქმედების ფარგლებში მოქცეული გაუნაშენებელი ტერიტორიების განაშენიანება აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. 3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპირატესი შესყიდვის უფლების მოსაპოვებლად აუცილებლად უნდა განსაზღვროს და უნდა დაასაბუთოს მიწის ნაკვეთის გამოყენების მიზნები და შესაძლებლობები. 4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ტერიტორიების წინასწარი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხავევებში, რომლებიც დოკუმენტალურად დადასტურებულია და გამომდინარეობს საზოგადოებრივი ინტერესებიდან. თავი V მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა–ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა მუხლი 28🔗. სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების  პირობების მიზნები 1.  მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის მიზანია: ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა; ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სამეზობლო საზღვრამდე მანძილებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა; გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობების მაქსიმალური დასაშვებ სიმაღლე(ებ)სა და ამ შენობ(ებ)იდან მომიჯნავე ქუჩებთან ან/და სხვა საზოგადოებრივ სივცეებთან ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა; 2. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიენების რეგულირების გეგმებით კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება. 3. განაშენიანების რეგულირების გეგმით, ამ წესებით განსაზღვრული საცხოვრებელი და საზოგადებრივ–საქმიანი ზონებისათვის, შესაძლებელია დადგინდეს ამ თავის 35–ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული Y–ის განსხავებული მნიშვენლობები. 4. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება ნაგებობებზე, მათ შორის: ა) ანძებსა და კოშკებზე ბ) აეროპორტის, საზღვაო პორტის და რკინიგზის ნაგებობებზე გ) საჰაერო საბაგირო გზების ნაგებობებზე დ) ჰიდრო, თბო და ატომურ ელექტროსადგურებზე; აგრეთვე ელექტროქვესადგურებზე; ე) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი აირის საცავებზე, ტერმინალებზე; ვ) ნაპირსამაგრ ხაზოვან და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟირნო ნაგებობებზე. ზ) მონუმენტებზე; 5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები უნდა განისაზღვროს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 6. თუ შენობები აშენებულია წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე, ამ თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამ თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა. 7. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც წინამდებარე წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება. 8. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. მუხლი 29🔗. სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსება 1.  თავისი მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის ორი სახის; ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (მათ შორის ჩიხს) ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. 2. ამ თავის მიზნებისათვის, მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 150 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს. 3. შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წამოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის 0–დან 45 გრადუსის ჩათვილით კუთხეს. 4. მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. 5. სამშენებლო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვრებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო. 6. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად, ყველა კონკრეტული შემთხვევებისათვის დგინდება ქალაქგეგმარებითი პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის გადაწვეტების საფუძველზე. 7. ცალკეულ გეგმარებით შემთხვევებში აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელსაც აქვს ერთამნეთის მოპირდაპირე, (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები ან/და მხოლოდ ერთი მხრიდან სამეზობლო საზღვარი, მაშინ მასზე შენობის განთავსებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს განსაზღვრა არ ხდება. 8. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე–11 და მე–12 პუნქტების შესაბამისად სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი). 9. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადიებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან  წითელი ხაზები უნდა დადგინდეს 3,0 მეტრ მანძილზე. 10 . იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ორ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან  წითელი ხაზები უნდა დადგინდეს 3,0 მეტრ მანძილზე  ურთიერთგადაკვეთამდე. 11. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის კონტურის გამო არ ხერხდება ამ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივის საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრის გამოყოფა და აქიდან გამომდინარე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დასადგენად ვერ ხერხდება წითელი ხაზ(ებ)ის დადგენა, მაშინ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უდა მოხდეს ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად. 12. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობები. 13. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია შენობის განთავსება, ისე რომ დაცული იქნას ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ, რომელთა უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული. 14. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი  ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3 მეტრზე მანძილით არის დაოშორებული. 15. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე გარდა მე-18; მე-19 და მე-20 პუნქტებში მოცემული შემთხვევებისა. 16. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი და ერკერი, თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი (რომელზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული) სამეზობლოს საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსამდე კუთხეს და სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია არანაკლებ 0.6 მეტრით. 17. სამეზობლო საზღვარზე ცეცხლგამძლე ყრუ საზიარო ღობის ან მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მიჯნის ზონაში, ცეცხლგამძლე ყრუ ღობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მიჯნის ზონაში მდებარე შენობის კედელში ფანჯრის, კარის ან სხვა ღიან ნაწილების მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0.6 მეტრით დაბლა. ასეთი კედლის დემონტაჟის შემთახვევაში თუ არ მოხდება მისი აღდგენა გუნივრულ ვადაში, მაშინ მიჯნის ზონაში არსებული ღია ნაწილები უნდა შეივსოს არაწვადი სამშენებლო მასალით. 18. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოწყობილია კარი, ფანჯარა და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, მაშინ სამეზობლოს საზღვარისა და შენობის ორ უახლოეს წერტილს შორის დაშორებაში მხედველობაში არ მიიღება შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს 1.2 მეტრამდე გამოწეული შენობის ისეთი ნაწილები, როგორიცაა; აივანი, ერკერი, შენობაში შესასვლელი კიბე(ებ)ი, მათი გადახურვები და სხვა მსგავსი არქიტექტურულ –კონსტრუქციული ნაწილები, ამასთანავე ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლოს საზღვრამდე მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.8 მეტრს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არქიტექტურული-კონსტრუქციული ნაწილების გამოწევა 1.2 მეტრზე მეტია, მაშინ შენობის სამეზობლო საზრვრამდე მანძილი განისაზღვრება სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყისა და ამ ნაწილების უახლოეს წერტილებს შორის მანძილით. 19. თუ შენობის საანგარიშო სიმაღლე არ აღემატება 7.5 მეტრს, მაშინ შენობის სამეზობლოს საზღვრიდან 3.0 მეტრის დაშორების შემთხვევაში საანგარიშო ზედაპირზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და სხვა ღია ნაწილები. 3.0–დან 7.5 მეტრით დაშორების შემთხვევაში შესაძლებელია კარი, ფანჯარა, სამტრედე და სხვა ღია ნაწილები მოეწყოს შენობის გვერდითი ფასადების საანგარიშო ზედაპირზე. დანარჩენ შემთხვევაში ღიობები შეიძლება გამოიჭრას 7.5 მეტრის შემდეგ. 20. სამეზობლოს საზღვრიდან 5 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად  და მოსაპირკეთებლად  წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მეტრზე ნაკლებია. 21. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით ასევე დასაშვებია: ა) დამხმარე შენობა-ნაგებობების (მაგ. შენობა-ნაგებობების შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, გარაჟი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა–ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3.5მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 5.0 მეტრს; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ისეთი დამხმარე შენობა–ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან კეხამდე აღემატება 5.0მეტრს. ამ შემთხვევაში მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები. 22. სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლოს საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი  შენობ(ებ)ის მშენებლობისას. 23. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე შენობ(ები)ა უნდა განთავსდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე. 24. მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად აგებული, არქიტექრურულ-გეგმარებითი და სივრცით-მოცულობითი თავლსაზრისით განუყოფელი, ერთიანი სამშენებლო სისტემა; მუხლი 30🔗. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა 1. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე უნდა განისაზღვროს მისი საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის ან/და უკანა ეზოს მხრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვრება ფორმულით: H=L/Y, სადაც; ა) L წარმოადგენს: ა.ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი საზღვრის (ქუჩის)მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულარულ მანძილს. ა.ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან საზოგადოებრივი სივრცის საპირისპირო საზღვრამდე (კიდემდე) მანძილის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულალურ მანძილს; იმ შემთვევაში როდესაც მიწის ნაკვეთი ესაზღვრება უშუალოდ საზოგადოებრივ სივრცეს ან ქუჩას, რომელიც მეორე მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივ სივრცეს; ა.გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულალურ მანძილს; ა.დ) იმ შემთვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირის ნახევარი ან მეტი წარმოადგენს არაერთგვაროვან სიბრტყეს, მაშინ შესაბამისი საზღვრის მხარეს L განისაზღვრება საზღვრის წამოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე შენობის უახლოესი წერტილიდან შესაბამისად ან ქუჩის სიგანის ნახევრის წამოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე ან საზოგადოებრივუ სივრცის საპირისპირო საზღვრამდე (კიდემდე) მანძილის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყემდე. ა.ე) L–ის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა. ბ) Y წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა: ბ.ა) 0.30 დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის; ბ.ბ) 0.25 სამრეწველო ზონებისათვის; ბ.გ) 0.4 ყველა სხვა ზონისათვის; გ) H შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე; 3. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ერთმანეთის გადამკვეთი ქუჩა ან/და სხვა საზოგადოებრივი სივრცე, შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე იანგარიშება უფრო განიერი ქუჩის ან საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. სიმაღლის ეს მაჩვენებელი აგრეთვე ვრცელდება უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული შენობის საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) იმ ნაწილზეც, რომელიც არ აღემატება უფრო განიერ ქუჩაზე გამავალ საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) სიგრძეს, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა.უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) დანარჩენ ნაწილზე მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვრება მისი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. 4. მიწის ნაკვეთს, რომელსაც გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები, მასზე განთავსებული შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება ასეთი მოპირდაპირე საზოგადოებრივი საზღვრებიდან ცალ–ცალკე მათი მოსაზღვრე ქუჩის ან საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. 5. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მას ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ქუჩა ან სხვა საზოგადოებრივი სივრცე, მაშინ შენობის მაქსიმალური სიმაღლე საზოგადოებრივი საზღვრების მხარეებიდან განისაზღვრება უფრო განიერი ქუჩიდან ან სხვა საზოგადოებრივი სივრციდან, მხოლოდ საზოგადოებრივ შენობასთან მიმართებაში. 6. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მასზე განთავსებული შენობის უკანა ეზოს მხარეს მდებარე საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყეს შორის პერპენდიკულალური დაშორება აღემატება 10 მეტრს, მაშინ შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მხრიდან. 7. შენობათა საანგარიშო სიმაღლეების განსაზრვრისას, შენობის ფასადის სიმაღლე, ქანობიანი სახურავის შემთავევაში მოიცავს კედლის სიმაღლეს სახურავის საანგარიშო კიდემდე, დამატებული: ა) ქანობის მხრიდან: ა.ა) სიმაღლე სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, როცა სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ აღემატება 70 გრადუსს. ა.ბ) სიმაღლის ერთი მესამედი სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, თუ სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ შეადგენ 45 გრადუსიდან 70 გრადუსის ჩათვლით. ბ) ფრონტონის მხრიდან: ბ.ა) სიმაღლე სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, როცა სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ 140 გრადუსზე მეტია. ბ.ბ) სიმაღლე სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, როცა სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ არის 90 გრადუსიდან 140 გრადუსის ჩათვლით. 8. იმ შემთვევაში, როდესაც შესაბამისი ფასადის მხარეს გამომავალი სამტრედეების და სახურავის სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების ჯამური სიგანე წარმოადგენს ამავე ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიგანის ½ ზე მეტს, მაშინ შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლის განსაზღვრისას ფასადის საანგარიშო ზედაპირის საშუალო სიმაღლეს ემატება შესაბამისი ფასადის მხარეს გამომავალი სამტრედეების და სახურავის სხვა მსგავსი მოცულობითი ელემენტების სიმაღლე. 9. ისტორიული დაცვის ზონებში, თუ გადამეტებულია ამ წესების საფუძველზე დადგენილი სიმაღლეების განსაზღვრასთან დაკავშირებული მოთხოვნები მაშინ საკითხს განიხილავს ,,დასახლებათა ტერიტორიების არქიტექტურულ გეგმარებითი საკითხთა კომისია“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე.  მუხლი 31🔗. ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა 1. ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე რამდენიმე სხვადასხვა შენობის დაგეგმარების შემთხვევაში, ტერიტორიაზე მათი განთავსება და სიმაღლეების განსაზღვრა ხორცილედება განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.  2. ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების შემთხვევაში, ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები ხორციელდება ამავე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, წარმოსახვითი სამეზობლო საზღვრ(ებ)ის დადგენის საფუძვლეზე (ანუ ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ისე უნდა განთავსდეს ერთზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, როგორც ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად ერთმანეთის მომიჯნავე სხვადასხვა სამშენებლო მიწის ნაკვეთზეა ერთმანეთის მიმართ განთავსებული). მუხლი 32🔗. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არტქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ისეთი შეჭრა, რომელიც არ საჭიროებს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის მესაკუთრესთან შეთანხმებას 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ სივრცეებში ისეთ შეჭრაზე, რომელიც არ საჭიროებს საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის მესაკუთრესთან შეთანხმებას. 2. დაუშვებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის, ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში, გრუნტის ზედაპირიდან 2,7 მ–მდე სიმაღლეზე: ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 0,3 მ–ზე მეტად; ბ)სხვა არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0,3 მ–ზე მეტად; გ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში), შეჭრა 0,6 მ–ზე მეტად; ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ფანჯრამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე–ნარგავები,გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასასვლელის სიგანე არის მინიმუმ 0,8 მ; 3. დაუშვებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2,7 მ–ზე მეტ სიმაღლეზე; ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 1,4 მ–ზე მეტად; ბ) აივნებისა და ერკერების მიახლოება ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვით სიბრტყემდე 0,8 მ–ზე მეტად; გ) ფასადის არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი გადმოწევა 0,3 მ–ზე მეტად; დ) შენობის დამამთავრებელი კარნიზების და სახურავის არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი გადმოწევა 1,4 მ–ზე მეტად. 4. შენობის წვიმის წყლის სარინებლების წყლის გამოსასვლელი არ უნდა იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში ქუჩის ტროტუარის სიბრტყიდან 0,3 მ–ზე მეტ სიმაღლეზე და არ უნდა იყოს ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხარეს არსებული საზოგადოებრივი საზღვრიდან ტროტუარზე 0,3 მ–ზე მეტი მანძილით შეჭრილი, როდესაც ის განთავსებულია გრუნტის ზედაპირის ზემოთ. 5. შენობაზე მიმაგრებული ნიშნები და აბრები შესაძლებელია იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2,7 მ–ზე მაღლა სიმაღლეზე, მაგრამ ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ ნიშნებამდე და აბრებამდე უნდა იყოს მინიმუმ 0.8 მ. 6. სამშენებლო მიწის ნაკვეთიდან, რომელიც ესაზღვრება ისეთ ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, რომელთაც არ გააჩნიათ ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ტროტუარი, გრუნტის ზედაპირიდან 4.5 მ. სიმაღლემდე დაუშვებელია შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცის მხარეს შეჭრა. 7. მიწის ნაკვეთი, რომელიც ესაზღვრება ისეთ ქუჩას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობისათვის, ასეთ შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთიდან დაუშვებელია: ა) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცეში შეჭრა 0.3 მ–ზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა ან/და საზოგადოებრივი სივრცე არის 3.0 მ. ან ნაკლები; ბ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცის მხარეს შენობა–ნაგებობის და ტროტუარის გადაკვეთის წერტილიდან 4.5 მ–მდე სიმაღლეზე, საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა 0.3 მ–ზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა 3.0 მ–ზე მეტი; გ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცეში შეჭრა შენობის და ტროტუარის გადაკვეთის წერტილიდან 4,5 მ–ზე მეტ სიმაღლეზე, საზოგადოებრივი საზღვრის გარეთ 0.5 მ–ზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა არის 3.0 მ–ზე მეტი. მუხლი 33🔗. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეებში ისეთი შეჭრა, რომელიც საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის  მესაკუთრესთან შეთანხმებას 1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ სივრცეებში ისეთ შეჭრაზე, რომელიც საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრესთან (ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან) შეთანხმებას და ხელშეკრულების  საფუძველზე საზოგადოებრივი ტერიტორიით/სივრცით სარგებლობის უფლების მიღებას. 2.  დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში შესასვლელი კიბეების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან ისეთ მიწისპირა სართულამდე, რომლის იატაკის ზედაპირი მდებარეობს გრუნტის ზედაპირს ზემოთ ან პირველ მიწისზედა სართულამდე, მაგრამ არაუმეტეს 1.5 მეტრ სიმაღლემდე,  ამასთანავე ტროტუარის კიდის  ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან კიბეებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მ. 3. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში ჩასასვლელი კიბეების და ბუნებრივი განათების მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან 1.5 მეტრ სიღრმემდე, ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი  სიბრტყიდან  კიბეებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე  უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მ; 4. ვენტილაციისა და განათების მიზნით დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობის ნაწილების, ბუნებრივი (ხე–ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების  ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან, აგრეთვე მიწისქვეშა საინჟინრო ქსელებისაგან თავისუფალი ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან ქვემოთ 1.4 მ–დე შეჭრა. 5. დასაშვებია სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და     არიტექტურული  დეტალების ქეჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ–დან 4.5 სიმაღლეზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების შეჭრა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საყრდენი სვეტების მოწყობა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ტროტუარის ფუნქციონირებას. ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვით სიბრტყიდან ასეთ არქიტექტურულ ნაწილებამდე, მათ შორის საყრდენ სვეტებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე–ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 0.8 მ. მუხლი 34🔗. საზიარო კედლის/ღობის განთავსება სამეზობლო საზღვარზე და ღობის   მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრა 1.  სამეზობლო საზღვარზე საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასეთების არ არსებობის შემთხვევაში საპროექტო გადაწყვეტის შესაბამისად. 2. საზიარო კედელი/ღობე უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებულ (შეწყვილებულ) შენობათა მშენებლობის  შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასაშენებელი შენობ(ებ)ის მდგრადობის მოთხოვნები. 3. საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს. 4. თუ ერთ–ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს საზიარო კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ეს ნაწილი უნდა აშენდეს ამ ნაკვეთის ფარგლებში. 5. საზიარო კედლის საძირკვლის მშენებლობისას ერთ–ერთმა მეზობელმა შეიძლება მოითხოვოს საზიარო კედლისათვის ისეთი საძირკვლის მოწყობა, რომელიც მის მიერ გამოყენებული იქნება შემდგომი მშენებლობისათვის. ეს უკანასკნელი ვალდებულია აანაზღაუროს საძირკვლის მოწყობის დამატებითი სამუშაოების ღირებულება. 6. საზიარო კედლის/ღობის გამოყენებისას გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად. 7. შენობის რეკონსტრუქციისას, მეზობლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია საზიარო კედლის/ღობის დანგრევა კანონმდებლობის დაცვით. 8. სამშენებლო მიწის ნაკვეთის თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს თავის მხარეს გაამაგროს საზიარო კედელი/ღობე კანონმდებლობის დაცვით. 9. თუ ორი სამეზობლო კედლის შეერთებისას, ერთ–ერთ მეზობელს თავისი შენობისათვის სჭირდება საძირკვლის მეტი ჩაღრმავება, ვიდრე არსებული კედლის საძირკველია, მაშინ კანონმდებლობის დაცვით მას უფლება აქვს თავისი კედლის საძირკველი ჩააღრმავოს საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ ნიშნულამდე, ისე რომ ამით ზიანი არ მიაყენოს უკვე არსებულ კედელს. 10. თუ საძირკვლის ჩაღრმავებისას დაზიანდა არსებული შენობის კედელი ან საძირკველი და დადგინდა, რომ ეს გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობით, მაშინ დაზიანებული საძირკვლის კედლის აღდგენა–გამაგრება ეკისრება მეზობელს, რომელიც ახორციელებს ასეთ მშენებლობას.  მიწის ნაკვეთის საზღვრებში შესაბამისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია განთავსდეს ღობე, რომლის სიმაღლეც არ უნდა არემატებოდეს 2.2 მეტრს. 2.2 მეტრზე მეტი სიმაღლის ღობის განთავსება  დასაშვებია მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 35🔗. მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენება ატმოსფერული ნალექების გადასაყვანად და ძირითად საინჟინრო–კომუნალურ ქსელებთან მისაერთებლად. 1. სამშენებლო მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან: ა) მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები; ბ) ქუჩაზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექებმა არ უნდა მიაყენონ ზიანი ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და მესამე პირებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირობები არ ეხება რუს, ღელეს, მდინარეს და საერთო მოხმარების არხს. 3. როდესაც რელიეფის გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელება, მეზობელი ვალდებულია თავის ნაკვეთზე გაატაროს მეზობლის ნაკვეთიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექები. 4.  სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში. 5. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალება, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მეზობლის საინჟინრო–კომუნალური ქსელების საკუთარ მიწის ნაკვეთზე გატარებას ძირითად საინჟინრო–კომუნალურ ქსელებთან მიერთების მიზნით. 6. მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე საინჟინრო–კომუნალური ქსელების გატარების შესახებ მეზობელი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული ერთი თვით ადრე, გარდა ამისა ასეთი სამუშაოების წარმოების საშუალებას უნდა იძლეოდეს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი (არ უნდა შეეხოს მრავალწლიან ნარგავებს და არსებულ შენობა–ნაგებობებს). იმ  შემთხვევაში  თუ დათესილია ერთწლიანი კულტურები, აღნიშნული სამუშაო უნდა შესრულდეს მოსავლის აღების ან კომპენსაციის გადახდის შემდეგ. სამუშაოების დასრულებისას პირვანდელ მდგომარეობაში უნდა იქნეს მოყვანილი ის ტერიტორია, სადაც გატარდა საინჟინრო–კომუნალური ქსელები. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელდეს ასევე მეზობლის მიწის ნაკვეთში უკვე გატარებული საინჟინრო–კომუნალური ქსელის შეკეთებაზე ან რეკონსტრუქციაზე. 8.  მიწის ნაკვეთში გატარებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი საინჟინრო–კომუნალური ქსელები არ შეიძლება ჩაითვალოს დაბრკოლებად მომავალში ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისათვის. ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებამდე ქსელი უნდა იქნეს გადატანილი მოთხოვნისთანავე. მუხლი 36🔗. საცხოვრებელ ზონებში სატრანსპორტო საშუალებების შენახვა 1. საცხოვრებელ ზონაში მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ობიექტების სამშენებლო განვითარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი ავტოსადგომი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე. 2. საცხოვრებელი ზონების ცალკეულ ქვეზონებში სატრანსპორტო საშუალებების შენახვის რეკომენდირებული სახეობაა ავტოსადგომი რელიეფის გამოყენებით (მიწისქვეშა ავტოსადგომები). 3.  სისტემურად მოწყობილ (ჩამოყალიბებულ) ავტოფარეხებს შორის დარჩენილი ცარიელი სივრცე შესაძლებელია შეივსოს მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობით. დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც  დროებითი შენობა-ნაგებობა თვითმმართველი ერთეულის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს. დანართი N2 ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების  ჩამონათვალი 1. საცხოვრებელი ზონა 2 (სზ–2):  1 განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთ-ბინიანი საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობაა); – ბაღი; – სკვერი; – საოჯახე საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო); – ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; – ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; – საბავშვო და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; – დაწყებითი სკოლა; – საჯარო სკოლა; – ღია საცურაო აუზი; – სპორტული მოედანი; – ამბულატორია; – აფთიაქი; – კლუბი ( მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); – პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; – საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები; – ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – პარკი; – ბულვარი; – განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; – პოლიკლინიკა; – ბარი; – კაფე; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები, დროებითი პავილიონი; – ბანკის ფილიალი, განყოფილება; – კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; – ოფისი და კანტორა; – საერთო სარგებლობის და ავტოსადგომი; – საკულტო შენობები და ნაგებობები; 2. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3); დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების ძირითადი დასაშვები სახეობები: – ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); – განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); – ბაღი; – სკვერი; – საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო); – საბავშვო მოედნები; – საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო); – ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; – ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; – საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – ღია საცურაო აუზი; – სპორტული მოედანი; – ამბულატორია; – აფთიაქი; – კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისთვის); – პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; – საოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; – ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – პარკი; – ბულვარი; – პოლიკლინიკა; – ბარი; – კაფე; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიქტი; – ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; – ბანკის ფილიალი, განყოფილება; – სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი; – ოფისი და კანტორა; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; – საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი; – საკულტო შენობები და ნაგებობები; 3. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5);  1. საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა. ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – ინდივიდუალური და განაშენიანების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა); – პარკი, – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – საბავშვო მოედანი; – ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; – საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – პოლიკლინიკა; – ამბულატორია; – აფთიაქი; – სპორტული დარბაზი; – ღია საცურაო აუზი; – სპორტული მოედანი; – კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის); – კინოთეატრი; – საინფორმაციო ცენტრი; – საგამოფენო დარბაზი; – პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; – სამრეწველო საქონლის მაღაზია; – სასურსათო მაღაზია; – უნივერსალური მაღაზია; – ბარი; – კაფე; – სწრაფი კვების ობიექტი; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; – ბანკის ფილიალი, განყოფილება; – იურიდული კონსულტაცია; – სანოტარო კანტორა; – ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი; – საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი; – კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; – ოფისი და კანტორა. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; – ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა; – მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; – საავადმყოფო; – საცურაო აუზი; – თეატრი; – საქალაქო ბიბლიოთეკა; – არქივი; – მუზეუმი; – საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; – რესტორანი; – კიოსკი, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; – ბანკი; – მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; – სასამართლო; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – სახანძრო დეპო; – სასტუმრო; – საზოგადოებრივი ტუალეტი; – ავტოგასამართი სადგური; – საკულტო შენობები და ნაგებობები; 4. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6);  1. მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ა) ტერიტორიებისა გამოყენების და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა); – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – საბავშვო მოედანი; – ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; – საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; – პოლიკლინიკა; – ამბულატორის; – აფთიაქი; – სპორტული დარბაზი; – საცურაო აუზი; – სპორტული მოედანი; – კლუბი; – კინოთეატრი; – საქალაქო ბიბლიოთეკა; – საინფორმაციო ცენტრი; – საგამოფენო დარბაზი; – პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; – სამრეწველო საქონლის მაღაზია; – სასურსათო მაღაზია; – უნივერსალური მაღაზია; – ბარი; – კაფე; – სწრაფი კვების ობიექტი; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – ოფისი და კანტორა; – საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; – ბანკების ფილიალი, განყოფილება; – იურიდიული კონსულტაცია; – სანოტარო კანტორა; – ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; – საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; – საავადმყოფო; – უმაღლესი სასწავლებელი; – სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური; – თეატრი; – არქივი; – მუზეუმი; – საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; – რესტორანი; – კიოსკი, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობის და მომსახურებისათვის; – ბანკი; – მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; – ოფისი და კანტორა; – სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; – სასამართლო; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – სახანძრო დეპო; – სასტუმრო; – საზოგადოებრივი ტუალეტი; – ავტოგასამართი სადგური; – კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები; – საკულტო შენობები და ნაგებოები. 5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა); ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეოებები: – მრავალფუნქციური შენობა (რომელშიც დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა); – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – საბავშვო მოედანი; – საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება; – უმაღლესი სასწავლებელი; – პოლიკლინიკა; – ამბულატორია; – აფთიაქი; – სპორტული აუზი; – კლუბი; – კინოთეატრი; – თეატრი; – საქალაქო ბიბლიოთეკა; – არქივი; – საინფორმაციო ცენტრი; – მუზეუმი; – საგამოფენო დარბაზი; – საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; – სამრეწველო საქონლის მაღაზია; – სასურსათო მაღაზია; – უნივერსალური მაღაზია და სავაჭრო ცენტრი; – ბარი; – კაფე; – რესტორანი; – სწრაფი კვების ობიექტი; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები; – ბანკის ფილიალი, განყოფიელება; – ბანკი; – მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; – ოფისი და კანტორა; – სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია; – სასამართლო; – იურიდიული კონსულტაცია; – სანოტარო კანტორა; – სასტუმრო; – ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჯი. ბ) ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლების საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – საავადმყოფო; – სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური; – ღია საცურაო აუზი; – სპორტული მოედანი; – საკონცერტო დარბაზი; – უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; – კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; – სავაჭრო ცენტრი; – კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვს; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – სახანძრო დეპო; – საზოგადოებრივი ტუალეტი; – რკინიგზის სადგური; – ავტოსადგური; – აეროსადგური; – ავტოგასამართი სადგური; – კომუნალური და საინჟირო ტექნიკური ობიექტები; – საკულტო შენობები და ნაგებობები. 6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის, კარკასი, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით: ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); – განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – აფთიაქი; – კლუბი; – კინოთეატრი; – თეატრი; – საკონცერტო დარბაზი; – უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; – საქალაქო ბიბლიოთეკა; – არქივი; – საინფორმაციო ცენტრი; – მუზეუმი; – საგამოფენო დარბაზი; – საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; – უნივერსალური მაღაზია; – სავაჭრო ცენტრი; – ბარი; – კაფე; – რესტორანი; – სწრაფი კვების ობიექტი; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; – ბანკის ფილიალი, განყოფილება; – ბანკი; – მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; – ოფისი და კანტორა; – სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; – სასამართლო; – იურიდიული კონსულტაცია; – სანოტარო კანტორა; – სასტუმრო; – ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; – ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჯი; – საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომელბიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; – უმაღლესი სასწავლებელი; – პოლიკლინიკა; – კაზინო, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – აეროსადგური; – ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვესა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; – კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; – საკულტო შენობები და ნაგებობები; 7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3):  1. განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანუშნულების ფუნქციებით: ა) ტერიტოეიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); – განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლი (არადომინირებული სახეობა); – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – აფთიაქი; – კლუბი; – კინოთეატრი; – თეატრი; – საკონცერტო დარბაზი; – უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; – საქალაქო ბიბლიოთეკა; – არქივი; – საინფორმაციო ცენტრი; – მუზეუმი; – საგამოფენო დარბაზი; – საცეკვაო დარბზი-დისკოთეკა; – უნივერსალური მაღაზია; – სავაჭრო ცენტრი; – ბარი; – კაფე; – რესტორანი; – სწრაფი კვბის ობიექტი; – საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; – საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; – ბანკის ფილიალი, განყოფილება; – ბანკი; – მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; – ოფისი და კანტორა; – სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; – სასამართლო; – იურიდიული კონსულტაცია; – სანოტარო კანტორა; – სასტუმრო; – ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; – ღია ავტოსადგომი და ჩაშენბული გარაჟი; – საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – დაწყებითი სკოლა; – საშუალო სკოლა; – საშუალო პროფესიულ-ტექნიკური დაწესებულება; – უმაღლესი სასწავლებელი; – პოლიკლინიკა; – კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; – კიოსკი, დროებითი პავილიონი საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; – პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; – აეროსადგური; – ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვესა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; – კომუნალური საინჟინრო და ტექნიკური ობიექტი; – საკულტო შენობები და ნაგებობები. 8. სარეკრეაციო ზონა (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – დეკორატიული გაფორმების ობიექტი; – მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; – სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; – სპორტული მოედანი; – პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; – სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი; – ატრაქციონი; – საწყ ლოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი); – საზოგადოებრივი ტუალეტი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; – სასტუმრო; – სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი); – სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საურაო აუზები); – სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ. ; – ზოოპარკი; – კაფე, რესტორანი; – სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები; – სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები; – საკულტო შენობები და ნაგებობები; – ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები. 9. სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ და (p) სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება. ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები; – ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: – პარკი; – ბაღი; – სკვერი; – ბულვარი; – მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა; – სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი; – სპორტული მოედანი; – პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი; – სავაჭრო ჯიხურები, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი; – საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი ელინგი); – დასასვენებელი სახლი; – დასვენების ბანაკი და ბაზა; – სანატორიუმი; – სასტუმრო; – საზოგადოებრივი ტუალეტი: ბ) ტერიტორეიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომელბიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: – ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; – სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი); – მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი; – საავადმყოფო; – პოლიკლინიკა; – ამბულატორია; – სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები); – ატრაქციონი; – კაფე, რესტორანი; – სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყოებები; – საკულტო შენობები ნაგებობები. 10. სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე მხოლოდ საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება, ასევე დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციურ ზონებში: ა) სარეკრეაციო ზონა 1 –(რზ-1): ბ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2 – (სდზ-2): გ) სპეციალური ზონა - სპეცზ); დ) საცხოვრებელი ზონებში; ე) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3); ვ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1); ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 – ( სდზ-1_; თ) სატრანსპორტო ზონა - (ტზ); პ) სანიტარიული ზონა - (სანზ):