ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.01.2014
ძალის დაკარგვა 20.01.2015
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2014 წლის 17 იანვარი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანილი კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
ქ. ტყიბულში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN= IMG X ITL X C X K, სადაც
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2. IMG არის ქ. ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.43-ს;
3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც შეადგენს:
ა) ცენტრალური ზონისათვის -1,3-ს;
ბ) შუალედური ზონისათვის -1-ს;
გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7-ს;
4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.
5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით.
მუხლი 2🔗
პირეველი მუხლის მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამისად ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6.708 ლარით.
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს 1-ით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით.
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და შესაბამისად პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3.612 ლარით.
მუხლი 3🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის:
სოფელ - გელათში და მოწამეთაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300%-ის და შესაბამისიდ 15,48 ლარის ოდენობით.
სოფელ - ორპირში და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200%-ის და შესაბამისიდ 10.32 ლარის ოდენობით.
სოფელ - საწირეში და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70%-ის და შესაბამისიდ 3.612 ლარის ოდენობით.
სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის და შესაბამისიდ 1.548 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის და შესაბამისიდ 1.29 ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის და შესაბამისიდ 2.58 ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ობოლაძეს.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე