📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 040170070.35.166.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 472 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2014 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ                    გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2014 წლის 17 იანვარი ქ. გურჯაანი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ' ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე  ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების  შესაბამისად,                                            გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებული იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების)  გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ' გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 23 იანვრის  №9 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი                                                                                                             დანართი №1                         ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗     საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:        ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;        ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;        გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;        დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 2🔗  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%. მუხლი 3🔗     ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:      ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;       ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%. მუხლი 4🔗      სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:      ა) სათიბებზე - 20 ლარს;      ბ) საძოვრებზე - 16 ლარს;      გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე - 87 ლარს;      დ) ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:           დ.ა) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) _ 20 ლარს;           დ.ბ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) _ 16 ლარს;           დ.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) _ 43 ლარს.  მუხლი 5🔗      ამ  დადგენილების  მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე           არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის   ტერიტორიული  კოეფიციენტი შეადგენს_     0.45 ლარს. მუხლი 6🔗     არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების   მიწაზე   ქონების  გადასახადი   (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ   დადგენილების  მე-5   მუხლში  მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე  _  0,24 ლარი)  წელიწადში შეადგენს  0.108 ლარს. მუხლი 7🔗      ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 8🔗 1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. 2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.".