გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.01.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2014 წლის 17 იანვარი
ქ.გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-li პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1.1. ცენტრალური ზონა - 1,68 ლარი;
1.2. შუალედური ზონა - 1,3 ლარი;
1.3. პერიფერიული ზონა - 0,9 ლარი.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის სოფლებში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 0,65 ლარს.
მუხლი 3🔗
დასახლებათა შორის არეალებში მიწის საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისთვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 25%–ით, rac შეადგენს 0,33 ლარს.
მუხლი 4🔗
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცებიოს შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული საიჯარო ქირა განისაზღვროს ქ. გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ით, რაც შეადგენს 0,65 ლარს.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №10 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი