აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №187-ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2014
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დადგენილება ქ. თბილისი 2014 წლის 16 იანვარი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. 2014 წლის 20 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახური (შემდეგში - უფლებების დაცვის სამსახური). 2. შეიქმნას უფლებების დაცვის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: რევაზ გერგედავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ჯემალ ლეთოდიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე; ბესარიონ დანელია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; ნინო ღამბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშსწორების სამსახურის უფროსი - მთავარი ბუღალტერი; თამაზ სანიკიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი. 3. კომისიამ, უფლებების დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით, 2014 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, უფლებების დაცვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.    4. 2014 წლის 20 თებერვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 7 თებერვლის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო დამცველის აპარატის რეორგანიზაციის შესახებ“. 5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                           ე. გვაზავა თბილისი 16.01.2014 წ. №187-ს