სს „მარგებელის“ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                        შეტყობინება

სააქციო საზოგადოება სს მარგებლის “ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „მარგებლის“ (ს/კ 205283931 ) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრება ს, რომელიც გაიმართება 201 4 წლის 14 თებერვალს , 16:00 საათზე ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, მიწის ნაკვეთი №034/546 (ნაკვეთის ყოფილი ნომერი №204)სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2014წლის 30იანვარი.

 

დღის წესრიგი:

1. სს ,,მარგებლის’’დირექციის ანგარიში 2013წლის წინასწარი   შედეგების შესახებ;

2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევ ის საკითხის განხილვა;

3. დივიდენდების  საკითხის განხილვა;

3. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ :

1.  საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2013წელს გაწეული მუშაობა.

2. მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას შერჩეულ იქნეს კვალიფიციური აუდიტორული კომპანია.

3.სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს 2012 წლის დივიდენდების განაწილების საკითხზე.

4. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2014წლის 4 თებერვლიდან სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

 

დირექტორი                                                       . სვიმონიშვილი