საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგოს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2014
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№79
2014 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ლოგო, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ლოგოს აღწერილობა (ბლაზონი)
მრგვალი ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია „ბოლნური“ წითელი ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია დრაკონის გამგმირავი ოქროსშარავანდედიანი ვერცხლის წმინდა გიორგი. ფარს შემოჰყვება ოქროს არშიაშემოვლებული დევიზის ვერცხლის ბაფთა, რომელზეც დიდი ასოებით ქართულ და ინგლისურ ენებზე ლურჯად აწერია - „სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო“, "STATE SECURITY AGENCY". ქართული წარწერა მოთავსებულია ზემოთ, ინგლისური - ქვემოთ. წარწერებს შორის მოთავსებულია ოთხსხივიანი ლურჯი ვარსკვლავი, რომლის კუთხეებში (მკლავებს შორის) გამოსახულია მცირე ზომის ოთხსხივიანი ლურჯი ვარსკვლავები. დევიზის ბაფთის ოქროს არშიას შემოჰყვება ლურჯი კანტი.