სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2014
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.168.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,485 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2014 წლის 17 იანვარი ქ.სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესი (დანართი #1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი დანართი #1 სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული,  აგრეთვე 1 წელზე მეტი ვადით რეგისტრაციის გარეშე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის და  სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად: ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია  57 000-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი – სტაციონარული და სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა; ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან  200 000-მდე სარეიტინგო ქულა–სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან  სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ სასურველია  მოხდეს სტაციონარში ჩასატარებული სამედიცინო მომსახურეობამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში. მუხლი 2🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, რომლებიც არ იმყოფებიან არცერთ სახელმწიფო პროგრამაში. 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი. 2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე . 4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის ქიმიოთერაპია, ჰორმონო და სხივური თერაპია 300 ლარამდე სრული ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან 2000 ლარამდე 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; ბ)  ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდეს ოპერაციის  ღირებულების  30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა. მუხლი 3🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. ერთჯერად 100 (ასი ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, აგრეთვე 1 წელზე მეტი ვადით რეგისტრაციის გარეშე მუდმივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების  პირადობის მოწმობის ასლები; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში; ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. სტუდენტების დახმარება  1. აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება არაუმეტეს 50%-ის ოდენობით გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან,  სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებელში  და რომელთაც აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 57000-მდე. 2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:  ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის  ან გამგებლის სახელზე;  ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის თანხის ოდენობის და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;  გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მისი ოჯახის  მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 3. თანხა ჩაირიცხება აკრედიტირებული სასწავლებლის ანგარიშზე. მუხლი 5🔗. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა)  სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლებისათვის (ვეტერანთათვის): ა) საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი. ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით; 3. . მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗.    მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან დადაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ. ე) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 2. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ერთჯერადი დახმარება 1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემდეგ კატეგორიებზე: ა)  სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 200 000-მდე  დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით. ბ)  იმ მოქალაქეებზე,რომელებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა; 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე, ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა, დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 9🔗. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ინვალიდთა სოციალური დაცვა. 1. ამ კატეგორიის მოსახლეობის დახმარება მოხდება:         -ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის დაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან ე) ცნობა ექიმისგან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე); 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. მარტოხელა დედების სოციალური დახმარება 1. ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედა, რომელსაც ყავს ერთი ან მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე, ბ) პირადობის მოწმობის ასლი გ) დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის არსებობის შესახებ დ) შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი ე) საბანკო ანგარიში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 12🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს: ა) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პროგრამით და განესაზღვროს დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2000 ლარისა. ბ)  იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ თანხაზე მეტი განესაზღვროს დახმარება არაუმეტეს 2000 ლარისა. მუხლი 13🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომრის  მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, კომისიის ოქმის და კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა 1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან. 2. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება- მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.