,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №5

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1197 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1197  ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/10/2013 სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016213) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.”.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულება”.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ -  მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:

ა) ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება. მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება. დასახული ამოცანების შესრულებისათვის გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,გ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის პრიორიტეტების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და გენერალური შტაბის უფროსისათვის წარდგენა;“;

გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმძღვანელო დოკუმენტების, მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, გენერალური შტაბის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება;“;

დ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,პ) მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

,,1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.“;

ბ)  მე-3 პუნქტის  ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისების ან/და მათ მიმართ დისციპლინალური ზომების გამოყენების შესახებ;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

,,ა)გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მედიკამენტებით, ხარჯვადი სამედიცინო ქონებით, ინვენტარითა და სამედიცინო ტექნიკით მომარაგების კოორდინაცია;“;

ბ)  მე- 6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია