საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2014
ძალის დაკარგვა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,167 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2014 მიღება
19.12.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №2 2014 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის №53 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური  შტაბის (შემდგომ - ,,გენერალური შტაბი”) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - ,,გენერალური შტაბის უფროსი”) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.  3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მონაწილეობა გენერალური შტაბის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამუშაო დღის ორგანიზებაში;  ბ) გენერალური  შტაბის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და  მოადგილეების სამსახურებრივი თათბირების მომზადება, მიღებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა; გ) შემოსული ინფორმაციის ანალიზი, გენერალური შტაბის უფროსის, მისი  პირველი მოადგილისა და მოადგილეების ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების, ანგარიშების, წერილებისა და მოხსენებების მომზადება (კომპეტენციის ფარგლებში);  დ) კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და შესაბამისი საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება; ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; ვ) გენერალური შტაბის დეპარტამენტებისა და სამმართველოების პირად შემადგენლობაზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების სწორი შენახვა და მიღება - გაცემის უზრუნველყოფა; ზ) გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფა; თ) გენერალური შტაბის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღრიცხვა; ადმინისტრაციული შენობების და ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა და შესაბამის ქვედანაყოფებში წარდგენა;   კ) გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების, ასევე ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების ორგანიზება; ლ) შეიარაღებული ძალების ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირება, შესაბამისი საქმისწარმოება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა, ასევე აღნიშნულ  ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.  მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.  3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ ამოცანების შესრულებაზე; გ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას; ე) დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, ტაბელს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნომენკლატურებს, დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერის ფორმებს; ვ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის საქმიანობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ზ) შუამდგომლობს გენერალური შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.  5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო; გ) საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო; დ) იურიდიული განყოფილება;   ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო; ვ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური; ზ) ნატოს ქვერეგისტრი. 2. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია: ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვისა და საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო – სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად ახორციელებს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით” განსაზღვრულ მოთხოვნებს, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და აკონტროლებს ყოველგვარ საიდუმლო სამუშაოთა შესრულებისას, საიდუმლო დოკუმენტებთან და ნაკეთობებთან ურთიერთობისას გასატარებელ ღონისძიებებს. აწარმოებს მის დაქვემდებარებაში არსებულ არქივს და ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები; ბ) არასაიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო _ ახორციელებს არასაიდუმლო საქმისწარმოებას, დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის შვებულებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, აწარმოებს არასაიდუმლო მასალების არქივს. საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები;  გ)  საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველო - ახორციელებს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების საფინანსო უზრუნველყოფას. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით; დ) იურიდიული განყოფილება - ახორციელებს გენერალური შტაბის უფროსისა და მოადგილეების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და ვიზირებას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას კომპეტენციის ფარგლებში; გენერალური  შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;  ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამმართველო - ახორციელებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გენერალური შტაბის მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფას და მათ დროულ და სრულ აღრიცხვას; შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერება-შემოწმებას; საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლს სამეურნეო საქმიანობის კანონიერებასა და დოკუმენტების დროულად გაფორმებაზე; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინვენტარიზაციაში მონაწილეობასა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; დამტკიცებული ფორმით ბუღალტრული ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას და შესაბამის ქვედანაყოფში წარდგენას; ვ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახური   - უზრუნველყოფს გენერალური  შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სპორტული შეჯიბრებების და ვარჯიშების ორგანიზებას და ჩატარებას; ცეცხლსასროლი (სამსახურებრივ-საშტატო) იარაღიდან სროლის კურსებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარებას; კომპეტენციის ფარგლებში სპორტული კომპლექსის მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;  ზ) ნატოს ქვერეგისტრი - უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და წარდგენას, აღნიშნულ  ინფორმაციასთან მუშაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლს; ახორციელებს შესაბამის საქმისწარმოებას; 3. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე  და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;  ვ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. 5. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამის ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.