განჩინება შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/244-10
განჩინება
საქართველოსსახელით
კრედიტორთა კრების მოწვევისშესახებ
201 4 წლი ს 1 0 იანვარი
ქ.თბილისი
თბილისისსაქალაქოსასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლებესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოვალის გაკოტრების ანგარიშით მიმართა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების მმართველმა _ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. ის განმარტავს, რომ სამეურვეო ქონება გასხვისდა აუქციონის გზით. ამასთან, გაკოტრების მმართველი ანგარიშში ასახავს გაკოტრების მასის რელიზაციის გზით მიღებული თანხის განაწილების სქემას. წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის თანახმად გაკოტრების მმართველი მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების საქმის წარმოება და შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განმარტავს იმ სავალდებულო პროცედურის არსს, რომლის განხორციელებითაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და ის გასაცნობად წარედგინება კრედიტორებსა და სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის გაკოტრების ანგარიშის განხილვის თაობაზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.
მოწვეულ იქნეს შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს”
(ს/კ 205086413) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2014 წლის 23 იანვარი, 14 (თოთხმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივნის მე-12 კილომეტრი №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №23.
3. შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების მმართველს აღსრულების ეროვნული ბიუროს დაევალოს კრედიტორებისა და მოვალისათვის კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინებათა დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნება. ხსენებულ ვებგვერდეზე განჩინება უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2014 წლის 16 იანვრისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.
4. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გაცნობიდან ან გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე