განჩინება შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16631-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16631-13

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

2014 წლი 15 იანვარი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა”

წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე

 

მოთხოვნა: შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“მიმართ  

                      გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2013 წლის 14 ნოემბერს შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“მმართველობა”-ს  უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 439,87 ლარს. საზოგადოების არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან თენგიზ ქიტესაშვილი და ლონია ჯანაშია. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“  დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. ორგანიზაციას ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”, მაგრამ ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „ფორდ LTD", სახელმწიფო სანომრე ნიშნით AEC 515. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება სამი სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“სახელზე რეგისტრირებული არ არის: VAZ 21213 სახელმწიფო სანომრე ნიშნით ABB 009 ; DEDRA LANCHA" სახელმწიფო სანომრე ნიშნით MSS 641; "SKODA Felicia" სახელმწიფო სანომრე ნიშნით ABU 194. განმცხადებლის განმარტებით, ყველა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს. ორგანიზაციას სხვა მოძრავი ქონება არ გააჩნია. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა” გადახდისუუნაროა. არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით  შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“  სახელზე  საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 02 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობა”  (ს/კ 212272324) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შ პს „ჯანდაცვის სამინისტროს საქმეთა მმართველობ ი ს“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,#6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                             ლაშა ქოჩიაშვილი