„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5985
სარეგისტრაციო კოდი
210.020.120.05.001.003.192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 04/04/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარებში. იგი გადაიხდება აშშ დოლარებით ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნის ინფორმაციას შესაბამისი პერიოდისათვის აშშ დოლარის მიმართ საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ.“.

    მუხლი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5985–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.03.2008.
როდის იქნა მიღებული „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5985. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.120.05.001.003.192.
სად არის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5985, 21.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 210.020.120.05.001.003.192 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22060/