„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება №12/37 |
|
2014 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15.11.2013, 010320000.58.070.016022) დამტკიცებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19-23-ე პუნქტები:
,,19. თარჯიმნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 19.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); დ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია სხვა უცხოური ენის ცოდნაც). 19.2 საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“. 19.3 შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. 20. ქსეროქსის ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 20.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook). 20.2 საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“. 20.3 შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. 21. საშვების ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 21.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); დ) ელექტრონული საშვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 21.2 საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“. 21.3 შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. 22. საშვების მორიგე ოპერატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 22.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); დ) სასურველია ელექტრონული საშვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 22.2 საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“. 22.3 შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. 23. ბიუჯეტის უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 23.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით); ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); დ) კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზისათვის კომპიუტერული პროგრამის ცოდნა (მაგალითად: STATA, SAS, MATLAB, R); ე) უცხოური ენის (ინგლისური) ცოდნა. 23.2 საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; ლ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტი“; ნ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანება; ო) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება. 23.3 შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გამართული მეტყველების უნარი; კარგი კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.01.2014. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №12/37. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.58.070.016023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ცალკეულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 15 ნოემბრის №245/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12/37, 21.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016023 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2206217/