ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№636
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №636

2007 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №239 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავის სათანადო დონეზე  აღნიშვნის მიზნით დამტკიცდეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების თანდართული პროგრამა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი

 

 

ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამა

2007 წლის 5-11 ნოემბერი

5 ნოემბერი, ორშაბათი

15.00 – ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა;

თბილისის თოჯინების მუზეუმი, შავთელის ქ. №17ა;

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

6 ნოემბერი, სამშაბათი

10.00 – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა“;

13.30 – ილია ჭავჭავაძის ვებგვერდისა და ახალ გამოცემათა (კრებული „ილია ჭავჭავაძე – 170“, აკადემიური ოცტომეულის ახალი ტომები, „ილია ჭავჭავაძის ბიბლიოგრაფია“) პრეზენტაცია;

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, I სართული, Balroom; თბილისი, თავისუფლების მოედანი №4;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

7 ნოემბერი, ოთხშაბათი

10.00 – 18.00 – საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №5;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

8 ნოემბერი, ხუთშაბათი

10.00 – ილია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინებით შემკობა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

 

11.00 – „ილიაობა“ყვარელში; ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნა;

ორგანიზატორები: ყვარლის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

9 ნოემბერი, პარასკევი

12.00 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბიბლიოთეკისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების ცერემონია;

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. №1.

 

16.00 – ილია ჭავჭავაძის ხელნაწერთა გამოფენა;

თიბისი ბანკი, საგამოფენო დარბაზი, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №7;

ორგანიზატორები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

 

18.00 – პრეზენტაცია ფილმისა „ილიას მკვლელობის ქრონიკა“;

კინოს სახლი, თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №2.

ორგანიზატორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

10 ნოემბერი, შაბათი

14.00 – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის საიუბილეო ექსპოზიციის გახსნა;

ლაურეატთა ილიას მედლითა და პრემია „საგურამოთი“დაჯილდოება;

კონკურსში „ილია და თანამედროვეობა“– ილიას შემოქმედების საუკეთესოდ მცოდნე გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება;       

ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მცხეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

11 ნოემბერი, კვირა

20.00 – ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რუსთაველის გამზირი №25;

ორგანიზატორი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

 

22.00 – მიღება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში; თბილისი, რუსთაველის გამზირი №6;

ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.10.2007.
როდის იქნა მიღებული „ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №636. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.10.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ილია ჭავჭავაძის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №636, 25.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2206551/