მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.01.2014
ძალის დაკარგვა 28.01.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2014 წლის 21 იანვარი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №13 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016082).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის დახმარებისა და შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს და დახმარების მისაღებად წარმოსადგენ აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება განისაზღვრება: სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება.
ა) 500 ლარამდე - 100% - ით;
ბ) 2000 ლარამდე - 60% - ით;
გ) 2000 ლარზე ზევით - 1300 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
ბ) ანგარიშფქტურა;
გ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ;
დ) ცნობა რწმუნებულიდან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე
მუხლი 2🔗.
ახალშობილთა დახმარება
ახალშობილთა დახმარება შეადგენს 150 ლარს.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
დახმარება შეადგენს 50-250 ლარს.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა რწმუნებულიდან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება შეადგენს 100 ლარს.
დახმარების მისაღებად საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებიდან დაზარალებულ პენსიონერთა სახელობითი სია.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე
მუხლი 5🔗.
დიალეზზე მყოფი მოქალაქეების დიალეზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება
1. დიალეზზე მყოფი მოქალაქეების დიალეზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმითб ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განცხადება
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიებზე:
ა) პიროვნებას, რომელსაც სტიქიური კატასტროფის შედეგად არ აქვს საცხოვრებელი სახლი ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო;
ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი სტიქიური კატასტროფის შედეგად საშიშია საცხოვრებლად.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა რწმუნებულიდან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი CD;
გ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა სახანძრო სამსახურიდან;
დ) განცხადება;
ე) პირადობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განისაზღვრება 150 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საპენსიო ბაზაში არსებული სახელობითი სია;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება განისაზღვროს:
ა) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დახმარება განისაზღვრება 250 ლარით;
ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში;
ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) მემკვიდრის მოწმობის ასლი;
ვ) განცხადება.
მარტოხელა შეჭირვებული მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში
ა) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა რწმუნებულიდან :
ბ.ა) გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ბ.ბ) გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის შესახებ ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება;
გ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს :
ა) ობლების შემთხვევაში - 150 ლარით;
ბ) დედ-მამით ობლების შემთხვევაში - 500 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებიდან პენსიონერთა სახელობითი სია;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ქორწინების მოწმობის ასლი;
გ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განცხადება.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა.
2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500(ხუთასი)ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სიციალური სარეიტინგო ქულა.
5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
გადაუდებელი შემთხვევა
გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც არდაფინანსებამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის საგარანტიო წერილის საფუძველზე.
საგარანტიო წერილის გაცემისას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა იხელმძღვანელონ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისიის რიგგარეშე სხდომის დასკვნის საფუძველზე.
ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური სოციალური კომისიის სხდომის ოქმის და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.