განჩინება შპს „თაღი 2000“-ის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15981-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/15981-13

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

ანმცხადებელი: შპს „თაღი 2000”(ს/კ 202200714)

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თაღი 2000”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 04 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ”თაღი 2000”-ის დირექტორის – შპს ”რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს „თაღი 2000”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს არ ერიცხება ასევე დებიტორული დავალიანება და არ ჰ ყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები. უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 2521,11 (ორი ათას ხუთას ოცდაერთი მთელი თერთმეტი მეასედი) ლარს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „თაღი 2000”-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალეთავისიქონებითვერუზრუნველყოფ და საპროცესოხარჯებისდაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მ ოემართათ სასამართლოს ათვის შპს „თაღი 2000”-ის მიმართგადახდისუუნარობისშესახებსაქმისწარმოებისდაწყებისადამოვალისქონებიდანმ ათი მოთხოვნისდაკმაყოფილებისთაობაზესასამართლოშიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებისშეტანისგზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაშიკრედიტორიგადახდისუუნარობისშესახებგანცხადებასარშეიტან და სასამართლოში, სასამართლომოვალესგაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაცმოვალისრეგისტრაციისგაუქმებისსაფუძველი იყო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 12 ნოემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვისვადაში შპს „თაღი 2000”-ის კრედიტორ ებს განცხადებ ით  სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.



გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „თაღი 2000”-ის კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია საწარმოს გაკოტრებულად გამოცხდებისა და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1 . შპს „თაღი 2000”(ს/კ 202200714) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „თაღი 2000”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე                                  ბესიკ სისვაძე