⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.11.2014)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.01.2014
ძალის დაკარგვა 03.11.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,470 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.2014 მიღება
03.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2014 წლის 21 იანვარი ქ.დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს ,,დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის  მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი დანართი დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა გამგეობის სახანძრო დაცვისა სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: 1. ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); ვ) დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); ზ) დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება; თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. მუხლი 2🔗 გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 25 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“; მუხლი 3🔗 გამგებლის  მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 25 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“; მუხლი 4🔗 გამგეობის  ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. მუხლი 5🔗 გამგეობის   ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც შესაბამისი სპეციალობით, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 6🔗 გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურეობის და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა   ტექნიკური  ან საშუალო განათლება მაინც,  შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 7🔗 გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა   საშუალო განათლება მაინც, საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები.  მუხლი 8🔗 გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც შესაბამისი სპეციალობით, პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 9🔗 . გამგეობის საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 10🔗 გამგეობის საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები. მუხლი 11🔗 გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც,  პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“,  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 12🔗 გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც,  პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 13🔗 გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც,  პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“;  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 14🔗 გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები.  მუხლი 15🔗 . გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის  უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც,   პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 16🔗 გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები. მუხლი 17🔗 . გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 18🔗 გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები. მუხლი 19🔗 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 20🔗 კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის   მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები. მუხლი 21🔗 გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც,  პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტის ცოდნა: საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 22🔗 . გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები. მუხლი 23🔗 გამგეობის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის - რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ტექნიკური  ან საშუალო განათლება მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება. პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტის ცოდნა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება. მუხლი 24🔗 გამგეობის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება; მუხლი 25🔗 .    საკრებულოს აპარატის უფროსის   თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პირი იყოს 21 წლის ასაკს ზემოთ, ჰქონდეს  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტების გარდა ასევე შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. მუხლი 26🔗 საკრებულოს აპარატის  საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის   თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 27🔗 საკრებულოს აპარატის  იურიდიული განყოფილების უფროსის   თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მაინც  შესაბამისი სპეციალობით, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მუხლი 28🔗 საკრებულოს აპარატის  მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა   საშუალო განათლება მაინც,  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის  გამოცდილება და საჭირო უნარები.